2008 წელს საქართველოში შემოჭრილი რუსული სამხედრო შენაერთების სია

გთავაზობთ დაზუსტებულ მონაცემებს 2008 წელს საქართველოში სამაჩაბლოს რეგიონში და აფხაზეთის მიმართულებიდან შემოჭრილ რუსულ სამხედრო შენაერთებზე და მათი შეიარაღების რაოდენობაზე. ფოტო: რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა როკის გვირაბთან 12 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა  რუსული არმიის შემდეგი სამხედრო შენაერთები. ცხინვალის რეგიონი:მე-19  მოტომსროლელი დივიზია. - ვლადიკავკაზი, ჩრდილო ოსეთი 135-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი ბატალიონი) 429-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი... Continue Reading →

სომხეთ-აზერბაიჯანის სარაკეტო ომი

2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებულმა სამხედრო კონფლიქტმა რამდენიმე დღეში საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. 1992-1994 წლების ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად სამი მიმართულებიდან შეტევაზე გადასული  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი, სატანკო და ქვეითი ქვედანაყოფების წინაღმდეგ თვითაღიარებული ყარაბაღის სამხედრო შენაერთები და სომხეთის არმიის ნაწილები გაერთიანებული ძალებით იბრძვიან.  საბრძოლო მოქმედებებმა მოიცვა როგორც ტაქტიკური ისე ოპერატიული სიღრმეები, ორივე მხრიდან... Continue Reading →

ქართველები სვასტიკიანი დროშის ქვეშ

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს დიდ მსხვერპლთან ერთად უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომი მოუტანა. საქართველოსთვის, როგორც საბჭოთა რესპუბლიკისთვის ეს ომი 1941 წლის 22 ივნისის დაიწყო, როცა გერმანული ვერმახტის 149 სატანკო და ქვეითი დივიზიისგან შემდგარმა სახმელეთო დაჯგუფებამ აღმოსავლეთის ფრონტზე რამდენიმე მიმართულებიდან შეუტია საბჭოთა კავშირის საზღვრებს. ჯერ კიდევ 1940 წლის დეკემბერში,... Continue Reading →

2008 წლის ომში დაღუპული ქართველი სამხედროების სახელობითი სია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სულ: 170ოფიცერი: 23კაპრალ/სერჟანტი: 136რიგითი: 1რეზერვისტი: 9სამოქალაქო პირი: 1 1. კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები2. კაპრალი დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები3. კაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები4. კაპრალი ღვინჯილია გიორგი ნუგზარის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები5. კაპრალი ბარბაქაძე ზვიად ზურაბის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები6. კაპიტანი ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე - სამხედრო-საჰაერო... Continue Reading →

სუპერშორსმსროლელი ჩრდილოკორეული ქვემეხი М1978 KOKSAN. ირან-ერაყის ომის ნაკლებად ცნობილი მონაწილე

170-მმ ქვემეხის М1978 KOKSAN -ის შექმნა ჩრდილოკორეელმა მეცნიერებმა 30 წლის წინ დაიწყეს და ის დღესაც კი მსოფლიოში  ერთ-ერთ ყველაზე შორსმსროლელ ლულიან საარტილერიო სისტემად ითვლება. ერაყში ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა განადგურებულ და გადამალულ ერაყულ საარტილერიო ტექნიკას შორის მოულოდნელად აღმოაჩინეს ერთი ცალი ასეთი სისტემაც, რომლებიც მანამდე არსებული ინფორმაციით მხოლოდ ჩრდილო კორეას და ირანს ჰყავდა შეიარაღებაში. თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა... Continue Reading →

სადაზვერვო ჯავშანმანქანა 2Т Сталкер

ამ საბრძოლო მანქანის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 20 წლის წინ შევიტყვე. მაშინ როცა ბელორუსი ტანკმშენებლები ამ საინტერესო ექსპერიმენტულ სისტემაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. დღემდე ჩემი სუბიექტური აზრით ბელორუსიული სადაზვერვო-დივერსიული ჯავშანმანქანა 2Т Сталкер პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში შექმნილი ჯავშანტექნიკის ნიმუშებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოდელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ მანქანას დღეისათვის მსოფლიოში პირდაპირი ანალოგი არ ჰყავს.  მიუხედავად პროექტის... Continue Reading →

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 Град

122 მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 Град-ის დაპროექტება  1960 წლის 30 მაისს დაიწყო, საბჭოთა კავშირის სვერდლოვსკის სახელობის, 203-ე ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიუროში(СКБ-203).  კონსტრუქტორთა ამოცანა იყო შეექმნათ   მანამდე შეიარაღებაში მყოფი 140 მმ БМ-14 ის ჩასანაცვლებელი იაფი, ადვილად ასათვისებელი და ეფექტური  სისტემა, რომელიც რეაქტიული დივიზიონების შეიარაღებაში შევიდოდა, ექნებოდა მინიმუმ 20 კმ სროლის მანძილი და განკუთვნილი იქნებოდა... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑