დღეისათვის მსოფლიოს ათეულობით სხვადასხვა ქვეყნის არმიის შეიარაღებაში ათასობით საბჭოთა T-54 და T-55 ტიპის ტანკია შემორჩენილი. დღემდე სხვადასხვა კომპანიის მიერ აღნიშნული ტანკების მოდერნიზაციის და განახლების ათეულობით პროექტი და მზა ნიმუშია წარმოდგენილი. თუმცა როგორც ჩანს დღეისთვის სხვადასხვა ქვეყნების არმიებში T-55 ის, თუნდაც მოდერნიზებულის გამოყენება როგორც ძირითადი საბრძოლო ტანკი, არაპერსპექტიულია და უფრო თანამედროვე ტანკების შესასყიდად საჭირო უქონლობითაა გამოწვეული.
ბევრად უფრო პერსპექტიულია T-55 ის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის მძიმე ჯავშანტრანსპორტიორების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების შექმნა. ამ მხრივ პიონერები ებრაელები არიან. ისრაელის არმიაში 1988 წელს შეიარაღებაში შევიდა არაბულ ქვეყნებთან ომებში ნაალაფარი T-55 ების ბაზაზე შექმნილი ჯავშანტრანსპორტიორი Achzarit, 2011 წლის მონაცემებით სულ ისრაელმა 500 ერთეულამდე Achzarit დაამზადა. გარდა ამისა ისრაელში ტანკ Centurion-ის ბაზაზე შეიქმნა მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი Puma, 2008 წელს კი შეიარაღებაში შევიდა ტანკ Merkava-ს ბაზაზე შექმნილი მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი Namer. აქვე უნდა ითქვას რომ დღესათვის თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და მძიმე ჯავშანტრანსპორტიორებს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია. ამიტომ მძიმე ჯავშანტრანსპორტიორები ამავდროულად ქვეიითთა საბრძოლო მანქანებადაც მოიხსენიება.

ბევრად უფრო პერსპექტიულია T-55 ის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის მძიმე ჯავშანტრანსპორტიორების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების შექმნა. ამ მხრივ პიონერები ებრაელები არიან. ისრაელის არმიაში 1988 წელს შეიარაღებაში შევიდა არაბულ ქვეყნებთან ომებში ნაალაფარი T-55 ების ბაზაზე შექმნილი ჯავშანტრანსპორტიორი Achzarit, 2011 წლის მონაცემებით სულ ისრაელმა 500 ერთეულამდე Achzarit დაამზადა. გარდა ამისა ისრაელში ტანკ Centurion-ის ბაზაზე შეიქმნა მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი Puma, 2008 წელს კი შეიარაღებაში შევიდა ტანკ Merkava-ს ბაზაზე შექმნილი მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი Namer. აქვე უნდა ითქვას რომ დღესათვის თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და მძიმე ჯავშანტრანსპორტიორებს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია. ამიტომ მძიმე ჯავშანტრანსპორტიორები ამავდროულად ქვეიითთა საბრძოლო მანქანებადაც მოიხსენიება.

ამ საქმეში საკუთარი ძალები მოსინჯეს უკრაინელმა ტანკმშენებლებმაც. ხარკოვის ჯავშანსატანკო ქარხანამ 2000 წელს T-55 ის ბაზაზე დაიწყო პერსპექტიული მძიმე ჯავშანტრანსპორტიორის/ქსმ-ის БМП-55 ის დაპროექტება, რომელიც შეიძლებოდა რომ საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოსულიყო თუკი გავითვალისწინებთ დღემდე მსოფლიოში არსებული T-55 ტიპის ტანკების რაოდენობას.
გარდა ამისა აღნიშნული სატანკო ქარხანა პარალელურად მუშაობდა ტანკ T-64 ის ბაზაზე დაპროექტებულ მძიმე ჯავშანტრანსპორტიორებზე: მუხლუხიან БМП-64 და ბორბლებიან БМП- K-64 ზე. მანქანა მუდმივად განიცდის მოდიფიცირებას და მისი უკანასკნელი თანამედროვე მოდიფიკაციაა БМПТ-64 თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა და ახლო მომავალში განვიხილავთ.


БМП-55
БМП-55 ის პირველი საცდელ-ექსპერიმენტული მოდელი 2009 წელს აეწყო, მანქანა გადის როგორც მძიმე ჯავშანტრანსპორტიორის ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანის კლასიფიკაციაში. მანქანის პროექტირებისას ამოცანა იყო შექმნილიყო მძიმეჯავშნიანი სატრანსპორტო-საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა რომელიც მექანიზირებულ ათეულს ხანგრძლივი ავტონომიური ბრძოლის საშუალებას მისცემდა.
კონსტრუქცია
კონსტრუქციულად БМП-55 უფრო დასავლური სტანდარტის ჯავშანტრანსპორტიორებს ჩამოჰგავს, მანქანაში T-55 დან დატოვებულია მხოლოდ სავალი ნაწილი, ძრავის ნაკვეთური გადმოტანილია წინ, მკვეთრადაა გაძლიერებული ფსკერის ნაღმებისგან დაცულობა და გაუმჯობესებულია ტრანსმისია. სადესანტო ნაკვეთური გათვლილია 10 მედესანტის განთავსებაზე, ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება. მანქანის უკან ნაწილში დატანებულია სპეციალური აპარელი, საიდანაც დესანტს სწრაფად შეუძლია გადმოსვლა.


შეიარაღება:
მანქანის ზედა ნაწილზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს შესაძლებელია დამონტაჟდეს დისტანციური მართვის ტყვიამრქვევი, ავტომატური ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტები. ასევე შესაძლებელია კოშკურის დამონტაჟება 30 მმ ქვემეხით. არსებულ საცდელ ნიმუშზე მარჯვნივ დაყენებულია დისტანციური მოდული 12,7 მმ НСВТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევით და 150 ვაზნის მარაგით. მარცხნივ კი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მოდული.
ჯავშანი:
ჯავშანტრანსპორტიორის წინა შუბლა ჯავშანი 270 მმ ია და გათვლილია 90 მმ კალიბრის ტანკსაწინააღმდეგო ქვეკალიბრული ჭურვების შეკავებაზე. აღნიშნული ჯავშანი NАТО-ს კლასიფიკაციით შესააბამება STANAG 4569-ის მე-7 დონეს.
ბორტის ჯავშანი 81 მმ-ია, რომელსაც დამატებული აქვს 20 მმ-იანი ანტიკუმულაციური ეკრანი. შესაბამისად ბორტიდან შესაძლებელია ПГ-7ВМ ტიპის კუმულაციური ყუმბარისგან დაცვა. აღნიშნული ჯავშანი NАТО-ს კლასიფიკაციით შესააბამება STANAG 4569-ის მე-5 დონეს.
უკანა ნაწილის ჯავშნის სისქე 40 მმ-ია და გათვლილია 14,5 მმ კალიბრის ტყვიების შეკავებაზე. აღნიშნული ჯავშანი NАТО-ს კლასიფიკაციით შესააბამება STANAG 4569-ის მე-7 დონეს.
ფსკერის შეჯავშნა კომბინირებულია და გათვლილია ТМ-57 ტიპის ნაღმის აფეთქებაზე. აღნიშნული ჯავშანი NАТО-ს კლასიფიკაციით შესააბამება STANAG 4569-ის მე-5 დონეს.
მანქანის კორპუსზე ასევე თავისუფლადაა შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის დინამიური დაცვის კომპლექსების დაყენება.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
შასი – ტანკი T-55
მასა – 28,5 ტონა
გაბარიტები
სიგრძე – 6,2
სიგანე – 3,21
სიმაღლე – 1,95
სადესანტო ნაკვეთურის სიმაღლე – 1,35 მეტრი
ეკიპაჟი – 3
დესანტი – 10
ძრავი – 5ТДФ დიზელი. 700 ცხ.ძალა
სიჩქარე – 70 კმ/სთ
სვლის მარაგი – 600 კმ
დღეს დღეობით ერთადერთი БМП-55 ხარკოვის სატანკო ქარხანაში დგას და იჟანგება. ვინაიდან რეალური შემკვეთი ჯერ არ გამოჩენილა.
Leave a comment