HIMARS- ომის წესების შესაცვლელად

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემები, განსაკუთრებით კი აშშ-ს წარმოების M-142 HIMARS (High Mobility Artillery Rocket System), ერთ-ერთ გადამწყვეტ ტექნიკურ ინსტრუმენტად იქცა უკრაინული არმიის ეფექტიანობის ამაღლებაში. ამ სტატიაში დეტალურად მიმოვიხილავ HIMARS-ის სისტემას, სისტემის ტექნიკურ მახასიათებლებს და ტაქტიკურ-ოპერატიულ მნიშვნელობას თანამედროვე ომში. M-142 HIMARS წარმოადგენს ამერიკული წარმოების თანამედროვე მაღალი მობილურობის... Continue Reading →

152 მმ ბუქსირებადი ქვემეხი 2А36 Гиацинт-Б

საბჭოთა წარმოების 152 მმ ბუქსირებადი ქვემეხის 2А36 Гиацинт-Б-ს შემუშავება 1968 წელს, პერმის მანქანათმშენებლობის ქარხანამ დაიწყო. თავიდანვე დაპროექტდა 2 ვარიანტი, ბუქსირებადი 2А36 და 2А37 თვითმავალი სისტემა 2С5-ისთვის. საცდელი ნიმუშები იცდებოდა 1971–72 წლებში. 2А36 Гиацинт-Б საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1976 წელს შევიდა. ქვემეხი შექმნილია საარტილერიო ბატარეების, ტანკების და სხვა შეჯავშნული ტექნიკის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების, ცოცხალი ძალის  , ჰაერსაწინააღმდეგო... Continue Reading →

152 მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა 2А65 Мста-Б

საბჭოთა წარმოების 152 მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა Мста-Б-ს დაპროექტება საბჭოთა კავშირის ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიურო Титан-ში, 1976 წელს, მთავარი  კონსტრუქტორის გიორგი სერგეევის ხელმძღვანელობით დაიწყო.შემუშავებისას მიზანი იყო შეექმნათ თვისობრივად ახალი ჰაუბიცა, რომელსაც გაზრდილი ექნებოდა სროლის მანძილი, სწრაფსროლა,  ლულის ვერტიკალური დამიზნების კუთხე, მანევრირების საშუალება და საბრძოლო მასალის მომატებული ეფექტურობა. ვიდრე ჰქონდათ მანამდე შეიარაღებაში მყოფ ჰაუბიცებს МЛ-20, Д-1 და Д-20. ... Continue Reading →

პენტაგონმა ERCA-ს პერსპექტიული პროგრამა დახურა.

პენტაგონმა ლულიანი არტილერიის ღრმა მოდერნიზაციის მიმართულებით ERCA-ს პერსპექტიული პროგრამა დახურა. 2025 წლის ბიუჯეტით M1299 ERCA-ს ტიპის ახალი თაობის თვითმავალ ჰაუბიცებზე მუშაობა აღარ გაგრძელდება. M1299 წარმოადგენს ახალი თაობის 155 მმ თვითმავალ ჰაუბიცას რომელიც ERCA-ს (Extended Range Cannon Artillery) პროგრამის ფარგლებში შემუშავდა აშშ-ში M109A7 Paladin ის ბაზაზე. სისტემას ახალი XM907E2 ტიპის 58 კალიბრიანი ახალი თაობის ლულით, ჩვეულებრივი... Continue Reading →

წლის მნიშვნელოვანი სამხედრო-ტექნიკური სიახლეები Eurosatory-2024 დან

წლის მნიშვნელოვანი სამხედრო-ტექნიკური სიახლეები Eurosatory-2024 დან. 17-21 ივნისი. გამოფენა Eurosatory პრაქტიულად მსოფლიოში უდიდესია, ორ წელიწადში ერთხელ აქ წარმოდგენილი შეიარაღების ნიმუშებით წამყვანი კომპანიები მსოფლიოში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში ერთგვარ ტრენდს და მიმართულებებს აჩვენებენ. წლევანდელ გამოფენაზე განსაკუთრებული აქცენტი ჯავშანტექნიკის, არტილერიის და უპილოტო რობოტიზებული სისტემების მიმართულებით იყო. გამოფენაზე წარმოდგენილ ნიმუშებზე აშკარად იგრძნობოდა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიღებული უდიდესი გამოცდილება. წარმოდგენილი... Continue Reading →

სომხეთი საფრანგეთისგან 36 ერთეულ CAESAR Mk-1 ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას შეიძენს.

მეზობელი სომხეთი საფრანგეთისგან 36 ერთეულ (2 დივიზიონი) CAESAR Mk-1 ის ტიპის 155 მმ კალიბრიან თვითმავალ ჰაუბიცას შეიძენს. საფრანგეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში სისტემების მიწოდება მათზე გაზრდილი მოთხოვნის მიხედავად დაჩქარებულ ტემპებში მოხდება. უკრაინაში მიმდინარე ომში გამოჩნდა, რომ სხვადასხვა დასავლურ საარტილერიო სისტემებს შორის ყველაზე მაღალი ეფექტურობით სწორედ ფრანგული CAESAR მუშაობს. ამას გარდა 73 ერთეული MarG155BR ტიპის თვითმავალი და... Continue Reading →

GLSDB – ჰიბრიდული რაკეტა

ამერიკული წარმოების მულტიკალიბრული ზცრს HIMARS და M-270-დან გასაშვებად GMLRS-ER ის იაფ ალტერნატივად გასულ წლებში ამერიკულმა BOEING-მა და შვედურმა SAAB-მა შეიმუშავეს GLSDB (Ground-Launched Small Diameter Bomb) ტიპის ახალი თაობის რაკეტები. 150 კმ-ზე მოქმედი GLSDB არ არის კლასიკური ტიპის რეაქტიული ჭურვი ან რაკეტა. ის წარმოადგენს ადრეული მოდიფიკაციის M-26 რაკეტის სარაკეტო ძრავის და GPS/INS დამიზნებადი პლანირებადი მცირე დიამეტრის... Continue Reading →

სომხეთი ინდურ 155 მმ ჰაუბიცებს ყიდულობს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს 73 ერთეული ინდური მსუბუქი თვითმავალი ჰაუბიცა MARG155BR -ის შესყიდვას. კონტრაქტი მთლიანად 155,5 მილიონი დოლარის მოცულობისაა და მასში ჰაუბიცები, მარაგ ნაწილები და ჭურვები შედის. სავარაუდოდ აპირებენ არტილერიაში მიღებული იმ დიდი დანაკარგების შევსებას რაც აზერბაიჯანთან 2020 წლის თვენახევრიანი ომისას მიიღეს. თუკი ამ ჰაუბიცებით შეავსებენ ომში დაკარგულ 152 მმ იანი Д-20, 2А65 მსტა-ბ და... Continue Reading →

ATACMS ის პირველი გამოყენება უკრაინაში

16 ოქტომბერს ბერდიანსკის აეროდრომზე დარტყმისთვის უკრაინელებმა პირველად გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული ახალი ბალისტიკური რაკეტები. ამ აეროდრომზე რუსული საარმიო ავიაციის ვერტმფრენებია ბაზირებული. გამოყენებული იქნა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB ( ინფორმაცია კომენტარებში ლინკზე) აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული... Continue Reading →

155 მმ კასეტური ჭურვი М-864

2023 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დახმარების მორიგი პაკეტით აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის М-864 ტიპის 155 მმ კალიბრიან კასეტურ საარტილერიო ჭურვებს. ჭურვები დაკომპლექტებულია 72 ცალი ორი სახეობის ორმაგი მოქმედების მსხვრევად-კუმულაციური სუბელემენტით (24 ცალი M46 და 48 ცალი M42 ტიპის კასეტური მსხვრევად-კუმულაციური ორმაგი მოქმედების სუბელემენტი). DPICM (Dual-purpose improved conventional munition) ტიპის კასეტური ელემენტები პრაქტიკაში ეფექტურია... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑