2010 წელს გერმანელმა კონსტრუქტორებმა საკუთარი ტანკის Leopard 2-ის უკანასკნელი მოდიფიკაცია ტანკი Revolution წარმოადგინეს. ტანკმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა არა ჯავშანსატანკო ტექნიკის სპეციალისტებში. მცირე ანალიზის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ გერმანული ტანკმშენებლობა ბოლო ორი ათეული წელია სტაგნაციის პერიოდშია.
საქმე იმაშია რომ ჯერ კიდევ 90 იან წლებში გერმანელი ინჟინრები უკვე მუშაობდნენ იმ დროისათვის მართლაც რევოლუციურ პროექტზე, მოდულური კონსტრუქციის მომავლის ტანკ NGP-ზე, რომელიც უნიფიცირებული იქნებოდა სხვა საბრძოლო მანქანებთან და ნებისმიერ კომპლექტაციაში მისი მასა 50 ტონაზე ზემოთ არ ავიდოდა. მანქანის ეკიპაჟი 2 კაცისგან შედგებოდა, რომლებიც ჯავშანკაფსულაში იჯდნენ. ეკიპაჟის სამუშაო ადგილი აღჭურვილი იყო იმ დროისათვის უთანამედროვესი ოპტიკური დაკვირვების და სანავიგაციო სისტემებით.

ძალური დანადგარის სახით ტანკზე გათვალისწინებული იყო 1800 ცხ/ძალის დიზელის ძრავი.
საბრძოლო ნაწილი წარმოადგენდა მთლიანად რობოტიზირებულ კოშკურას, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა 140 მმ კალიბრის გაძლიერებული სიმძლავრის სატანკო ქვემეხით NPzK L48 ან 120 მმ კალიბრის ელექტროთერმოქიმიური ქვემეხით.
140 მმ ქვემეხი NPzK L48 იმ დროისათვის შეიარაღებაში მყოფ Leopard-2 ზე გადიოდა გამოცდას.
დეტალურად NPzK L48 ტიპის ქვემეხზე

თუმცა შემდეგ 140 მმ ქვემეხზეც უარი ითქვა, რადგან 120 მმ ქვემეხების და მათი ჭურვების დამზადების ტექნოლოგია საგრძნობლად გაუმჯობესდა.
90 იან წლებში გერმანელებმა ააგეს ტანკ NGP-ს მხოლოდ ერთი მასო-გაბარიტული სავალი მაკეტი, რომელზეც სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტები გადიოდა გამოცდას, რაც შემდეგ სერიულ მანქანებზე უნდა დანერგილიყო.
საბოლოოდ პროექტი შეჩერდა, რისი მიზეზიც პირველ რიგში ფინანსები იყო.

რომელიც 2010 წელს წარმოადგინეს
საცდელი ტანკი NGP (მაკეტი)





Leave a comment