ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ რეალურად რა შეუძლია ტაქტიკურ და ფრთოსან რაკეტებს და რა შეუძლია მაგალითად ერთ ცალ საფრონტო ბომბდამშენს სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ. რომელი უფრო მეტი საფრთხის მომტანია... ? - Искандер-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის მსხვრევად-ფუგასური ქობინი 480 კგ-ს იწონის და დაზიანების ეფექტით ერთი 500 კგ-იანი საავიაციო ბომბის ტოლფასია. - 3М-14 Калибр-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის მსხვრევად-ფუგასური ქობინი... Continue Reading →
საზენიტო რაკეტა 9M38M ის მსხვრევად-ფუგასური მუხტი 9Н314М
Бук-М1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საზენიტო რაკეტა 9M38M ის მსხვრევად-ფუგასური მუხტი 9Н314М, მისი მზა დამაზიანებელი ელემენტები და აფეთქებისას წარმოქმნილი დაზიანების ზონები.
რუსული რებ სისტემები МКТК-1А “Дзюдоист” და РБ-636 “Свет-КУ”
უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთმა მოსაზღვრე რეგიონებში თავმოყრილ სამხედრო დაჯგუფებებს დიდი რაოდენობით რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები მიამაგრა. მათ შორის იყო უახლესი რუსული რადიოლოექტრონული ბრძოლის სისტემები МКТК-1А "Дзюдоист" და РБ-636 "Свет-КУ". ორივე აღნიშნული სისტემა რუსული არმიის შეიარაღებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოჩნდა. МКТК-1А "Дзюдоист"- რადიოელექტრონული ბრძოლის ავტომატიზირებული კომპლექსი. დანიშნულება - - რადიოელექტრონული საშუალებების გამოვლენა - ელექტრომაგნიტური გარემოს ანალიზი... Continue Reading →
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა NLAW
რას წარმოადგენს ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა NLAW? RB-57, MBT LAW, NLAW (Next generation Light Anti-tank Weapon) - მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა შემუშავებულია შვედური თავდაცვითი მრეწველობის კომპანია Saab Bofors Dynamics-ის მიერ 2002 წელს. სერიულად იწარმოება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბელფასტთან არსებულ Thales Air Defence-ის ქარხანაში. NLAW-ის პროქტირებისას ფართოდაა გამოყენებული ასევე შვედური მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა RBS 56B... Continue Reading →
ბრიტანული საზენიტო რაკეტები Starstreak და Martlet
გადასატანი საზენიტო რაკეტა Starstreak მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სისტემაა დაბალ სიმაღლეებზე მფრენი ვერტმფრენების და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად. რაკეტა იმართება ლაზერული არხით SACLOS (Semi-automatic command to line of sight) რეჟიმში. 14 კგ-იანი რაკეტის ფრენის სიჩქარე 3,5 მახია რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. საბრძოლო ნაწილი ამ რაკეტას ძალიან სპეციფიური აქვს და შედგება სამი ცალი განცალკევებადი ვოლფრამის 900 გრამიანი, 396 მმ... Continue Reading →
MORANA – უახლესი ჩეხური თვითმავალი 155 მმ ჰაუბიცა
MORANA - უახლესი ჩეხური თვითმავალი 155 მმ ჰაუბიცა TATRA 815-8X8 ს ბაზაზე. სრულად ავტომატიზირებული განცალკევებული საბრძოლო ნაწილით, 52 კალიბრი სიგრძის ლულით. EXCALIBUR ARMY-ის პავილიონზე პირველად გამოჩნდა წლევანდელ "ევროსატორი 2022"-ზე. MORANA მანქანა აგებულია დაახლოებით შვედური Archer-ის მსგავსი კონფიგურაციით, რაც საცეცხლე ნაწილის სრულ ავტომატიზაციას ითვალისწინებს. ეკიპაჟი დაჯავშნულ კაბინაში მუშაობს. ცეცხლის გახსნისთვის ეკიპაჟის მანქანიდან გადმოსვლა საჭირო არ არის.... Continue Reading →
აფხაზეთში განთავსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300ПС-ის დივიზიონის შესახებ.
აფხაზეთში, აგუძერაში განთავსებული შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300ПС-ის დივიზიონის შესახებ. აღნიშნული დივიზიონი რუსეთმა აფხაზეთში ჯერ კიდევ 2007 წელს შემოიყვანა. თავდაპირველად სისტემა გაშლილი იყო გუდაუთის აეროდრომზე. შემდეგ წლებში კი 40 კმ-ის მოშორებით, სოხუმის სამხრეთ აღმოსავლეთით, სოფელ აგუძერასთან ზღვის პირას, სპეციალურად С-300-სთვის მომზადებულ ახალ პოზიციაზე გადმოინაცვლა. დივიზიონის პირდაპირი დანიშნულება გუდაუთა-სოხუმი-გალის მონაკვეთზე არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაა.... Continue Reading →
M-270 MLRS და M-142 HIMARS-ის საბრძოლო მასალის შესახებ
ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები M-270 MLRS და M-142 HIMARS. ორივე მანქანა ერთმანეთის იდენტურ საბრძოლო მასალას იყენებს. რაკეტების ნომენკლატურაში შედის. - M 26 - უმართავი 227 მმ რაკეტა 32 კმ-ზე, კასეტური ქობინით, 644 ცალი M77/M85 DPICM ტიპის მსხვრევად-კუმულაციური სუბელემენტით. - M26A1/A2 - უმართავი 227 მმ რაკეტა 45 კმ-ზე უნიტარული ან კასეტური ქობინით. - M30/31 GMLRS... Continue Reading →
რაკეტსაწინააღმდეგო ხაფანგი-იმიტატორი 9Б899
ძალიან მოკლედ ერთ ძალიან საინტერესო ნაკეთობაზე, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, მასიური სარაკეტო დარტყმების გამო უკრაინის სხვადასხვა ქალაქებთან აღმოაჩინეს მიწაში ჩარჭობილი. ეს ამ დრომდე საკმაოდ გასაიდუმლოებული ნაკეთობა არის რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო სისტემა Искандер-М-ის 9М723 ტიპის აერობალისტიკური რაკეტის კონსტრუქციაში შემავალი რაკეტსაწინააღმდეგო ხაფანგი-იმიტატორები 9Б899 "ისკანდერის" რაკეტის კუდში 6 ასეთი ელემენტია მოთავსებული, რომლებიც ფრენის ტრაექტორიის შუა ეტაპიდან რაკეტის... Continue Reading →
რუსული ფსევდოჰიპერბგერითი რაკეტა Кинжал-ის შესახე
ძალიან მოკლედ მოგიყვებით რუსული პროპაგანდის მიერ ზედმეტად გაფეტიშებული რუსული რაკეტა Кинжал-ის შესახებ, რომელიც რეალურ საბრძოლო პირობებში 18-19 მარტს პირველად გამოიყენეს უკრაინაში მიმდინარე ომში, უკრაინის შ/ძ-ის მიწისქვეშა საწყობებზე დარტყმისთვის. საჰაერო ბაზირების აერობალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტა Кинжал (რაკეტა 9-C-7760 / კომპლექსი 9-А-7660 /Х-47М2)- ის კონცეპტუალური პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, თუმცა მასზე აქტიური მუშაობა 2010 წლიდან იწყება,... Continue Reading →