ISR (Intelligence, Surveillance and Reconnaissance) დაზვერვის, თვალთვალისა და რეკოგნოსცირების (ISR – Intelligence, Surveillance and Reconnaissance) გაერთიანებული სისტემები წარმოადგენს თანამედროვე სამხედრო ოპერაციების სტრუქტურულ და ფუნქციურ საყრდენს. აღნიშნული სისტემების მიზანია ოპერატიული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ინფორმაციული უზრუნველყოფა. ეს სტატია მიმოიხილავს ISR-ის კონცეფციას, ტექნოლოგიურ და დოქტრინალურ კომპონენტებს, ისტორიულ განვითარებასა და მის როლს XXI-ე საუკუნის სამხედრო-პოლიტიკურ რეალობაში. თანამედროვე საომარი... Continue Reading →
ზერბაიჯანულ Cy-25 ებზე თურქული ფრთოსანი რაკეტა SOM-B1 ინტეგრირდა
თურქული თავდაცვის მრეწველობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის TUBITAK SAGE-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით წარმატებით დასრულდა აზერბაიჯანულ Cy-25 ებზე თურქული ფრთოსანი რაკეტა SOM-B1 ის ინტეგრაციის პროცესი, რის შემდეგად თვითმფრინავს უკვე 250 კმ-იან ოპერატიულ სიღრმეში შეუძლია მიზნების განადგურება. მოდენიზებულ Су-25 ML LAÇIN დან SOM ების საცდელი გაშვებებიც წარმატებით ჩატარდა. ფრთოსანი რაკეტა SOM შეიმუშავა კომპანია TÜBİTAK SAGE-მა და... Continue Reading →
წლის მნიშვნელოვანი სამხედრო-ტექნიკური სიახლეები Eurosatory-2024 დან
წლის მნიშვნელოვანი სამხედრო-ტექნიკური სიახლეები Eurosatory-2024 დან. 17-21 ივნისი. გამოფენა Eurosatory პრაქტიულად მსოფლიოში უდიდესია, ორ წელიწადში ერთხელ აქ წარმოდგენილი შეიარაღების ნიმუშებით წამყვანი კომპანიები მსოფლიოში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში ერთგვარ ტრენდს და მიმართულებებს აჩვენებენ. წლევანდელ გამოფენაზე განსაკუთრებული აქცენტი ჯავშანტექნიკის, არტილერიის და უპილოტო რობოტიზებული სისტემების მიმართულებით იყო. გამოფენაზე წარმოდგენილ ნიმუშებზე აშკარად იგრძნობოდა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიღებული უდიდესი გამოცდილება. წარმოდგენილი... Continue Reading →
უკრაინის საჰაერო ძალებს საფრანგეთიდან 12 ერთეულამდე Mirage 2000-5F ტიპის გამანადგურებელი გადაეცემა
2024 წლის ბოლომდე უკრაინის საჰაერო ძალებს საფრანგეთიდან 12 ერთეულამდე Mirage 2000-5F ტიპის გამანადგურებელი გადაეცემა. ამ ეტაპზე საფრენგეთის შეიარაღებაში 24-26 ერთეული ერთ ადგილიანი Mirage 2000-5F ია საბრძოლო მდგომარეობაში. კლასიფიკაციით Mirage 2000-5 დაახლოებით F-16 ის წონით კატეგორიაშია. კლასი - მსუბუქი გამანადგურებელი მწარმოებელი - Dassault Aviation პირველი აფრენა - 1990 წ ეკიპაჟი -1 პილოტი მაქსიმალური ასაფრენი მასა -... Continue Reading →
უკრაინაში Ланцет-ის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენების სტატისტიკა
სტატისტიკა რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას Ланцет-ის ტიპის რუსული ბარაჟირებადი კამიკაძე დრონების გამოყენებაზე, 2022 წლის ივლისიდან 2024 წლის 31 მაისამდე მდგომარეობით.
შვედეთი უკრაინას 2 ცალ Saab 340 AEW&C ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს მიაწვდის
შვედეთი უკრაინას მიაწვდის 2 ცალ Saab 340 AEW&C ტიპის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და საავიაციო ოპერაციების მართვის თვითმფრინავს. მოკლედ შვედური პატარა "ავაქსებია". თვითმფრინავი მსუბუქი "ავაქსების" კატეგორიას განეკუთვნება და ამერიკულ E-3 Sentry და რუსული A-50 თან შედარებით მცირე ზომების და შედარებით შეზდუდული ტექნიკური შესაძლებლობებისაა, მრგვალი მბრუნავი რადიოლოკაციური სადგურის ნაცვლად ფიუზელაჟის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია PS-890 Erieye ტიპის S... Continue Reading →
უახლესი უკრაინული 3 კოორდინატიანი რადიოლოკაციური სადგური 80К6КС1 Фенікс-1
უახლესი უკრაინული 3 კოორდინატიანი (3D) რადიოლოკაციური სადგური 80К6КС1 Фенікс-1 ის შესახებ, რომელიც გასულ 2023 წელს პირველად გადაეცა შეიარაღებულ ძალებს და საბრძოლო ექსპლუატაციისას უმაღლესი შედეგები აჩვენა. გამოიყენება საზენიტო დივიზიონების ადრეული, შორეული აღმოჩენის სადგურად, როგორც საბჭოურ ასევე დასავლურ საზენიტო-სარაკეტო სისტემებთან. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აქტიურად გამოიყენება საზენიტო სისტემა БУК-М1 ის დივიზიონებში სარადარო სადგურ 9С18 Купол-თან ტანდემში, მიზნების... Continue Reading →
F-16 ის ჩამოსაკიდი პოდების შესახებ
დასავლური საბრძოლო ავიაციის ტექნიკური შესაძლელობები და ბევრად მაღალი საერთო საბრძოლო ეფექტურობა საბჭოთა/რუსულ სამხედრო საფრენ აპარატებთან შედარებით დიდწილად ყოველთვის მაღალტექნოლოგიური საბორტე ელექტრონული სისტემებით და მრავალფეროვანი ზუსტი შეიარაღებით იყო და არის განპირობებული. ასეა უკრაინის შემთხვევაშიც. უკრაინის საჰაერო ძალებზე გადაცემული F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლების სხვადასხვა მოდიფიკაციები მის კომპლექტაციაში და შეიარაღების ნომენკლატურაში შემავალი სისტემების ხარჯზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება ბრძოლის... Continue Reading →
მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენები, მათი დანიშნულება და პერსპექტივები
XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე ბრძოლის წარმოების მეთოდების სწრაფ ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი, რამაც ეტაპობრივად თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ომის ხასიათი ჩამოაყალიბა. შეიარაღების მთელი რიგი სახეობების შექმნამ და მათი სხვადასხვა ქვეყნების არსენალში გამოჩენამ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მოწყობაზეც იქონია დიდი გავლენა. ბოლო სამი ათეული წელია თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ ბრძოლის ველზე უფრო და უფრო აქტიურად... Continue Reading →
А-50У შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი
А-50У არის საბჭოთა A-50 ის მოდერნიზებული ვარიანტი და კლასიფიცირდება როგორც "შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი" რუსულად - ДРЛО. ინგლისურად - AWACS. წარმოადგენს ამერიკული E-3 Sentry AWACS-ის პირდაპირ ანალოგს. აღსანიშნავია, რომ А-50 დაპროექტებულია ქართველი გიორგი ბერიევის (ბერიაშვილის) სახელობის ტაგანროგის საავიაციო კვლევით ბიუროში. აქტიურ ექსპლუატაციაშია 1985 წლიდან. რუსეთის საჰაერო ძალებს სულ 9 ერთეული А-50 ჰყავდა, აქედან... Continue Reading →