ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 Град

122 მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 Град-ის დაპროექტება  1960 წლის 30 მაისს დაიწყო, საბჭოთა კავშირის სვერდლოვსკის სახელობის, 203-ე ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიუროში(СКБ-203).  კონსტრუქტორთა ამოცანა იყო შეექმნათ   მანამდე შეიარაღებაში მყოფი 140 მმ БМ-14 ის ჩასანაცვლებელი იაფი, ადვილად ასათვისებელი და ეფექტური  სისტემა, რომელიც რეაქტიული დივიზიონების შეიარაღებაში შევიდოდა, ექნებოდა მინიმუმ 20 კმ სროლის მანძილი და განკუთვნილი იქნებოდა მტრის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ტექნიკისა და საარტილერიო ბატარეების გასანადგურებლად.  1963 წლის 28 მარტს  БМ-21 Град  საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო,  1964 წლიდან კი მისი სერიული წარმოებაც დაიწყო.
БМ-21 ების სტანდარტულ ბატარეაში შედის 6 საცეცხლე მანქანა.იმის გათვალისწინებით, რომ  ჩვეულებრივი 122 მმ უმართავი  რაკეტები საკმაოდ არაზუსტია,  სროლისას მიზნის დაზიანება ხდება მასიურად, ზალპით გაშვებული რაკეტებით. მაქსიმალურ მანძილზე რაკეტების გაბნევის ცდომილება სიგრძეში 130, ხოლო სიგანეში 200 მეტრს აღწევს.  სროლის მანძილი სტანდარტული რაკეტებით 3 დან 21 კმ-მდე მერყეობს. ახალი ტიპის რაკეტებით კი 40-42 კმ მდეც წვდება. მანქანის გათვლა(ეკიპაჟი)  3-4 კაცი.

БМ-21 Град

ტექნიკური თავისებურებები

სტანდარტული მოდელის საცეცხლე მანქანა შედგება: სავალი და საარტილერიო ნაწილისგან. სავალ ნაწილად გამოიყენება Урал-375Д  და   Урал-4320 მაღალი გამავლობის, 6×6 კონფიგურაციის მქონე სატვირთო ავტომანქანები.
საარტილერიო ნაწილი შედგება  მიმმართველი პაკეტისგან, საყრდენ-მიმმართველი ჩარჩოსგან და მასზე დამაგრებული დამიზნების ელექტრონული  სისტემისაგან.

რაკეტის მიმართველი მილი

გამშვები პაკეტი შედგება 122,4 მმ დიამეტრის და 3 მეტრი სიგრძის 40 მიიმმართველი მილისგან, თითოეულ გამშვებ მილზე დაყენებულია რაკეტაზე ელექტრო მუხტის გადამცემი მოწყობილობა. გამშვებ მილს შიგნიდან მისდევს ერთი ნაჭდევი, რისი საშუალებითაც გასროლისას რაკეტა იწყებს ბრუნვას და იძენს მეტ სიზუსტეს. ზალპით სროლისას 40 რაკეტის გაშვებას სჭირდება 20 წამი.
საყრდენ-მიმმართველი ჩარჩო წარმოადგენს ჰორიზონტალურ სიბრტყეში მარცხნივ 102 და მარჯვნივ 70  გრადუსამდე მბრუნავ კონსტრუქციას,  ზედ დამაგრებული პაკეტის სამაგრი კრონშტეინით, რომელიც თავის მხრივ ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრაობს  0 დან +55 გრადუს კუთხეების დიაპაზონში.
ჩარჩო სავალ ნაწილზე გადაბმულია საყრდენი ლილვით, რომელზე მოძრაობაც ხდება ელექტროძრავის Ми-22М ის საშუალებით.
დამიზნების ელექტრონული სისტემა ინტეგრირებულია ჩარჩოს ამძრავ მექანიზმთან და ორი ერთეული ელექტროძრავის Ми-22М ის საშუალებით პაკეტს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეებში ამოძრავებს.  დამიზნება  ხდება ხელით, სპეციალური ბერკეტის გამოყენებით.

დამიზნების ელეტქრომიმმართველი მოწყობილობა, ოპტიკური პანორამული ხელსაწყოთი ПГ-1М

ბერკეტის კრონშტეინზე მაგრდება პანორამული დამიზნების ოპტიკური ხელსაწყო ПГ-1М.
რაკეტების გასაშვებად პაკეტზე ელექტროდენის მიწოდება ხდება 6СТЭН-140М ტიპის, სტარტერული დატენვადი აკუმულატორიდან.
სროლა შესაძლებელია  როგორც მანქანის კაბინიდან ასევე  დისტანციური პულტიდან, რომელიც მანქანას 50 მეტრიანი კაბელით უერთდება.

საბრძოლო ექსპლუატაცია

   БМ-21  ის პირველი საბრძოლო ნათლობა  1969 წლის მარტში მოხდა,  საბჭოთა კავშირ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტში, რომელიც დამანსკის კუნძულებისთვის დაიწყო.  საბჭოთა გენერლების მიერ ჩაყვანილმა გრადებმა თითქმის მთლიანად გადაწვეს ჩინელების ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა, ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოსდა საბჭოელებმა უახლესი ზესაიდუმლო ლაზერული დანადგარი გამოიყენეს. ამ ყოველივემ ჩინელებზე ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა და უკან დაიხიეს.
  გრადი შემდეგშიც ათეულობით სრულმასშტაბიან ომსა და ლოკალურ კონფლიქტში იქნა გამოყენებული, მათ შორის არის 1955 – 1975 წლების ვიეტნამის ომი, 1978 – 1979 წლის უგანდა-ტანზანიის ომი, კონგოს პირველ (1996–1997) და კონგოს მეორე ომი (1998–2003), ჩრდილო იემენის სამოქალაქო ომი 1962–1970,  1967 წლის  ისრაელ- არაბეთის ექვსდღიანი ომი. 1973 წლის იომ ქიფურის ომი. 1975 – 2002 წლების ანგოლის სამოქალაქო ომი, 1977 წლის ლიბია-ეგვიპტის ომი, ავღანეთის ომი 1979 –1989 წლებში. ირან-ერაყის ომი 1980–1988 წლებში, ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი  1990 – 1991 წლები. 1991 წლის სლოვენია-იუგოსლავიის 10 დღიანი ომი,  ხორვაატიის ომი დამოუკიდებლობისათვის 1991 – 1995  წლები. აფხაზეთის ომი 1992 — 1993 წლები,  1992 – 1995 წლების ბოსნიის ომი,  ჩეჩნეთის პირველი ომი 1994–1996, 1998–1999 კოსოვოს ომი,   1999 – 2009 წლები ჩეჩნეთის მეორე ომი, 2004 წელი ოპერაცია ცისარტყელა, ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება, 2006 წლის ისრაელ-ლიბანის ომი, 2008 წლის ოპერაცია ცხელი ზამთარი, ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება. 2008-2009 წელი ღაზა სექტორის ომი, ისრაელ-ჰამასის და ისლამური ჯიჰადის დაპირისპირება. 2008 წელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი, 2011 წელი ლიბიის სამოქალაქო ომი და სხვა.

რუსული გრადები ჩეჩნეთში
БМ-21 ები 2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომში

მოდიფიკაციები

  БМ-21 მარტივი კონსტრუქციის, ადვილად ასათვისებელი და შედარებით იაფი სისტემაა, ამიტომ დღეისათვის ის და მისი სხვადასხვა მოდიფიკაციები მსოფლიოს  ათეულობით სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებაშია.
ესენია: ავღანეთი, ალჟირი, ანგოლა, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, სომხეთი, ბელარუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ბურკინა ფასო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამბოჯა, კამერუნი, ჩადი, ხორვარია, კუბა, კვიპროსი, კონგოს რესპუბლიკა,  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, ეკვადორი, ეგვიპტე, ერიტრეა, ათიოპია, ფინეთი, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი,  ინდონეზია, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაროკო, მონღოლეთი, მაკედონია, მალი, მოზამბიკი, მიანმა, ნამიბია, ნიკარაგუა, ნიგერია, სამხრეთ კორეა, პაკისტანი, პერუ, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სომალი, სირია, ტაჯიკეთი, ტანზანია, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ვენესუელა, ვიეტნამი, იემენი, ზამბია, ზიმბაბვე.გრადები შეიარაღებაში ყავთ ასევე სხვადასხვა სეპარატისტულ რეჟიმებსა და თვითგამოცხადებულ სახელმწიფოებს. მათ შორის, დნესტრისპირეთს, აფხაზეთს, ყარაბაღს, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს და სხვა.გარდა სტანდარტული საცეცხლე მანქანისა საბჭოთა კავშირში და შემდეგ რუსეთში შემუშავდა და იწყობოდა 
Град ის სხვადასხვა მოდიფიკაციები,  ვარშავის ხელშეკრულების და სხვადასხვა აზიურ ქვეყნებში კი იწყობოდა როგორც ჩვეულებრივ БМ-21 ასევე მის სხვადასხვა კლონები თუ ანალოგები.
   
დღემდე მსოფლიოში გამოშვებულია შემდეგი ტიპის ანალოგები და მოდიფიკაციები

საბჭოთა კავშირი-რუსეთი

9К51 «Град» — საბაზო ვარიანტი

9К55 «Град-1» – შემცირებული პაკეტით  40 გასაშვები მილის ნაცვლად ჰქონდა 36. სავალ ნაწილად კი გამოყენებული იყო სატვირთო ЗИЛ-131

9К55-1 «Град-1»  საცეცხლე მანქანა 9П139,  36 გამშვებიანი შემცირებული პაკეტით. სავალ ნაწილად გამოყენებული იყო შეჯავშნული გამწე МТ-ЛБу

9К54 «Град-В» – სადესანტო მოდიფიკაცია, საცეცხლე მანქანით 9П125, ავტომანქანა ГАЗ-66В ზე დამონტაჟებული 12 გამშვებიანი პაკეტი

9К59 «Прима» – საცეცხლე მანქანა  9А51,  სტანდარტული 40 ის მაგიერ აქვს 50 მიმმართველიანი პაკეტი. სავალი ნაწილი Урал 4320.

9К132 “Град-П” – გრადის პარტიზანული ვარიანტი, შედგება 3 ფეხიანი დაზგისგან, 1 გამშვები მილისგან და სამიზნე კომპლექსისგან.

БМ-21ВД – სადესანტო-ბუქსირებადი ვერსია 12 გამშვებიანი პაკეტით.

А-215 “Град-М” – საზღვაო ვერსია  40 გამშვებიანი ორ ნაწილად გაყოფილი სპეციალური  პაკეტით.

ДП-62 «Дамба» – სანაპირო დაცვისათვის განკუთვნილი მოდიფიკაცია, სტანდარტული პაკეტით, ისვრის წყალქვეშა ნავ საწინააღმდეგო რაკეტებს ПРС-60

Бобр   –  საწვრთნელ-საიმიტაციო კომპლექსი. ახლო და საშუალო სიშორეზ მოქმედი ჰაერსაწნაღმდეგო სისტემებისთვის.
               შედგება 9П334 ტიპის გამშვები მექანიზმისგან და  9Ф839, 9Ф839-1, 9Ф839-2 საიმიტაციო რაკეტებისგან.

ბელორუსია

БМ-21А “БелГрад” – მოდერნიზებული ვარიანტი, სავალ ნაწილად გამოყენებულია  425 ცხენის ძალიანი МАЗ-631705

უკრაინა

БМ-21М “Град-У” –  სტანდარტული გამშვები პაკეტი დამონტაჟებული სატვირთო ავტომობილზე  KrAZ-6322-121

ჩინეთი

Type 81 SPRL – БМ-21 ის ჩინური კლონი, სავალი ნაწილი ავტომანქანა Honyan OQ261

Type 89 – შეჯავშნულ სავალ ნაწილზე დამონტაჟებული სტანდარტული 40 გამშვებიანი პაკეტი. აქვს რაკეტების დამტენი მოწყობილობა და   ცეცხლის მართვის სისტემა

ჩეხეთი

RM-70 –   გრადის ჩეხური ანალოგი,  დამონტაჟებულია   Tatra 813  და Tatra 815 მარალი გამავლობის სატვირთო ავტომობილებზე აქვს ავტომატური დატენვის სისტემა.

პოლონეთი

WR-40 “Langusta” –  სავალი ნაწილი  Jelcz P662D.35G-27. აქვს თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემა და გათვლილია გაზრდილი სიშორის რაკეტების Fenix-Z ების  გამოყენებაზეც.

ეგვიპტე

RC-21 – БМ-21 ის კლონი

ჩრდილო კორეა
  
     M1985  –  БМ-21  ის კლონი, 40 გამშვებიანი პაკეტით, სავალი ნაწილი Isuzu 6×6.

რუმინეთი

APR-40 – სტანდარტული 40 მილიანი გამშვები პაკეტი. რუმინულ ROMAN ის შასიზე.

   ირანი

HM20 –  გრადის ანალოგი. სავალი ნაწილი Mercedes-Benz 2624 6×6 ზედ დამონტაჟებული ორი ცალი 20 გამშვებიანი პაკეტით.

   პაკისტანი

KRL 122 –  გრადის ანალოგი. სავალი ნაწილი Reo M35. შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ტიპის 122 მმ რაკეტა, მათ შორის პაკისტანური Yarmuk.

  თურქეთი

T-122 “Sakarya” –  თურქული მოდერნიზებული ვარიანტი,  მოდულური ტიპის სამაგრი ჩარჩოთ, თვითდატენვის ამწეთი და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემით Bora 2100. მანქანაზე მარდება 122 და 107 მმ კალიბრის რაკეტების მრავალჯერადი და ერთჯერადი გამშვები პაკეტები. შეუძლია ისროლოს გაზრდილი სიშორის თურუქული 122 მმ რაკეტები  TR-122, TRB-122 და TRK-122.

 იუგოსლავია

M-77 OGANJ – გრადის ანალოგი 32 გამშვებიანი პაკეტით. აქტიურად გამოიყენებოდა ბალკანურ ომებში

საქართველო

რს-122 – КрАЗ-6322  ის ბაზაზე დამონტაჟებული სტანდარტული 122 მმ პაკეტით.  შეჯავშნული დაგრძელებული კაბინით. ტექნიკური მონაცემები БМ-21 ის ანალოგიურია. შექმნილია სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტას” მიერ 2012 წელს.

9К59 Прима
9К132 Град-П
ჩეხური RM-70
M-77 OGANJ
БМ-21 ის ქართული  ვარიანტი КрАЗ-6322  ის ბაზაზე – რს-122

 საბრძოლო მასალა

 БМ-21 ზე  122 მმ კალიბრის  რეაქტიული უმართავი რაკეტები გამოიყენება. არსებობს ამ რაკეტების ათობით სხვადასხვა მოდიფიკაცია სხვადასხვა დანიშნულებითა და ტექნიკური მონაცემებით, რომლებსაც რუსეთის გარდა კიდევ მრავალი ქვეყანა აწყობს, როგორც ლიცენზიით ისე საკუთარი პროექტებით. მათ შორისაა თურქული TR-122, TRB-122 და TRK-122, პოლონური Fenix-Z, რუმინული M-42OF,   ინდური  ERR 122,  პაკისტანური YARMUK და სხვა.

საბჭოთა-რუსული წარმოების 122 მმ სტანდარტული და გაზრდილი სიშორის რაკეტები
პაკისტანური 122 მმ რაკეტა YARMUK
ინდური 122 მმ რაკეტა ERR 122
თურქული 122 მმ რაკეტა TR-122 . 40 კმ სროლის მანძილი.
ახალი რუსული 122 მმ რაკეტა 9М521 , ფრენის მანძილი 40 კმ.
პოლონური 122 მმ რაკეტა Fenix-Z. სროლის მანძილი 40 კმ.
რუმინული 122 მმ რაკეტა M-42,  ფრენის მანძილი 40-45 კმ. ცვლადი ქობინით.
რუმინული 122 მმ რაკეტა 9M22U. ფრენის მანძილი 20,4 კმ. ცვლადი ქობინით.
ჩინური 122 მმ რაკეტა WS-22. ფრენის მანძილი 20-45 კმ. ჩვეულებრივი და ინერციული დამიზნების სისტემით.
1  რაკეტა  9М28Ф  მსხვრევად-ფუგასური ქობინით
2  რაკეტა  9М28К   კასეტური  ტანსაწინააღმდეგო ნაღმებით ПТМ-3
3  რაკეტა  3М16     კასეტური  ქვეითსაწინააღმდეგო  ნაღმებით ПОМ-2

 სხვადასხვა ტიპის 122 მმ რაკეტების ტექნიკური მონაცემები
 

ინდექსიქვეყანაქობინის ტიპისროლის
მინიმალური
მანძილი. მეტრი
სროლის
მაქსიმალური
მანძილი. მეტრი
სიგრძე.
მეტრი
მასა.
კგ
ქობინის
მასა. კგ
9M22U (M-21OF)საბჭ/რუსეთიმსხვრევად-ფუგასური5,00020,380 2.8766.618.4
9M28Fსაბჭ/რუსეთიმსხვრევად-ფუგასური1,500 15,000 2.2756.521.0
9M28Kსაბჭ/რუსეთიტანკ საწინააღმდეგო
კასეტური
13,400 3.0457.722.8
9M43საბჭ/რუსეთიდამასაკვამლიანებელი20,000 2.956620.2
9M217საბჭ/რუსეთიტანკ საწინააღმდეგო
კასეტური
30,000 3.047025
9M218საბჭ/რუსეთიმსხვრევად-კუმულაციური
კასეტური
30,000 3.047025
9M519საბჭ/რუსეთირადიოხარვეზების
დამყენებელი
18,500 3.046618.4
9M521საბჭ/რუსეთიმსხვრევად-ფუგასური40,000 2.876621
9M522საბჭ/რუსეთიმსხვრევად-ფუგასური37,500 3.047025
PRC-60საბჭ/რუსეთიწყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო
(ДП-62 Дамба)
300 5,000 2.7575.320
Type 90Aჩინეთიმსხვრევად-ფუგასური12,700 32,700 2.7518.3
WS-22ჩინეთი20-45 000 2,9573,521,5
M21-OF-FPრუმინეთიმსხვრევად-ფუგასური5,000–6,000 20,400 2.8765.46.35
M21-OF-Sრუმინეთიმსხვრევად-ფუგასური1,000 12,700 1.92746.66.35
Oghabირანიმსხვრევად-ფუგასური45,000 4.8236070
Sakr-45Aეგვიპტეტანკ/ქვეით საწინააღმდეგო
კასეტური
42,000 3.31067.524.5
Sakr-45Bეგვიპტემსხვრევად-ფუგასური45,000 2.90063.520.5

საცეცხლე მანქანის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემემები

საბრძოლო მანქანის ტიპიბმ-21ბმ-21-1
შასიურალ-375დურალ-4320,
მოდიფიკაცია ურალ-4320-02, ურალ-4320-10
გაბარიტები, მმ:
            – სიგრძე სამარშო მდგომარეობაში
            – სიგანე სამარშო მდგომარეობაში
            – სიგანე საბრძოლო მდგომარეობაში  
            – სიმაღლე სამარშო მდგომარეობაში
            – სიმაღლე პაკეტის მაქსიმალური კუთხით აწევისას
            – სიმაღლე პაკეტის 0°  აწეულობის დროს.

7350
2400
3100
3090
4350
2680

7370
2400
3100
3090
4350
2680
მასა, კგ:
          – რაკეტების და გათვლის გარეშე
          – რაკეტებით დატენილი და გათვლით

არა უმეტეს 10870
13700 ± 1%


საბრძოლო მდგომარეობაშიმყოფი მანქანის გადაადგილებისმაქსიმალური სიჩქარე გზაზე  კმ/სთ7575
შეუძლია გადალახოს  წყლის წინაღობამაქსიმალური სიღრმით. მმ1500
მილიმეტრი
1500
მილიმეტრი
საბრძოლო კომპლექტი ,120 რაკეტა120 რაკეტა
ერთი ზალპით დაფარული ფართობი: ჰექტარი
    – ცოცხალი ძალა
  – ტექნიკა

2.44
1.75

2.44
1.75
გამშვები მილების რაოდენობა4040
მთლიანი ზალპის დრო , წამი2020
გამშვები მილის სიგრზე, მმ30003000
გამშვები მილის დიამეტრი122.4122.4
გამშვები მილის წონა23.423.4
პაკეტის აწევის კუთხე:   გრადუსებში
            – მინიმალური
            – მაქსიმალური

0
55

0
55
პაკეტის ჰორიზონტალური მოძრაობის კუთხე:
            – მარჯვნივ
            – მარცხნივ

70
102

70
102
პაკეტის აწევის მინიმალური კუთხე კაბინის მიმართ,  გრადუსი±34±34
პაკეტის  მინიმალური კუთხე კაბინის მიმართ, გრადუსი1111
პაკეტის გასწორების სიჩქარე ელექტროდამიზნებით:
            – ამაღლების
            – აზიმუტისთვის

არა ნაკლებ 5°/წმ
არა ნაკლებ 7°/წმ

არა ნაკლებ 5°/წმ
არა ნაკლებ 7°/წმ
პაკეტის გასწორების სიჩქარე ხელით დამიზნებით
    – ამაღლების
    – აზიმუტისთვის

4 წუთი
6 წუთი

4 წუთი
6 წუთი

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑