აშშ-ის არმიას პირველი რებ მანქანა TLS-BCT გადაეცა

კომპანია Lockheed Martin-მა აშშ-ის არმიას ბრიგადის ზომის შენაერთზე გათვლილი უახლესი რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის კომპლექსი TLS-BCT ის პირველი საცდელი ნიმუშები მიაწოდა. ( Terrestrial Layer System-Brigade Combat Team) კომპლექსი აგებულია Stryker-ის 8X8 პლატფორმაზე და მისი დანიშნულება ბრიგადის საბრძოლო დაჯგუფების სამოქმედო რაიონში მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების გამოვლენა და ჩახშობაა. კომპლექსი ინტეგრირებულია C-4ISR მართვა-კონტროლი-კავშირი-დაზვერვის ციფრულ სისტემაში სადაც ასევე ინტეგრირებულია... Continue Reading →

XM2001 Crusader – ექსპერიმენტული ჰაუბიცა

XM2001 Crusader - ამერიკული ექსპერიმენტული 155 მმ კალიბრის ახალი თაობის თვითმავალი ჰაუბიცა. სისტემაზე ამერიკული კომპანია United Defense 1999-2002 წლებში მუშაობდა, საბრძოლო მანქანის შეიარაღებაში მიღება კი 2008 წლისთვის იყო დაგეგმილი და მას შეიარაღებაში მყოფი თვითმავალი ჰაუბიცა M-109A6 Paladin უნდა შეეცვალა, თუმცა 2002 წელს პროგრამა შეჩერდა... მძიმე წონიანი და ნაკლებად მობილური Crusader ვეღარ ჯდებოდა აშშ-ის არმიის განვითარების... Continue Reading →

Stormer HVM-ის შესახებ

ბრიტანული მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM წარმოადგენს მუხლუხოიანი ჯავშანმანქანა Alvis Stormer-ის ბაზაზე აგებულ ახლო მანძილზე მოქმედ ავტონომიურ საჰაერო თავდაცვის კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია: ❶ სარაკეტო გამშვები პლატფორმა - შეუძლია Starstreak-ის და Martlet LMM-ის ტიპის საზენიტო რაკეტების სროლა. ❷ AIR DEFENCE ALERTING DEVICE (ADAD) საჰაერო თავდაცვის ადრეული გაფრთხილების სისტემა ინფრაწითელი სპექტრის სენსორით. მისი დანიშნულებაა სამიზნეების კლასიფიკაცია და... Continue Reading →

ყუმბარმტყორცნი RPG-32 Nashshab

2022 წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებაში მოულოდნელად გამოჩნდა იორდანული კომპანია JADARA-ს მიერ ლოცენზიით იორდანიაში აწყობილი RPG-32 "Nashshab"-ის ტიპის ყუმბარმტყორცნები, რომელიც რუსული РПГ-32-ის ლიცენზირებული მოდიფიკაციაა. თავიდან ყუმბარმტყორცნის იორდანიისთვის განკუთვნილ საექსპორტო ვერსიას "ხაშიმი" ერქვა, შემდეგში კი იორდანიამ თავად დაიწყო წარმოება Nashshab-ის სახელით. ზოგადად ამ ყუმბარმტყორცნზე რუსული კომპანია Базальт სპეციალურად იორდანიის არმიის დაკვეთით ჯერ კიდევ 2005 წლიდან მუშაობდა. 2013... Continue Reading →

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი BGM-71 TOW

სისტემა "ტოუს" პირველადი მოდიფიკაციები აშშ-ის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1970 წლიდან გამოჩნდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და წარმატებულ ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსად ითვლება. შემუშავებულია კომპანია Hughes Aircraft-ის მიერ. წლების განმავლობაში დამზადებულია 700 000 ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტა რომელიც მსოფლიოს 40 ზე მეტი ქვეყნის შეირაღებაშია. "ტოუ" პირდაპირი ანალოგია მსოფლიოში ასევე ძალიან გავრცელებული საბჭოთა წარმოების 9К111... Continue Reading →

უკრაინაში მიმდინარე ომში, ორივე მხრიდან გამოყენებული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები.

უკრაინაში მიმდინარე ომში, ორივე მხრიდან გამოყენებული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. (სია განახლებადია) უკრაინა: ყუმბარმტყორცნები: РПГ-7 - მრავალჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი РПГ-18 - ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი РПГ-22 - ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი РПГ-26 - ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი СПГ-9 - დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი Carl Gustaf M2/3/4 -მრავალჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი M72 Law - ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი AT-4 - ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი M141... Continue Reading →

LYNX და სხვა მოდულური ზცრს-ები

LYNX -ასე ქვია ებრაული წარმოების ულტრათანამედროვე ზალპური ცეცხლის რექტიულ სისტემას, რომელიც ისრაელის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კონცერნის IMI-ს მიერ შეიქმნა და საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნიკური მონაცემების გამო, არათუ ჩამოუვარდება ამერიკულ M-270 თუ რუსულ СМЕРЧ ს, არამედ გარკვეული მახასიათებლებით ჯობია კიდეც. ეს მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ფართო ნომენკლატურის და უახლესი ციფრული სისტემების დამსახურებაა.  ლეგენდარული საბჭოთა ბმ-13 კატუშადან მოყოლებული, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები თანდათან... Continue Reading →

122 მმ ცეცხლგამჩენი რაკეტა МЗ-21/9М22С

უკრაინის წინააღმდეგო ომში რუსეთი აქტიურად იყენებს 122 მმ კალიბრის ცეცხლგამჩენ უმართავ რაკეტებს, რომლებსაც "გრადის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ისვრიან უკრაინული ქალაქების და პოზიციების მიმართულებით. ვიზუალური მსგავსების გამო ხშირად თეთრი ფოსფორის შემცველი ჭურვები ჰგონიათ... თუმცა ეს რაკეტები სხვა მაღალ ტემპერატურაზე წვად ნივთიერებას იყენებენ. 122 მმ "გრადის" რეაქტიული სისტემის МЗ-21, იგივე 9М22С ტიპის ცეცხლგამჩენი რაკეტები. რაკეტის ძრავის... Continue Reading →

ბომბი ФАБ-3000

რას წარმოადგენს რეალურად საბჭოთა მძიმეწონიანი საავიაციო ბომბი ФАБ-3000, რომელიც რუსულმა ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში ჩამოყარა "აზოვსტალის" ქარხნის თავზე. 3000 კგ კალიბრის ფუგასური ბომბი ФАБ-3000 არსებობს ორი მოდიფიკაციით, ФАБ-3000 М-46 და ФАБ-3000 М-54, შესაბამისად 1946 და 1954 წლის ნიმუშები. ბომბის დანიშნულებაა მოზრდილი სამრეწველო რაიონების, პორტების, ურბანული რაიონების განადგურება, გათვლილია მძიმე ტაქტიკური და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ჩამოსაგდებად. ტექნოლოგიურად ბომბის... Continue Reading →

რას წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის სისტემა?

საჰაერო თავდაცვის სისტემის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. საჰაერო თავდაცვის სისტემა: დანიშნულება ისტორია განვითარება თანამედროვე ტენდენციები საჰაერო თავდაცვა როგორც ერთიანი კომპლექსური სისტემა. . საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმოადგენს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის განუყოფელ და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. . სისტემის პირდაპირი დანიშნულებაა ქვეყნის საჰაერო სუვერენიტეტის კონტროლი და დაცვა. . სისტემა სტანდარტულად შედგება პასიური და აქტიური კომპონენტებისგან. - პასიური... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑