ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი MATADOR

90 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი MATADOR (RGW-90) შექმნილია გერმანული ყუმბარმტყორცნის Armbrust ის ბაზაზე. მასზე მუშაობა 1990 წელს დაიწყეს, სინგაპურულმა სააგენტომ DSTA, ებრაულმა კომპანია Rafael Advanced Defense Systems და გერმანულმა Dynamit Nobel Defence-მა. დღეისათვის მასიურად იწარმოება გერმანული კომპანია Dynamit Nobel Defence-ის მიერ. ყუმბარმტყორცნის სატრანსპორტო-გამშვები ტუბუსი მინაპლასტიკისგანაა დამზადებული და დამიზნებისთვის მასზე მონტაჟდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყო ინტეგრირებული... Continue Reading →

BMC Vuran – MRAP-ის კლასის თურქული ჯავშანმანქანა

საქართველოს თავდაცვის ძალებში 2024 წლიდან თურქული ჯავშანმანქანა BMC Vuran გამოჩნდა. ჯავშანმანქანა MRAP-ის კლასის გაზრდილი ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობისაა და თურქული კომპანია BMC-ის მიერ სხვადასხვა მწარმოებლების მაკომპლექტებლების გამოყენებით იწყობა. მანქანა არსებობს რამდენიმე მოდიფიკაციაში: ჯავშანტრანსპორტიორის, თვითმავალი 120 მმ ნაღმმტყორცნის, 107 მმ რაკეტების გამშვები, ქიმიურ-რადიაციული დაზვერვის, ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის, საჰაერო თავდაცვის - სითბური საზენიტო რაკეტებით და სხვა. ტტმ: იწარმოება - 2019... Continue Reading →

GLSDB – ჰიბრიდული რაკეტა

ამერიკული წარმოების მულტიკალიბრული ზცრს HIMARS და M-270-დან გასაშვებად GMLRS-ER ის იაფ ალტერნატივად გასულ წლებში ამერიკულმა BOEING-მა და შვედურმა SAAB-მა შეიმუშავეს GLSDB (Ground-Launched Small Diameter Bomb) ტიპის ახალი თაობის რაკეტები. 150 კმ-ზე მოქმედი GLSDB არ არის კლასიკური ტიპის რეაქტიული ჭურვი ან რაკეტა. ის წარმოადგენს ადრეული მოდიფიკაციის M-26 რაკეტის სარაკეტო ძრავის და GPS/INS დამიზნებადი პლანირებადი მცირე დიამეტრის... Continue Reading →

Roketsan BARBAROS

Roketsan BARBAROS - უახლესი თურქული სახმელეთო ბაზირების სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სისტემა. პრაქტიკულად რეგიონში ყველაზე პერსპექტიული და კონკურენტული სისტემაა დღეისთვის. გამშვებ მანქანას შეუძლია 4 ერთეული ATMACA-ს და 6 ერთეული Çakır AS-ის ტიპის ასევე თურქული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება. ATMACA-ს მოქმედების მაქსიმალური მანძილია 250 კმ. Cakir- ის 150 კმ. მანქანის ცეცხლის მართვის სისტემა კი ინტეგრირებულია კომპანია Havelsan-ის... Continue Reading →

უახლესი უკრაინული 3 კოორდინატიანი რადიოლოკაციური სადგური 80К6КС1 Фенікс-1

უახლესი უკრაინული 3 კოორდინატიანი (3D) რადიოლოკაციური სადგური 80К6КС1 Фенікс-1 ის შესახებ, რომელიც გასულ 2023 წელს პირველად გადაეცა შეიარაღებულ ძალებს და საბრძოლო ექსპლუატაციისას უმაღლესი შედეგები აჩვენა. გამოიყენება საზენიტო დივიზიონების ადრეული, შორეული აღმოჩენის სადგურად, როგორც საბჭოურ ასევე დასავლურ საზენიტო-სარაკეტო სისტემებთან. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აქტიურად გამოიყენება საზენიტო სისტემა БУК-М1 ის დივიზიონებში სარადარო სადგურ 9С18 Купол-თან ტანდემში, მიზნების... Continue Reading →

სომხეთი ინდურ 155 მმ ჰაუბიცებს ყიდულობს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს 73 ერთეული ინდური მსუბუქი თვითმავალი ჰაუბიცა MARG155BR -ის შესყიდვას. კონტრაქტი მთლიანად 155,5 მილიონი დოლარის მოცულობისაა და მასში ჰაუბიცები, მარაგ ნაწილები და ჭურვები შედის. სავარაუდოდ აპირებენ არტილერიაში მიღებული იმ დიდი დანაკარგების შევსებას რაც აზერბაიჯანთან 2020 წლის თვენახევრიანი ომისას მიიღეს. თუკი ამ ჰაუბიცებით შეავსებენ ომში დაკარგულ 152 მმ იანი Д-20, 2А65 მსტა-ბ და... Continue Reading →

ATACMS ის პირველი გამოყენება უკრაინაში

16 ოქტომბერს ბერდიანსკის აეროდრომზე დარტყმისთვის უკრაინელებმა პირველად გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული ახალი ბალისტიკური რაკეტები. ამ აეროდრომზე რუსული საარმიო ავიაციის ვერტმფრენებია ბაზირებული. გამოყენებული იქნა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB ( ინფორმაცია კომენტარებში ლინკზე) აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული... Continue Reading →

155 მმ კასეტური ჭურვი М-864

2023 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დახმარების მორიგი პაკეტით აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის М-864 ტიპის 155 მმ კალიბრიან კასეტურ საარტილერიო ჭურვებს. ჭურვები დაკომპლექტებულია 72 ცალი ორი სახეობის ორმაგი მოქმედების მსხვრევად-კუმულაციური სუბელემენტით (24 ცალი M46 და 48 ცალი M42 ტიპის კასეტური მსხვრევად-კუმულაციური ორმაგი მოქმედების სუბელემენტი). DPICM (Dual-purpose improved conventional munition) ტიპის კასეტური ელემენტები პრაქტიკაში ეფექტურია... Continue Reading →

F-16 ის ჩამოსაკიდი პოდების შესახებ

დასავლური საბრძოლო ავიაციის ტექნიკური შესაძლელობები და ბევრად მაღალი საერთო საბრძოლო ეფექტურობა საბჭოთა/რუსულ სამხედრო საფრენ აპარატებთან შედარებით დიდწილად ყოველთვის მაღალტექნოლოგიური საბორტე ელექტრონული სისტემებით და მრავალფეროვანი ზუსტი შეიარაღებით იყო და არის განპირობებული. ასეა უკრაინის შემთხვევაშიც. უკრაინის საჰაერო ძალებზე გადაცემული F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლების სხვადასხვა მოდიფიკაციები მის კომპლექტაციაში და შეიარაღების ნომენკლატურაში შემავალი სისტემების ხარჯზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება ბრძოლის... Continue Reading →

თანამედროვე რუსული ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი ТМТ-С

ერთ-ერთ ვიდეოზე მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ უკრაინელები დანაღმული ველების გასაწმენდად უახლეს რუსულ სატანკო ნაღმსაწინააღმდეგო ტრალებს, ТМТ-С-ებსაც იყენებენ, რომლებიც სავარაუდოდ ომის დროს ალაფად ჩაიგდეს ხელში. ტრალი ТМТ-С ჩელიაბინსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ 2000-2005 წლებში შეიმუშავა, 2007 წლიდან კი წარმოება დაიწყო. რუსულმა ჯარმაც 2007 წლიდან მიიღო შეიარაღებაში. სავარაუდოდ ომის რომელიმე ეტაპზე უკრაინელებმაც ჩაიგდეს ხელში. ტრალის მგორავი ნაწილი შედგება 3,9 მეტრის... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑