ამ საბრძოლო მანქანის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 20 წლის წინ შევიტყვე. მაშინ როცა ბელორუსი ტანკმშენებლები ამ საინტერესო ექსპერიმენტულ სისტემაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. დღემდე ჩემი სუბიექტური აზრით ბელორუსიული სადაზვერვო-დივერსიული ჯავშანმანქანა 2Т Сталкер პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში შექმნილი ჯავშანტექნიკის ნიმუშებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოდელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ მანქანას დღეისათვის მსოფლიოში პირდაპირი ანალოგი არ ჰყავს. მიუხედავად პროექტის... Continue Reading →
ფუსტები
ავტორი: მამა ავთანდილ გიორგობიანი ქართული სამხედრო-საეკლესიო რაინდთა ორდენიფუსტები
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ინდექსები
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ინდექსები Индексы Главного Ракетно-Артиллерийского Управления МО
120 მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების მცირე კონცეპტუალური მიმოხილვა
მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში ომის წარმოების ტექნიკა და საშუალებები იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური მიღწევების შესაბამისად იცვლებოდა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წარმოებული ომების ანალიზისას ნათლად იკვეთება, რომ ბრძოლის ველზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს საარტილერიო ქვედანაყოფები თამაშობენ. სხვადასხვა ტიპის საერთო-საჯარისო ოპერაციებისას შეტევაში და თავდაცვაში მყოფი ქვეითი ან მექანიზირებული შენაერთების წარმატებული მოქმედება დიდწილად ეფექტურ საარტილერიო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.თანამედროვე... Continue Reading →
მსოფლიოს სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ძირითადი მაინიცირებელი ფაქტორები.. როგორ მოვედით აქამდე?
თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, თავდაცვითი მრეწველობის სფეროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები და თავდაცვითი მრეწველობის კომპანიები სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკური სიძლიერის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.მსოფლიოს სამხედრო მრეწველობაში არსებულ უახლეს ტენდენციებს და ინოვაციურ მიდგომებს წამყვანი სახელმწიფოების თანამედროვე შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი რისკები და საბრძოლო მოქმედებების დროს წარმოჩენილი ახალი გამოწვევები განაპირობებენ. ომის წარმოების ძირითადი პრინციპები... Continue Reading →
TATRA 815 Patriot MATMMV-ჩეხური ტაქტიკური ჯავშანმანქანა.
სტატიის წაკითხვამდე უმჯობესია ჯერ გაეცნოთ ამ სტატიას > ორიოდე სიტყვით თანამედროვე მოდულურ ტაქტიკურ ჯავშანმანქანებზე ..................... TATRA 815 Patriot MATMMV / HUSAR 4x4 (პოლონური მოდიფიკაცია) უახლესი ჩეხური წარმოების მოდულური ჯავშანმანქანა T815 Patriot MATMMV (Medium Armoured Tactical Multi-Mission Vehicle) შემუშავებულია კომპანია Excalibur Army-ის მიერ. მანქანის საქარხნო გამოცდები 2018 წელს დაიწყო.ჯავშანმანქანა წარმოადგენს საშუალო წონითი კატეგორიის მოდულური ტაქტიკური მანქანების... Continue Reading →
ორიოდე სიტყვით თანამედროვე მოდულურ ტაქტიკურ ჯავშანმანქანებზე
XX საუკუნის მეორე ნახევრისგან განსხვავებით, თანამედროვე სამხედრო დოქტრინები ინდივიდუალურ საბრძოლო ერთეულს ბევრად მეტ დატვირთვას ანიჭებს. შესაბამისად ეს მოცემულობა წინა პლანზე წევს საერთო-საჯარისო ტექნიკის კავშირგაბმულობის, ნავიგაციის და ბრძოლის ველის მართვის ერთიანი ციფრული სისტემებით აღჭურვის აუცილებლობას. შემოთაღნიშნული დოქტრინები საბრძოლო და ლოგისტიკური ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას და საველე თუ სარეგლამენტო რემონტის მაქსიმალურად გამარტივებასაც ითვალისწინებს. ამის მისაღწევად საჭიროა საჯარისო... Continue Reading →
Panhard VBR- ტაქტიკური ჯავშანმანქანა
მანქანა კონსტრუირებულია და ფრანგული კომპანია Panhard General Defense-ს მიერ, 2002 წელს. წარმოადგენს მსუბუქი VBL-ის ზომაში და წონაში გაზრდილ ვარიანტს უფრო მძიმე შეიარაღების დასამონტაჟებლად. მანქანის კორპუსი წარმოადგენს მონოკოკის ტიპის კაფსულას V-ს ფორმის ნაღმსაწინააღმდეგო ფსკერით.ძირითადი ჯავშანი უზრუნველყოფს STANAG 4569 Level 2 დაცვის დონეს, თუმცა მოდულურად მისამაგრებელი კერამიკული პანელების საშუალებით შეჯავშნა STANAG 4569 Level 3 დონემდე ადის. მანქანის... Continue Reading →
Дозор-Б – ტაქტიკური საბრძოლო მანქანა (უკრაინა)
ჯავშანმანქანა Дозор-Б შემუშვებულია ხარკოვის მოროზოვის სახელობის ჯავშანსატანკო ქარხნის მიერ 2004-6 წლებში თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მანქანის სერიული წარმოება მხოლოდ 2014 წელს, აუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადაწყდა. 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით მანქანის წარმოება ლვოვის ჯავშანსატანკო ქარხანაშიც უნდა დაწყებულიყო თუმცა ძრავის მომწოდებელთან არსებული პრობლემის გამო წარმოების დაწყება დაგვიანდა. გარდა ამისა პირველი ნიმუშები რომელიც სამხედრო კომისიამ გამოსცადა... Continue Reading →
მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენები, მათი დანიშნულება და პერსპექტივები
XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე ბრძოლის წარმოების მეთოდების სწრაფ ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი, რამაც ეტაპობრივად თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ომის ხასიათი ჩამოაყალიბა. შეიარაღების მთელი რიგი სახეობების შექმნამ და მათი სხვადასხვა ქვეყნების არსენალში გამოჩენამ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მოწყობაზეც იქონია დიდი გავლენა. ბოლო სამი ათეული წელია თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ ბრძოლის ველზე უფრო და უფრო აქტიურად... Continue Reading →
А-50У შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი
А-50У არის საბჭოთა A-50 ის მოდერნიზებული ვარიანტი და კლასიფიცირდება როგორც "შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი" რუსულად - ДРЛО. ინგლისურად - AWACS. წარმოადგენს ამერიკული E-3 Sentry AWACS-ის პირდაპირ ანალოგს. აღსანიშნავია, რომ А-50 დაპროექტებულია ქართველი გიორგი ბერიევის (ბერიაშვილის) სახელობის ტაგანროგის საავიაციო კვლევით ბიუროში. აქტიურ ექსპლუატაციაშია 1985 წლიდან. რუსეთის საჰაერო ძალებს სულ 9 ერთეული А-50 ჰყავდა, აქედან... Continue Reading →