აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო ძალით აღიდგინა, ყარაბაღის სეპარატისტულმა რეჟიმმა 2 დღიანი დაბომბვების შემდეგ არსებობა შეწყვიტა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის, ერის და მისი მთავრობის პოლიტიკური წონა და ფასი მათ შეიარაღებაზე არსებული ტანკების, არტილერიის და ავიაციის რაოდენობის პროპორციულია. პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესებს ის განსაზღვრავს ვისაც ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს. აზერბაიჯანისთვის ეს შედეგი მოიტანა 20... Continue Reading →
“ანადოლუ” უახლესი თურქული მსუბუქი ავიამზიდი
თურქული "ანადოლუს" (ანატოლია) სახით შავ ზღვაში ძლიერი მოთამაშე შემოვიდა, რომელიც რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. დღეს ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შემოვიდა უახლესი თურქული უნივერსალური სადესანტო ხომალდი TCG Anadolu (L-400), რომელიც კონსტრუქციიდან გამომდინარე მსუბუქი ავიამზიდის და მცურავი დოკი/შვეულმფრენმზიდის ფუნქციასაც ითავსებს. TCG Anadolu პირდაპირი ანალოგია წინა წლებში ყველასთვის ცნობილი ფრანგული სადესანტო ხომალდი "მისტრალისა", რომლის ყიდვასაც... Continue Reading →
აფხაზეთში განთავსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300ПС-ის დივიზიონის შესახებ.
აფხაზეთში, აგუძერაში განთავსებული შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300ПС-ის დივიზიონის შესახებ. აღნიშნული დივიზიონი რუსეთმა აფხაზეთში ჯერ კიდევ 2007 წელს შემოიყვანა. თავდაპირველად სისტემა გაშლილი იყო გუდაუთის აეროდრომზე. შემდეგ წლებში კი 40 კმ-ის მოშორებით, სოხუმის სამხრეთ აღმოსავლეთით, სოფელ აგუძერასთან ზღვის პირას, სპეციალურად С-300-სთვის მომზადებულ ახალ პოზიციაზე გადმოინაცვლა. დივიზიონის პირდაპირი დანიშნულება გუდაუთა-სოხუმი-გალის მონაკვეთზე არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაა.... Continue Reading →
სომხეთ-აზერბაიჯანის სარაკეტო ომი
2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებულმა სამხედრო კონფლიქტმა რამდენიმე დღეში საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. 1992-1994 წლების ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად სამი მიმართულებიდან შეტევაზე გადასული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი, სატანკო და ქვეითი ქვედანაყოფების წინაღმდეგ თვითაღიარებული ყარაბაღის სამხედრო შენაერთები და სომხეთის არმიის ნაწილები გაერთიანებული ძალებით იბრძვიან. საბრძოლო მოქმედებებმა მოიცვა როგორც ტაქტიკური ისე ოპერატიული სიღრმეები, ორივე მხრიდან... Continue Reading →