MANTIS (Modular, Automatic and Network capable Targeting and Interception System) - გერმანული საჰაერო თავდაცვის სტაციონარული სისტემა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ან მაღალი ღირებულების ობიექტების დასაცავად საარტილერიო რეაქტიული რაკეტებისგან , ჭურვებისგან, ფრთოსანი რაკეტებისგან, კამიკაძე დრონებისგან და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებისგან. შემუშავებულია კორპორაცია Rheinmetall Air Defence-ის მიერ 2007-2010 წლებში. სისტემა წარმოადგენს დისტანციური მართვის საზენიტო ქვემეხების, ცეცხლის მართვის ცენტრის, ოპტიკურ-ელექტრონული და... Continue Reading →
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი MMP
უახლეს მე-5 თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი MMP, შემუშავებულია და იწარმოება ევროპული კონსორციუმი MBDA-ს მიერ. MMP პირდაპირ შეიძლება ითქვას დღეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური ტანკსაწინააღმდეგო სისტემაა და მისი შესაძლებლობები ერთი თავით აღემატება იგივე Javelin-ის შესაძლებლობებს. მოქმედების მანძილი - 4000 მეტრი. (ორჯერ მეტი ჯაველინის პორტატულ მოდიფიკაციასთან შედარებით) დამიზნების სისტემა კომბინირებულია და მოიცავს სრულად ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე IIR თავაკს (... Continue Reading →
თვითმავალი ჰაუბიცა ZUZANA-2
სლოვაკური წარმოების 155 მმ კალიბრიანი თვითმავალი ჰაუბიცა ZUZANA-2. შემუშავებულია კომპანია Konstrukta Defence-ის მიერ წინამორბედი ZUZANA-ს ბაზაზე. მანქანას აქვს დასავლური სტანდარტის შესაბამისი, სლოვაკური კომპანია ZTS special ის წარმოების ახალი 155 მმ-იანი, 52,9 კალიბრი სიგრძის (8200 მმ) L52 ტიპის ლულა. (სტანდარტულ 52 კალიბრიან ლულასთან შედარებით 140 მმ-ით გრძელი) თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვისა და დამიზნების სისტემა უზრუნველყოფს MRSI... Continue Reading →
FH77 BW L52 Archer – 155 მმ თვითმავალი ჰაუბიცა
FH77 BW L52 Archer შვედეთის არმიის შეიარაღებაში 2014 წლიდან შედის და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო, მაღალტექნოლოგიურ თვითმავალ ჰაუბიცად მოიაზრება მსოფლიოში. შემუშავებულია კომპანია BOFORS ის მიერ. სისტემის მთავარი ღირსება სრულად ავტომატიზირებული საბრძოლო ნაწილია რომელიც ჭურვებს სტანდარტულზე მაღალი ტემპით ისვრის. საბრძოლო ნაწილი და ეკიპაჟის კაბინა ერთმანეთისგან გამოყოფილია, სალაშქრო მდგომარეობაში ლულა იკეცება დაჯავშნულ სათავსოში. ცეცხლის მართვის სისტემა აგებულია ღია... Continue Reading →
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა PULS
ისრაელური კომპანია Elbit Systems-ის უახლესი მულტიკალიბრული უნივერსალური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა PULS (Precise and Universal Launching System) წარმოადგენს Grad-LAR ის და მისი შემდგომი დახვეწილი ვერსიის LYNX-ის ხაზის გაგრძელებას. მანქანაზე გაზრდილია საბრძოლო მასალის ნომენკლატურა და დამატებულია Predator Hawk-ის ტიპის რაკეტებიც. მანქანის საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს უნივერსალურ ჩარჩოს, რომლის დამიზნებაც INS-ის ინერციული ბლოკის საშუალებით მანქანის კაბინიდან გადმოუსვლელად ხდება.... Continue Reading →
2С4 Тюльпан – საბრძოლო მასალის ნომენკლატურა
240 მმ კალიბრის საბჭოთა მძიმე ნაღმსატყორცნი 2С4 Тюльпан-ის პირდაპირი დანიშნულება გამაგრებული/არმირებული ნაგებობების დანგრევა და იქ მყოფი ცოცხალი ძალის განადგურებაა. საბჭოთა არმიის შეირაღებაში შევიდა 1972 წელს. ............. 2С4 Тюльпан-ს აქვს რამდენიმე ტიპის გასროლა: - 53-ВФ-864 - მსხვრევად ფუგასერი, 130 კგ, მაქსიმალური სროლის მანძილი 9,6 კმ. - 3ВФ2 - მსხვრევად-ფუგასური, 228 კგ, აქტიურ-რეაქტიული. მაქს. სროლის მანძილი 19,6... Continue Reading →
კასეტური 155 მმ ჭურვი SMART 155
გერმანული SMART 155 ტიპის კასეტური ჭურვი SMART 155 გათვლილია სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანების გასანადგურებლად. ჭურვში მოთავსებულია ორი ცალი სენსორ-დეტონირებადი კასეტური ელემენტი DM 1489/DM 1490 GR EFP SF, რომლის საბრძოლო ნაწილი დარტყმითი ბირთვის (EFP) პრინციპზე მუშაობს. ელემენტი ჭურვიდან გამოგდების შემდეგ სამიზნის თავზე პატარა პარაშუტით ეშვება. დამიზნება მილიმეტრული რადარის და ინფრაწითელი IR სენსორის კომბინირებული მუშაობით ხდება. დაშვებისას სუბელემენტი... Continue Reading →
ამერიკული ჭკვიანი ნაღმი M-93 Hornet
ამერიკული ჭკვიანი ნაღმი M-93 Hornet. ნაღმი აღჭურვილია სეისმური და აკუსტიკური ადრეული აღმოჩენის სენსორებით რომლებიც 100 მეტრის მანძილამდე ახდენენ პოტენციური სამიზნეების გამოვლენას. სამუშაო ზონაში ტანკის ან სხვა ჯავშანმანქანის შესვლის შემდეგ ცილინდრიდან კონკრეტული სექტორის მიმართულებით ამოხტება ინფრაწითელი დამიზნების სენსორით აღჭურვილი დამაზიანებელი ელემენტი. ელემენტი წარმოადგენს ტანტალის დისკოთი აღჭურვილ დარტყმით ბირთვს რომელიც დეტონაციის შედეგად წარმოქმნის დიდი სიჩქარით მოძრავ ჯავშანგამტან... Continue Reading →
ვრცლად ПОМ-3 Медальон-ის ტიპის უახლეს რუსულ ნაღმებზე
ПОМ-3 Медальон არის ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და სახიფათო რუსული ნაღმი, რომლის შექმნაზეც რამდენიმე წელი მუშაობდნენ. წარმოადგენს ПОМ-2 ის გაგრძელებას თუმცა გაზრდილი დამაზიანებელი რადიუსით და ბევრად "ჭკვიანი" სენსორებით. განკუთვნილია სპეციალურად შეიარაღებული ცოცხალი ძალის დაზიანება/განადგურებისთვის, რისთვისაც სეისმური სენსორებიდან მიღებული ინფორმაცია, კონკრეტულად კი ადამიანის სიარულისას წარმოქმნილი რეზონანსული რხევები ნაღმის ელექტრონულ "ტვინში" გადამუშავდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება... Continue Reading →
რა არის Терминатор?
რა არის რუსული ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა БМПТ Терминатор-2 და რა შეუძლია რეალურად? შიშს დიდი თვალები აქვს, თავის დროზე T-72, T-80 და T-90-იც აუფეთქებელი ეგონათ. რეალურად ამ კონცეფციის მანქანა ცივი ომის საბჭოთა ტანკმშენებლობის ტიპიური პირმშოა. მანქანის პირდაპირი დანიშნულებაა, სატანკო ქვედანაყოფისთვის სხვადასხვა ტიპის რელეფზე ან დასახლებულ პუნქტში ბრძოლისას კომბინირებული საცეცხლე მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ. მისი... Continue Reading →