ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 Vampire 4D-ს შესახებ

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 Vampire 4D-ს შემუშავებულია ჩეხური კომპანია EXCALIBUR ARMY-ის მიერ. სხვადასხვა ინფორმაციით უკრაინისთვის მიწოდებულია 18 ერთეულზე მეტი 2017 წლის კონფიგურაციის მანქანა, აგებული Tatra 815-7T3RC1 8x8.1R (Double Cab)-ის ბაზაზე. მანქანის ზოგადი კონფიგურაცია სტანდარტული RM-70 სას იმეორებს. საცეცხლე ნაწილი მრავალჯერადი, 122 მმ-იანი 40 მიმმართველიანი "გრადის" პაკეტია. მანქანაზე ასევე დატოვებულია ავტომატური გადამტენი პლატფორმა დამატებითი 40... Continue Reading →

M-270 MLRS და M-142 HIMARS-ის საბრძოლო მასალის შესახებ

ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები M-270 MLRS და M-142 HIMARS. ორივე მანქანა ერთმანეთის იდენტურ საბრძოლო მასალას იყენებს. რაკეტების ნომენკლატურაში შედის. - M 26 - უმართავი 227 მმ რაკეტა 32 კმ-ზე, კასეტური ქობინით, 644 ცალი M77/M85 DPICM ტიპის მსხვრევად-კუმულაციური სუბელემენტით. - M26A1/A2 - უმართავი 227 მმ რაკეტა 45 კმ-ზე უნიტარული ან კასეტური ქობინით. - M30/31 GMLRS... Continue Reading →

თვითმავალი ჰაუბიცა ZUZANA-2

სლოვაკური წარმოების 155 მმ კალიბრიანი თვითმავალი ჰაუბიცა ZUZANA-2. შემუშავებულია კომპანია Konstrukta Defence-ის მიერ წინამორბედი ZUZANA-ს ბაზაზე. მანქანას აქვს დასავლური სტანდარტის შესაბამისი, სლოვაკური კომპანია ZTS special ის წარმოების ახალი 155 მმ-იანი, 52,9 კალიბრი სიგრძის (8200 მმ) L52 ტიპის ლულა. (სტანდარტულ 52 კალიბრიან ლულასთან შედარებით 140 მმ-ით გრძელი) თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვისა და დამიზნების სისტემა უზრუნველყოფს MRSI... Continue Reading →

FH77 BW L52 Archer – 155 მმ თვითმავალი ჰაუბიცა

FH77 BW L52 Archer შვედეთის არმიის შეიარაღებაში 2014 წლიდან შედის და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო, მაღალტექნოლოგიურ თვითმავალ ჰაუბიცად მოიაზრება მსოფლიოში. შემუშავებულია კომპანია BOFORS ის მიერ. სისტემის მთავარი ღირსება სრულად ავტომატიზირებული საბრძოლო ნაწილია რომელიც ჭურვებს სტანდარტულზე მაღალი ტემპით ისვრის. საბრძოლო ნაწილი და ეკიპაჟის კაბინა ერთმანეთისგან გამოყოფილია, სალაშქრო მდგომარეობაში ლულა იკეცება დაჯავშნულ სათავსოში. ცეცხლის მართვის სისტემა აგებულია ღია... Continue Reading →

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა PULS

ისრაელური კომპანია Elbit Systems-ის უახლესი მულტიკალიბრული უნივერსალური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა PULS (Precise and Universal Launching System) წარმოადგენს Grad-LAR ის და მისი შემდგომი დახვეწილი ვერსიის LYNX-ის ხაზის გაგრძელებას. მანქანაზე გაზრდილია საბრძოლო მასალის ნომენკლატურა და დამატებულია Predator Hawk-ის ტიპის რაკეტებიც. მანქანის საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს უნივერსალურ ჩარჩოს, რომლის დამიზნებაც INS-ის ინერციული ბლოკის საშუალებით მანქანის კაბინიდან გადმოუსვლელად ხდება.... Continue Reading →

2С4 Тюльпан – საბრძოლო მასალის ნომენკლატურა

240 მმ კალიბრის საბჭოთა მძიმე ნაღმსატყორცნი 2С4 Тюльпан-ის პირდაპირი დანიშნულება გამაგრებული/არმირებული ნაგებობების დანგრევა და იქ მყოფი ცოცხალი ძალის განადგურებაა. საბჭოთა არმიის შეირაღებაში შევიდა 1972 წელს. ............. 2С4 Тюльпан-ს აქვს რამდენიმე ტიპის გასროლა: - 53-ВФ-864 - მსხვრევად ფუგასერი, 130 კგ, მაქსიმალური სროლის მანძილი 9,6 კმ. - 3ВФ2 - მსხვრევად-ფუგასური, 228 კგ, აქტიურ-რეაქტიული. მაქს. სროლის მანძილი 19,6... Continue Reading →

კასეტური 155 მმ ჭურვი SMART 155

გერმანული SMART 155 ტიპის კასეტური ჭურვი SMART 155 გათვლილია სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანების გასანადგურებლად. ჭურვში მოთავსებულია ორი ცალი სენსორ-დეტონირებადი კასეტური ელემენტი DM 1489/DM 1490 GR EFP SF, რომლის საბრძოლო ნაწილი დარტყმითი ბირთვის (EFP) პრინციპზე მუშაობს. ელემენტი ჭურვიდან გამოგდების შემდეგ სამიზნის თავზე პატარა პარაშუტით ეშვება. დამიზნება მილიმეტრული რადარის და ინფრაწითელი IR სენსორის კომბინირებული მუშაობით ხდება. დაშვებისას სუბელემენტი... Continue Reading →

M1156 PGK

M1156 PGK ტიპის GPS ით კორექტირებადი ტურბინიანი ამფეთქებით აღჭურვილი 155 მმ სტანდარტული საბრძოლო მასალა შედარებით იაფი გამოსავალია ზუსტი ცეცხლის წარმოებისთვის სტანდარტულ უმართავ საბრძოლო მასალასა და ძვირადღირებულ M982 Excalibur-ის ტიპის ჭურვებს შორის. GPS-ით კორექტირებადი M1156 PGK ამფეთქები შემუშავებულია ამერიკული კომპანია Orbital ATK-ის მიერ და 2009 წლიდან იწარმოება. 1 კომპლექტის ფასი 10 000 დოლარია, რაც ძალიან მცირეა... Continue Reading →

ჩინური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები

დღევანდელი მდგომარეობით ჩინეთის ეკონომიკა ზომით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩინურ სამხედრო წარმოებაზეც.  ბოლო რამდენიმე ათწლეულში ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. სხვადასხვა საიარაღო კომპანიები აწარმოებენ აბსოლუტურად ყველანაირი კლასის სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას. თუმცა ჩინური შეიარაღების უდიდესი ნაწილი  რუსული, ევროპული თუ  ამერიკული სამხედრო ტექნიკის კლონებია.   ჩინურმა სახელმწიფო კორპორაცია Norinco-მ წლების განმავლობაში,... Continue Reading →

სომხეთ-აზერბაიჯანის სარაკეტო ომი

2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებულმა სამხედრო კონფლიქტმა რამდენიმე დღეში საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. 1992-1994 წლების ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად სამი მიმართულებიდან შეტევაზე გადასული  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი, სატანკო და ქვეითი ქვედანაყოფების წინაღმდეგ თვითაღიარებული ყარაბაღის სამხედრო შენაერთები და სომხეთის არმიის ნაწილები გაერთიანებული ძალებით იბრძვიან.  საბრძოლო მოქმედებებმა მოიცვა როგორც ტაქტიკური ისე ოპერატიული სიღრმეები, ორივე მხრიდან... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑