M1156 PGK

M1156 PGK ტიპის GPS ით კორექტირებადი ტურბინიანი ამფეთქებით აღჭურვილი 155 მმ სტანდარტული საბრძოლო მასალა შედარებით იაფი გამოსავალია ზუსტი ცეცხლის წარმოებისთვის სტანდარტულ უმართავ საბრძოლო მასალასა და ძვირადღირებულ M982 Excalibur-ის ტიპის ჭურვებს შორის. GPS-ით კორექტირებადი M1156 PGK ამფეთქები შემუშავებულია ამერიკული კომპანია Orbital ATK-ის მიერ და 2009 წლიდან იწარმოება. 1 კომპლექტის ფასი 10 000 დოლარია, რაც ძალიან მცირეა... Continue Reading →

ჩინური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები

დღევანდელი მდგომარეობით ჩინეთის ეკონომიკა ზომით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩინურ სამხედრო წარმოებაზეც.  ბოლო რამდენიმე ათწლეულში ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. სხვადასხვა საიარაღო კომპანიები აწარმოებენ აბსოლუტურად ყველანაირი კლასის სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას. თუმცა ჩინური შეიარაღების უდიდესი ნაწილი  რუსული, ევროპული თუ  ამერიკული სამხედრო ტექნიკის კლონებია.   ჩინურმა სახელმწიფო კორპორაცია Norinco-მ წლების განმავლობაში,... Continue Reading →

ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები

  დღეისათვის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში ფართოდ გამოიყენება.   მცირე ზომის   დივერსიული, სადაზვერვო, პარტიზანული და მოტომსროლელი  მობილური დანაყოფების შესაიარაღებლად ამ ტიპის ყუმბარმტყორცნები ზედგამოჭრილია. თუკი კლასიკურ მრავალჯერად ყუმბარმტყორცნებს, მაგალითად  РПГ-7 ის მომსახურებას  სტანდარტულად 2 კაცი სჭირდება, ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების შემთხვევაში  დანაყოფის თითოეულ წევრს შეუძლია 1-2 ცალიც იქონიოს, რაც   საჭიროებისას დროის კონკრეტულ მონაკვეთში  დანაყოფის საცეცხლე ძალას ბევრად... Continue Reading →

სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული C-300 ის შესახებ

სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული C-300 ის შესახებ.... უკრაინას სლოვაკეთის საჰაერო ძალებიდან გადაეცა სავარაუდოდ 2 ბატარეისგან დაკომპლექტებული არასრული დივიზიონი, შედარებით მოძველებული მოდიფიკაციის სისტემა C-300ПМУ, რომელიც წარმოადგენს C-300ПС ის საექსპორტო მოდიფიკაციას. კომპლექტში შემავალი რაკეტების მოდიფიკაციების მიხედვით სისტემის მაქსიმალური მოქმედების მანძილი 75-90 კმ, სიმაღლე კი 25 კმ შეიძლება იყოს. ცენტრში ძირითადი გამშვები მანქანა 5П85С და გვერდებზე ორი დამხმარე... Continue Reading →

უკრაინული ლაზერული დამიზნების საზენიტო რაკეტა РK-10

2021 წლის დეკემბერში მართვადი სარაკეტო შეიარაღების სფეროში მომუშავე უკრაინულმა საკონსტრუქტორო ბიურო Луч-მა უახლესი უკრაინული ლაზერული დამიზნების საზენიტო რაკეტა РK-10-ОФ-ს საცეცხლე გამოცები ჩაატარა. გამოცდის პროცესში საზენიტო რაკეტა ჯავშანმანქანა VARTA-ზე დამონტაჟებული ახალი ტიპის საზენიტო მოდულიდან იქნა გაშვებული. უნივერსალური დანიშნულების რაკეტა РК-10-ზე კომპანია Луч ბოლო 4-5 წელია აქტიურად მუშაობს და პირველად 2019 წელს იქნა წარმოდგენილი. რაკეტა ტანკსაწინააღმდეგო Барьер-В... Continue Reading →

100 წელი ბრძოლის ველზე

2016 წლის 15 სექტემბერს ზუსტად 100 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც პირველ მსოფლიო ომში, 1916 წლის 15 სექტემბერს ბრიტანულმა ჯარებმა მდინარე სომასთან გამართულ ბრძოლაში კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტექნიკის უახლესი სახეობა ტანკი … ბრძოლის დაწყებამდე  ბრიტანული ჯარების შეიარაღებაში 49 ერთეული Mark I ტიპის ტანკი იყო, აქედან ფრონტის ხაზამდე მიღწევა და ფრონტის 5 კმ სიღრმეზე გარღვევა... Continue Reading →

IVAS -ჭკვიანი სათვალე მომავლის მებრძოლის აღჭურვილობაში

   ბოლო წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში თავდაცვით სისტემებზე მომუშავე რამდენიმე ათეული სხვადასხვა კომპანია პენტაგონის დაკვეთით აშშ-ის არმიისთვის აქტიურად ამუშავებს მომავალის ჯარისკაცის აღჭურვილობაში შემავალ სხვადასხვა კომპონენტს.  პროგრამა  Future Soldier 2030 Initiative,  2009 წელს დაიწყო და ეტაპობრივად ითვალისწინებს მომავლის ომებისთვის ადაპტირებული ჯარისკაცის ინდივიდუალური ეკიპირების ელემენტების, შეიარაღების და ჯავშანდაცვის სისტემების შემუშავებას. სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბერში... Continue Reading →

РПГ-7 ის გასროლები სირიის სამოქალაქო ომში (სტატია განახლებადია)

სირიაში სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ომი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების პროცესში ყველა მხარე აქტიურად იყენებს სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგოს საშუალებებს, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული რაღათქმაუნდა ლეგენდარული РПГ-7 ია. ალბათ ბევრს დააინტერესებს თუ კონკრეტულად რა ტიპის საბრძოლო მასალები გამოიყენება ამ ყუმბარმტყორცნზე სირიაში. სირიელი მებრძოლების შეიარაღებაშია РПГ-7 ის შემდეგი ტიპის გასროლები: საბჭოთა/რუსული წარმოების კუმულაციური გასროლა ПГ-7ВЛ შეიარაღებაში... Continue Reading →

მომავლის ტანკი ბუნდესვერისთვის ანუ “ტანკი-რევოლუცია” გერმანულად

2010 წელს გერმანელმა კონსტრუქტორებმა საკუთარი ტანკის Leopard 2-ის უკანასკნელი მოდიფიკაცია ტანკი Revolution წარმოადგინეს. ტანკმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა არა ჯავშანსატანკო ტექნიკის სპეციალისტებში. მცირე ანალიზის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ გერმანული ტანკმშენებლობა ბოლო ორი ათეული წელია სტაგნაციის პერიოდშია. საქმე იმაშია რომ ჯერ კიდევ 90 იან წლებში გერმანელი ინჟინრები უკვე მუშაობდნენ იმ დროისათვის მართლაც რევოლუციურ პროექტზე, მოდულური კონსტრუქციის მომავლის ტანკ NGP-ზე, რომელიც... Continue Reading →

БМП-55 – მოძველებული T-55 ის რეინკარნაცია

დღეისათვის მსოფლიოს ათეულობით სხვადასხვა ქვეყნის არმიის შეიარაღებაში ათასობით საბჭოთა T-54 და T-55 ტიპის ტანკია შემორჩენილი. დღემდე სხვადასხვა კომპანიის მიერ აღნიშნული ტანკების მოდერნიზაციის და განახლების ათეულობით პროექტი და მზა ნიმუშია წარმოდგენილი. თუმცა როგორც ჩანს დღეისთვის სხვადასხვა ქვეყნების არმიებში T-55 ის, თუნდაც მოდერნიზებულის გამოყენება როგორც ძირითადი საბრძოლო ტანკი, არაპერსპექტიულია და უფრო თანამედროვე ტანკების შესასყიდად საჭირო უქონლობითაა გამოწვეული. ბევრად უფრო პერსპექტიულია T-55 ის ბაზაზე... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑