ფრთოსანი რაკეტა Калибр-ის შესახებ

ფრთოსანი რაკეტა Калибр-ის ოჯახი რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების და მოდიფიკაციის რაკეტას მოიცავს, მათი პროექტირება ჯერ კიდევ 1983 წლიდან დაიწყო საბჭოთა კავშირში და დღეისთვის პრაქტიკულად ამერიკული BGM-109 Tomahawk-ის რუსულ შედარებით დაბალტექნოლოგიურ ანალოგს წარმოადგენს. რაკეტების პირველი საჯარო ჩვენება 1993 წელს შედგა. დღეისთვის "კალიბრი" რუსეთის შეიარაღებაში მიღებულია ამ მოდიფიკაციებში: 1. 3М-14К/3М-14Т - Калибр-НК ოჯახის, მოდიფიკაციები სახმელეთო მიზნების საწინააღმდეგოდ, ფრენის... Continue Reading →

Mark 15 Phalanx CIWS

სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტების, უპილოტო თვითმფრინავების და რეაქტიული საარტილერიო რაკეტების გასანეიტრალებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება Mark 15 Phalanx CIWS/Phalanx LPWS. საზღვაო და სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემა. Phalanx LPWS წარმოადგენს ამერიკული General Dynamics-ის შემუშავებულ სრულად ავტომატიზირებულ საზენიტო არტილერიის სისტემას, რომლის ძირითადი შეიარაღებაც არის M61 Vulcan ის ტიპის 6 ლულიან 20 მმ კალიბრის გატლინგის სისტემის სწრაფმსროლელი ავტომატური... Continue Reading →

MANTIS – საჰაერო თავდაცვის სტაციონარული სისტემა

MANTIS (Modular, Automatic and Network capable Targeting and Interception System) - გერმანული საჰაერო თავდაცვის სტაციონარული სისტემა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ან მაღალი ღირებულების ობიექტების დასაცავად საარტილერიო რეაქტიული რაკეტებისგან , ჭურვებისგან, ფრთოსანი რაკეტებისგან, კამიკაძე დრონებისგან და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებისგან. შემუშავებულია კორპორაცია Rheinmetall Air Defence-ის მიერ 2007-2010 წლებში. სისტემა წარმოადგენს დისტანციური მართვის საზენიტო ქვემეხების, ცეცხლის მართვის ცენტრის, ოპტიკურ-ელექტრონული და... Continue Reading →

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი MMP

უახლეს მე-5 თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი MMP, შემუშავებულია და იწარმოება ევროპული კონსორციუმი MBDA-ს მიერ. MMP პირდაპირ შეიძლება ითქვას დღეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური ტანკსაწინააღმდეგო სისტემაა და მისი შესაძლებლობები ერთი თავით აღემატება იგივე Javelin-ის შესაძლებლობებს. მოქმედების მანძილი - 4000 მეტრი. (ორჯერ მეტი ჯაველინის პორტატულ მოდიფიკაციასთან შედარებით) დამიზნების სისტემა კომბინირებულია და მოიცავს სრულად ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე IIR თავაკს (... Continue Reading →

M1156 PGK

M1156 PGK ტიპის GPS ით კორექტირებადი ტურბინიანი ამფეთქებით აღჭურვილი 155 მმ სტანდარტული საბრძოლო მასალა შედარებით იაფი გამოსავალია ზუსტი ცეცხლის წარმოებისთვის სტანდარტულ უმართავ საბრძოლო მასალასა და ძვირადღირებულ M982 Excalibur-ის ტიპის ჭურვებს შორის. GPS-ით კორექტირებადი M1156 PGK ამფეთქები შემუშავებულია ამერიკული კომპანია Orbital ATK-ის მიერ და 2009 წლიდან იწარმოება. 1 კომპლექტის ფასი 10 000 დოლარია, რაც ძალიან მცირეა... Continue Reading →

ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები

  დღეისათვის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში ფართოდ გამოიყენება.   მცირე ზომის   დივერსიული, სადაზვერვო, პარტიზანული და მოტომსროლელი  მობილური დანაყოფების შესაიარაღებლად ამ ტიპის ყუმბარმტყორცნები ზედგამოჭრილია. თუკი კლასიკურ მრავალჯერად ყუმბარმტყორცნებს, მაგალითად  РПГ-7 ის მომსახურებას  სტანდარტულად 2 კაცი სჭირდება, ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების შემთხვევაში  დანაყოფის თითოეულ წევრს შეუძლია 1-2 ცალიც იქონიოს, რაც   საჭიროებისას დროის კონკრეტულ მონაკვეთში  დანაყოფის საცეცხლე ძალას ბევრად... Continue Reading →

სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული C-300 ის შესახებ

სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული C-300 ის შესახებ.... უკრაინას სლოვაკეთის საჰაერო ძალებიდან გადაეცა სავარაუდოდ 2 ბატარეისგან დაკომპლექტებული არასრული დივიზიონი, შედარებით მოძველებული მოდიფიკაციის სისტემა C-300ПМУ, რომელიც წარმოადგენს C-300ПС ის საექსპორტო მოდიფიკაციას. კომპლექტში შემავალი რაკეტების მოდიფიკაციების მიხედვით სისტემის მაქსიმალური მოქმედების მანძილი 75-90 კმ, სიმაღლე კი 25 კმ შეიძლება იყოს. ცენტრში ძირითადი გამშვები მანქანა 5П85С და გვერდებზე ორი დამხმარე... Continue Reading →

უკრაინული ლაზერული დამიზნების საზენიტო რაკეტა РK-10

2021 წლის დეკემბერში მართვადი სარაკეტო შეიარაღების სფეროში მომუშავე უკრაინულმა საკონსტრუქტორო ბიურო Луч-მა უახლესი უკრაინული ლაზერული დამიზნების საზენიტო რაკეტა РK-10-ОФ-ს საცეცხლე გამოცები ჩაატარა. გამოცდის პროცესში საზენიტო რაკეტა ჯავშანმანქანა VARTA-ზე დამონტაჟებული ახალი ტიპის საზენიტო მოდულიდან იქნა გაშვებული. უნივერსალური დანიშნულების რაკეტა РК-10-ზე კომპანია Луч ბოლო 4-5 წელია აქტიურად მუშაობს და პირველად 2019 წელს იქნა წარმოდგენილი. რაკეტა ტანკსაწინააღმდეგო Барьер-В... Continue Reading →

IVAS -ჭკვიანი სათვალე მომავლის მებრძოლის აღჭურვილობაში

   ბოლო წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში თავდაცვით სისტემებზე მომუშავე რამდენიმე ათეული სხვადასხვა კომპანია პენტაგონის დაკვეთით აშშ-ის არმიისთვის აქტიურად ამუშავებს მომავალის ჯარისკაცის აღჭურვილობაში შემავალ სხვადასხვა კომპონენტს.  პროგრამა  Future Soldier 2030 Initiative,  2009 წელს დაიწყო და ეტაპობრივად ითვალისწინებს მომავლის ომებისთვის ადაპტირებული ჯარისკაცის ინდივიდუალური ეკიპირების ელემენტების, შეიარაღების და ჯავშანდაცვის სისტემების შემუშავებას. სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბერში... Continue Reading →

РПГ-7 ის გასროლები სირიის სამოქალაქო ომში (სტატია განახლებადია)

სირიაში სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ომი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების პროცესში ყველა მხარე აქტიურად იყენებს სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგოს საშუალებებს, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული რაღათქმაუნდა ლეგენდარული РПГ-7 ია. ალბათ ბევრს დააინტერესებს თუ კონკრეტულად რა ტიპის საბრძოლო მასალები გამოიყენება ამ ყუმბარმტყორცნზე სირიაში. სირიელი მებრძოლების შეიარაღებაშია РПГ-7 ის შემდეგი ტიპის გასროლები: საბჭოთა/რუსული წარმოების კუმულაციური გასროლა ПГ-7ВЛ შეიარაღებაში... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑