უახლესი ფრანგული თსდ CAESAR 8X8 (CAESAR 2)

უკრაინაში გამოჩნდა CAESAR 8X8 (CAESAR 2) ტიპის ულტრათანამედროვე თვითმავალი ჰაუბიცები, რომელიც დანიამ მიაწოდა. სულ დანიიდან 19 ასეთი ჰაუბიცის მიწოდებაა დაგეგმილი. CAESAR 8X8 შემუშავებულია ფრანგული სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების მწარმოებელი გიგანტი კონცერნის Nexter Systems-ის მიერ. მოდიფიკაცია აგებულია Tatra T815-7 8x8 ტიპის ახალ შასიზე და აქვს ღრმად მოდერნიზებული საბრძოლო ნაწილი, ავტომატიზირებული დამტენი მექანიზმით და ახალი ცეცხლის მართვის... Continue Reading →

საბჭოთა “პიონებიდან” ამერიკული ჭურვებით სროლის პრაქტიკაზე

2023 წლის ივნისის თვეში უკრაინაში ძველი ამერიკული M-106 ტიპის საარტილერიო ჭურვები გამოჩნდა, რომელიც აშშ-მა უკრაინას საბჭოთა 2C7 Пион ის ტიპის თვითმავალი ქვემეხებისთვის მიაწოდა. M-106 ებს აშშ ის არმია ბუქსირებადი M-115 და თვითმავალი M-110 ტიპის ქვემეხებზე იყენებდა. M-115 დან ამ ჭურვის სროლა მაქსიმალურ 16 926 მეტრზე შეიძლება. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა 2С7 Пион ის 2А44 ტიპის... Continue Reading →

RAK-12 მსუბუქი რეაქტიული სისტემა

უკრაინის სასაზღვრო ჯარების შეიარაღებაში ლეგენდარული იუგოსლავიური 128 მმ-იანი მსუბუქი რეაქტიული სისტემა М-62 Plamen-ის ხორვატიული 12 ლულიანი ბუქსირებადი ვარიანტი RAK-12 გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს უკრაინელებს М-63 ტიპის შედარებით მოძველებული რაკეტები აქვთ, რომელიც 8600 მეტრამდე მიფრინავს. კალიბრი - 128 მმ გამშვები მილების რაოდენობა - 12 გამშვები მილის სიგრძე - 1200 მმ ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - ± 15°... Continue Reading →

120 მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების მცირე კონცეპტუალური მიმოხილვა

მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში ომის წარმოების ტექნიკა და საშუალებები იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური მიღწევების შესაბამისად იცვლებოდა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წარმოებული ომების ანალიზისას ნათლად იკვეთება, რომ ბრძოლის ველზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს საარტილერიო ქვედანაყოფები თამაშობენ. სხვადასხვა ტიპის საერთო-საჯარისო ოპერაციებისას შეტევაში და თავდაცვაში მყოფი ქვეითი ან მექანიზირებული შენაერთების წარმატებული მოქმედება დიდწილად ეფექტურ საარტილერიო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.თანამედროვე... Continue Reading →

AMX-10RCR ფრანგული საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა

2023 წლის პირველივე დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საფრანგეთი უკრაინას გარკვეული რაოდენობით მიაწვდის AMX-10RCR ტიპის ბორბლებიან საცეცხლე მხარდაჭერის მანქანებს. ზოგს ზედმეტი მოლოდინები აქვს მის საბრძოლო შესაძლებლობებზე, ზოგი ბორბლებიან მსუბუქ ტანკსაც ეძახის შეცდომით. კლასიფიკაცია... რეალურად ეს არ არის კლასიკური ტანკი, თუმცა არაოფიციალურად ეძახიან. ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული ასეთი მანქანები კლასიფიცირდება როგორც tank destroyer ან ზოგ კონფიგურაციაში ჯავშანსაკავალერიო... Continue Reading →

XM2001 Crusader – ექსპერიმენტული ჰაუბიცა

XM2001 Crusader - ამერიკული ექსპერიმენტული 155 მმ კალიბრის ახალი თაობის თვითმავალი ჰაუბიცა. სისტემაზე ამერიკული კომპანია United Defense 1999-2002 წლებში მუშაობდა, საბრძოლო მანქანის შეიარაღებაში მიღება კი 2008 წლისთვის იყო დაგეგმილი და მას შეიარაღებაში მყოფი თვითმავალი ჰაუბიცა M-109A6 Paladin უნდა შეეცვალა, თუმცა 2002 წელს პროგრამა შეჩერდა... მძიმე წონიანი და ნაკლებად მობილური Crusader ვეღარ ჯდებოდა აშშ-ის არმიის განვითარების... Continue Reading →

გერმანული თვითმავალი საზენიტო დანადგარი GEPARD

გერმანული თვითმავალი საზენიტო დანადგარი GEPARD განეკუთვნება საზენიტო არტილერიის სახეობას. ინგლისური აბრევიატურით SPAAG (self-propelled anti-aircraft gun) თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard ტიპიური ცივი ომის პერიოდის პირმშოა და ერთგვარი ანალოგია საბჭოთა 23 მმ-იანი ЗСУ-23-4 Шилка-სი. აგებულია Leopard 1 ტიპის ტანკის შასიზე, რომლის საბრძოლო ნაწილიც არის 360 გრადუსით მბრუნავი ორ კაციანი კოშკურა, ორი ცალი 35 მმ კალიბრიანი Oerlikon KDA... Continue Reading →

LYNX და სხვა მოდულური ზცრს-ები

LYNX -ასე ქვია ებრაული წარმოების ულტრათანამედროვე ზალპური ცეცხლის რექტიულ სისტემას, რომელიც ისრაელის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კონცერნის IMI-ს მიერ შეიქმნა და საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნიკური მონაცემების გამო, არათუ ჩამოუვარდება ამერიკულ M-270 თუ რუსულ СМЕРЧ ს, არამედ გარკვეული მახასიათებლებით ჯობია კიდეც. ეს მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ფართო ნომენკლატურის და უახლესი ციფრული სისტემების დამსახურებაა.  ლეგენდარული საბჭოთა ბმ-13 კატუშადან მოყოლებული, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები თანდათან... Continue Reading →

122 მმ ცეცხლგამჩენი რაკეტა МЗ-21/9М22С

უკრაინის წინააღმდეგო ომში რუსეთი აქტიურად იყენებს 122 მმ კალიბრის ცეცხლგამჩენ უმართავ რაკეტებს, რომლებსაც "გრადის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ისვრიან უკრაინული ქალაქების და პოზიციების მიმართულებით. ვიზუალური მსგავსების გამო ხშირად თეთრი ფოსფორის შემცველი ჭურვები ჰგონიათ... თუმცა ეს რაკეტები სხვა მაღალ ტემპერატურაზე წვად ნივთიერებას იყენებენ. 122 მმ "გრადის" რეაქტიული სისტემის МЗ-21, იგივე 9М22С ტიპის ცეცხლგამჩენი რაკეტები. რაკეტის ძრავის... Continue Reading →

MORANA – უახლესი ჩეხური თვითმავალი 155 მმ ჰაუბიცა

MORANA - უახლესი ჩეხური თვითმავალი 155 მმ ჰაუბიცა TATRA 815-8X8 ს ბაზაზე. სრულად ავტომატიზირებული განცალკევებული საბრძოლო ნაწილით, 52 კალიბრი სიგრძის ლულით. EXCALIBUR ARMY-ის პავილიონზე პირველად გამოჩნდა წლევანდელ "ევროსატორი 2022"-ზე. MORANA მანქანა აგებულია დაახლოებით შვედური Archer-ის მსგავსი კონფიგურაციით, რაც საცეცხლე ნაწილის სრულ ავტომატიზაციას ითვალისწინებს. ეკიპაჟი დაჯავშნულ კაბინაში მუშაობს. ცეცხლის გახსნისთვის ეკიპაჟის მანქანიდან გადმოსვლა საჭირო არ არის.... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑