ღამის ხედვის ხელსაწყოების ტექნოლოგიური ევოლუცია და თანამედროვე ტენდენციები

ღამის ხედვის ხელსაწყოები (Night Vision Devices – NVD) თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის დანიშნულებაა ადამიანის ხედვის შესაძლებლობების გაფართოება დაბალი განათების ან სრული სიბნელის პირობებში. ღამის ხედვის ხელსაწყოები რომელიც თავდაპირველად ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიმუშავეს, დღემდე განიცდიან უწყვეტ ევოლუციას და მოდერნიზაციას, რომელიც ეფუძნება ოპტოელექტრონიკის, ფოტონიკისა და ბოლო წლებში უკვე ხელოვნური ინტელექტის ელემენტების... Continue Reading →

აკუსტიკური სისტემა LRAD

LRAD (Long-range acoustic device) ის "ხმოვანი ქვემეხები კლასიფიცირდება როგორც acoustic hailing device (AHD) და განეკუთვნება მიმართული ენერგიის იარაღის სახეობას (DEW). თავდაპირველად შემუშავდა აშშ ის ფლოტის დაკვეთით, 2000 წლის 12 ოქტომბერს იემენში აშშ-ის ფლოტის საესკადრო ნაღმოსან Cole (DDG-67) ზე ალ-ქაიდას თვითმკვლელი ტერორისტების მიერ დანაღმული ნავის დაჯახების შემდეგ. სისტემა შეიმუშავა კომპანია ATC-იმ 2002 წელს. კომპანიას 2010 დან... Continue Reading →

უკრაინის საზღვაო ძალების ყოფილ ხომალდ Константин Ольшанский-ს Нептун-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოარტყეს

როგორც ირკვევა რამდენიმე დღის წინ, 23 მარტს უკრაინის შძ-მა სევასტოპოლში მდგარ, უკრაინის საზღვაო ძალების ყოფილ ხომალდ Константин Ольшанский-ს Нептун-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოარტყეს. უკრაინის საზღვაო ძალების 775 პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი Константин Ольшанский რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2014 წლის 24 მარტს ყირიმის ოკუპაციის დროს ჩაიგდო ხელში. ხომალდის ეკიპაჟმა ძრავის და ელექტრო სისტემის მწყობრიდან გამოყვანა მოასწრო და... Continue Reading →

Roketsan BARBAROS

Roketsan BARBAROS - უახლესი თურქული სახმელეთო ბაზირების სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სისტემა. პრაქტიკულად რეგიონში ყველაზე პერსპექტიული და კონკურენტული სისტემაა დღეისთვის. გამშვებ მანქანას შეუძლია 4 ერთეული ATMACA-ს და 6 ერთეული Çakır AS-ის ტიპის ასევე თურქული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება. ATMACA-ს მოქმედების მაქსიმალური მანძილია 250 კმ. Cakir- ის 150 კმ. მანქანის ცეცხლის მართვის სისტემა კი ინტეგრირებულია კომპანია Havelsan-ის... Continue Reading →

“ანადოლუ” უახლესი თურქული მსუბუქი ავიამზიდი

თურქული "ანადოლუს" (ანატოლია) სახით შავ ზღვაში ძლიერი მოთამაშე შემოვიდა, რომელიც რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. დღეს ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შემოვიდა უახლესი თურქული უნივერსალური სადესანტო ხომალდი TCG Anadolu (L-400), რომელიც კონსტრუქციიდან გამომდინარე მსუბუქი ავიამზიდის და მცურავი დოკი/შვეულმფრენმზიდის ფუნქციასაც ითავსებს. TCG Anadolu პირდაპირი ანალოგია წინა წლებში ყველასთვის ცნობილი ფრანგული სადესანტო ხომალდი "მისტრალისა", რომლის ყიდვასაც... Continue Reading →

2008 წელს საქართველოში შემოჭრილი რუსული სამხედრო შენაერთების სია

გთავაზობთ დაზუსტებულ მონაცემებს 2008 წელს საქართველოში სამაჩაბლოს რეგიონში და აფხაზეთის მიმართულებიდან შემოჭრილ რუსულ სამხედრო შენაერთებზე და მათი შეიარაღების რაოდენობაზე. ფოტო: რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა როკის გვირაბთან 12 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა  რუსული არმიის შემდეგი სამხედრო შენაერთები. ცხინვალის რეგიონი:მე-19  მოტომსროლელი დივიზია. - ვლადიკავკაზი, ჩრდილო ოსეთი 135-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი ბატალიონი) 429-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑