დასავლური საბრძოლო ავიაციის ტექნიკური შესაძლელობები და ბევრად მაღალი საერთო საბრძოლო ეფექტურობა საბჭოთა/რუსულ სამხედრო საფრენ აპარატებთან შედარებით დიდწილად ყოველთვის მაღალტექნოლოგიური საბორტე ელექტრონული სისტემებით და მრავალფეროვანი ზუსტი შეიარაღებით იყო და არის განპირობებული. ასეა უკრაინის შემთხვევაშიც. უკრაინის საჰაერო ძალებზე გადაცემული F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლების სხვადასხვა მოდიფიკაციები მის კომპლექტაციაში და შეიარაღების ნომენკლატურაში შემავალი სისტემების ხარჯზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება ბრძოლის... Continue Reading →
თანამედროვე რუსული ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი ТМТ-С
ერთ-ერთ ვიდეოზე მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ უკრაინელები დანაღმული ველების გასაწმენდად უახლეს რუსულ სატანკო ნაღმსაწინააღმდეგო ტრალებს, ТМТ-С-ებსაც იყენებენ, რომლებიც სავარაუდოდ ომის დროს ალაფად ჩაიგდეს ხელში. ტრალი ТМТ-С ჩელიაბინსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ 2000-2005 წლებში შეიმუშავა, 2007 წლიდან კი წარმოება დაიწყო. რუსულმა ჯარმაც 2007 წლიდან მიიღო შეიარაღებაში. სავარაუდოდ ომის რომელიმე ეტაპზე უკრაინელებმაც ჩაიგდეს ხელში. ტრალის მგორავი ნაწილი შედგება 3,9 მეტრის... Continue Reading →
უახლესი ფრანგული თსდ CAESAR 8X8 (CAESAR 2)
უკრაინაში გამოჩნდა CAESAR 8X8 (CAESAR 2) ტიპის ულტრათანამედროვე თვითმავალი ჰაუბიცები, რომელიც დანიამ მიაწოდა. სულ დანიიდან 19 ასეთი ჰაუბიცის მიწოდებაა დაგეგმილი. CAESAR 8X8 შემუშავებულია ფრანგული სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების მწარმოებელი გიგანტი კონცერნის Nexter Systems-ის მიერ. მოდიფიკაცია აგებულია Tatra T815-7 8x8 ტიპის ახალ შასიზე და აქვს ღრმად მოდერნიზებული საბრძოლო ნაწილი, ავტომატიზირებული დამტენი მექანიზმით და ახალი ცეცხლის მართვის... Continue Reading →
მორდორის თვალი ანუ კომპლექსი Муром
რას წარმოადგენს რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომში ძალიან აქტიურად გამოყენებადი საჯარისო ტაქტიკური დონის ავტონომიური ოპტიკურ-ელექტრონული თვალთვალის კომპლექსი Муром, რომელსაც ხშირად ანადგურებენ უკრაინული კამიკაძე დრონები. ავტონომიური ოპტიკურ-ელექტრონული თვალთვალის კომპლექსი Муром შემუშავებულია უსაფრთხოების და დაცვის სისტემების მწარმოებელი რუსული კომპანია СТИЛСОФТ-ის მიერ. სისტემის პირდაპირი დანიშნულებაა დასაცავი ობიექტის გარე პერიმეტრის კონტროლი, ჯარების თავმოყრის რაიონის მიმდებარე სივრცის კონტროლი,... Continue Reading →
საბჭოთა “პიონებიდან” ამერიკული ჭურვებით სროლის პრაქტიკაზე
2023 წლის ივნისის თვეში უკრაინაში ძველი ამერიკული M-106 ტიპის საარტილერიო ჭურვები გამოჩნდა, რომელიც აშშ-მა უკრაინას საბჭოთა 2C7 Пион ის ტიპის თვითმავალი ქვემეხებისთვის მიაწოდა. M-106 ებს აშშ ის არმია ბუქსირებადი M-115 და თვითმავალი M-110 ტიპის ქვემეხებზე იყენებდა. M-115 დან ამ ჭურვის სროლა მაქსიმალურ 16 926 მეტრზე შეიძლება. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა 2С7 Пион ის 2А44 ტიპის... Continue Reading →
RAK-12 მსუბუქი რეაქტიული სისტემა
უკრაინის სასაზღვრო ჯარების შეიარაღებაში ლეგენდარული იუგოსლავიური 128 მმ-იანი მსუბუქი რეაქტიული სისტემა М-62 Plamen-ის ხორვატიული 12 ლულიანი ბუქსირებადი ვარიანტი RAK-12 გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს უკრაინელებს М-63 ტიპის შედარებით მოძველებული რაკეტები აქვთ, რომელიც 8600 მეტრამდე მიფრინავს. კალიბრი - 128 მმ გამშვები მილების რაოდენობა - 12 გამშვები მილის სიგრძე - 1200 მმ ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - ± 15°... Continue Reading →
რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაზე
მოკლედ ჰაერსაწინააღმდეგო ან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაზე. უკრაინაში 4 მაისს რუსული აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 Кинжал-ის ჩამოგდების შემდეგ ინტერნეტში ისტერიულად გაჩნდა იქაური და აქაური რუსი პროპაგანდისტების კომენტარები, თითქოსდა ჩამოგდების ფაქტი ტყუილია და ამერიკული Patriot-ის საზენიტო სისტემა "კინჟალის" ჩამოგდებას ვერ შეძლებდა მისი მაღალი სიჩქარეების გამო. ასევე მოჰყავთ ამ ორი რაკეტის სიჩქარეებიც MIM-104 PAC-2/PAC-3 მოდიფიკაციის რაკეტების... Continue Reading →
“ანადოლუ” უახლესი თურქული მსუბუქი ავიამზიდი
თურქული "ანადოლუს" (ანატოლია) სახით შავ ზღვაში ძლიერი მოთამაშე შემოვიდა, რომელიც რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. დღეს ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შემოვიდა უახლესი თურქული უნივერსალური სადესანტო ხომალდი TCG Anadolu (L-400), რომელიც კონსტრუქციიდან გამომდინარე მსუბუქი ავიამზიდის და მცურავი დოკი/შვეულმფრენმზიდის ფუნქციასაც ითავსებს. TCG Anadolu პირდაპირი ანალოგია წინა წლებში ყველასთვის ცნობილი ფრანგული სადესანტო ხომალდი "მისტრალისა", რომლის ყიდვასაც... Continue Reading →
Leopard-2A4 ის ჯავშანდაცულობის პრობლემებზე და მისი გამოსწორების შესაძლო ვარიანტებზე
2023 წლის 24 თებერვალს პოლონეთმა უკრაინას პირველი 4 ერთეული Leopard-2A4 ტიპის ტანკი გადასცა. ასეთივე მოდიფიკაციის "ლეოპარდების" გადაცემა დაგეგმილია სხვა ქვეყნებიდანაც და საერთო ჯამში მათი რაოდენობა რამდენიმე ათეული მაინც იქნება... ფოტო-ვიდეოდან მარტივად შესამჩნევია, რომ ეს ტანკები საბაზო მოდიფიკაციის A4 მოდელებია, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს თითქმის ვერცერთ ასპექტში ვეღარ პასუხობს. ზოგადი ინფორმაციისთვის უნდა იცოდეთ, რომ Leopard-2A4 ის ჯავშანდაცულობის... Continue Reading →
ფუსტები
ავტორი: მამა ავთანდილ გიორგობიანი ქართული სამხედრო-საეკლესიო რაინდთა ორდენიფუსტები