2008 წელს საქართველოში შემოჭრილი რუსული სამხედრო შენაერთების სია

გთავაზობთ დაზუსტებულ მონაცემებს 2008 წელს საქართველოში სამაჩაბლოს რეგიონში და აფხაზეთის მიმართულებიდან შემოჭრილ რუსულ სამხედრო შენაერთებზე და მათი შეიარაღების რაოდენობაზე.


ფოტო: რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა
როკის გვირაბთან

12 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა  რუსული არმიის შემდეგი სამხედრო შენაერთები.

ცხინვალის რეგიონი:

მე-19  მოტომსროლელი დივიზია. – ვლადიკავკაზი, ჩრდილო ოსეთი

  • 135-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი ბატალიონი)
  • 429-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი ბატალიონი, ორი სატანკო ასეული)
  • 503-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი ბატალიონი, ერთი სატანკო ასეული)
  • 693-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი ბატალიონი, ერთი სატანკო ასეული)
  • 481-ე საზენიტო სარაკეტო პოლკი
  • 292-ე თვითმავალი არტილერიის პოლკი
  • 141-ე ცალკეული სატანკო ბატალიონი
  • 239-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი
  • 136-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ნაწილები.
  • 1493-ე ცალკეული საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონი
  • 344-ე ცალკეული მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონი


42-ე მოტომსროლელი დივიზია. – ხანკალა, ჩეჩნეთი

  • 70-ე მოტომსროლელი პოლკი (ორი მოტომსროლელი ბატალიონი, ერთი სატანკო ასეული)
  • 71-ე მოტომსროლელი პოლკი (სამი მოტომსროლელი ბატალიონი, ერთი სატანკო ასეული)
  • 291-ე მოტომსროლელი პოლკი
  • 50-ე თვითმავალი არტილერიის პოლკი
  • 417-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი
  • ბატალიონი  ”აღმოსავლეთი – Восток” (ერთი ასეული) – ჩეჩნური ბატალიონი
  • ბატალიონი  “დასავლეთი – Запад” (ერთი ასეული) – ჩეჩნური ბატალიონი
  • 33-ე სამთო მსროლელი/მოტორიზებული ბრიგადა (ბოტლიხი)

114-ე სარაკეტო ბრიგადა.

67-ე ცალკეული საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა.

76-ე სადესანტო მოიერიშე დივიზია:

104-ე სადესანტო მოიერიშე პოლკი (ერთი ბატალიონი)
234-ე სადესანტო მოიერიშე პოლკი (ერთი ბატალიონი)

98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია:

  • 217-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი (ორი ბატალიონი)

მე-10 სპეცდანიშნულების ცალკეული ბრიგადა  (ოთხი ასეული).

22-ე სპეცდანიშნულების ცალკეული ბრიგადა (ერთი ასეული).

45-ე სპეცდანიშნულების ცალკეული  სადაზვერვო პოლკი (ერთი ასეული)
.

სულ:

16000  სამხედრო მოსამსახურე,
130  ტანკი. (T-72, T-62)
105  თვითმავალი საარტილერიო დანადგარი,  (2С3 Акациа; 2С1 Гвоздика; 2С9 Нона-C)
40  ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. ( БМ-21 Град; 9П140 Ураган)
400  ქვეითთა საბრძოლო მანქანა. (БМП-1/2/3
400  ჯავშანტრანსპორტიორი, (БТР-70/80, МТ-ЛБ)
60  მედესანტეთა საბრძოლო მანქანა (БМД-1/2)



აფხაზეთი:

მე-15  ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (სამშვიდობო ძალების სტატუსით. მძიმე შეიარაღების გარეშე):

  • 43-ე ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონი
  • 131-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (სამშვიდობო ძალების სტატუსით. მძიმე შეიარაღების გარეშე):
  • 526-ე ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონი
  • 558-ე ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონი

მე-20 მოტომსროლელი დივიზიის ნაწილები.


მე-7  სადესანტო-მოიერიშე დივიზია (სამთო):

  • 108-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი (ორი ბატალიონი)
  • 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი (ორი ბატალიონი)
  • 1141-ე საარტილერიო პოლკი

34-ე სამთო მსროლელი/მოტორიზებული ბრიგადა (ზელენჩუკი, ყარაჩაევო-ჩერქეზეთი)
31-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა (ორი ბატალიონი)

45-ე სპეცდანიშნულების ცალკეული სადაზვერვო პოლკი (ერთი ასეული)

სულ:

6500 სამხედრო მოსამსახურე,
20 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (2С9 Нона-C)
100 ჯავშანტრანსპორტიორი, (БТР-70/80, МТ-ЛБ)
100 მედესანტეთა საბრძოლო მანქანა (БМД-1/2)

რუსეთის საჰაერო ძალების ჩართული ქვედანაყოფები ორივე მიმართულებაზე:

რუსეთის საჰაერო ძალების მე-4 არმია – დონის როსტოვი, როსტოვის რაიონი. წარმოდგენილი იყო შემდეგით:
 1-ელი საჰაერო დივიზიის (ეისკი, კრასნოდარის მხარე) 368-ე მოიერიშე ავიაციის
პოლკი – ბუდიონოვსკი, სტავროპოლის მხარე (სუ-25);
 1-ელი საჰაერო დივიზიის (ეისკი, კრასნოდარის მხარე) 461-ე მოიერიშე ავიაციის
პოლკი – კრასნოდარი, კრასნოდარის მხარე (სუ-25);

 უმაღლესი მთავარსარდლობის 37-ე საჰაერო არმია (სტრატეგიული დანიშნულების) – მოსკოვი, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგით:
 22-ე მძიმე ბომბდამშენი საჰაერო დივიზიის (ენგელსი, სარატოვის რაიონი) 52-ე
მძიმე ბომბდამშენი საჰაერო პოლკი – შაიაკოვკა, კალუგის ოლქი (ტუ-22 მ3);
 22-ე მძიმე ბომბდამშენი საჰაერო დივიზიის (ენგელსი, სარატოვის რაიონი) 840-ე
მძიმე ბომბდამშენი საჰაერო პოლკი – სოლცი, ნოვგოროდის ოლქი (ტუ-22 მ3);

 რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ვ. პ. ჩკალოვის სახელობის 929-ე სახელმწიფო საფრენი და საცდელი ცენტრი – აკტიუბინსკი, ასტრახანის ოლქი (სუ-24მ);

 ვ. პ. ჩკალოვის სახელობის მებრძოლთა მომზადებისა და პილოტების სასწავლო მე-4 ცენტრი – ლიპეცკი, ლიპეცკის ოლქი (სუ-24მ);

 კიდევ რამდენიმე სუ-24, სუ-25, სუ-27, მიგ-29 საჰაერო პოლკი (ზუსტი დასახელებები უცნობია). ამ თვითმფრინავების უმრავლესობა აფრინდა ჩრდილო ოსეთში მდებარე, მოზდოკის საჰაერო ბაზიდან;

რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტი:

წყალსზედა ხომალდების 30-ე დივიზია:
 სარაკეტო კრეისერი „მოსკვა,“
 სადარაჯო ხომალდი „სმერტლივი,“
მე-11 წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ბრიგადა, წარმოდგენილი იყო შემდეგით:

 სადესანტო ხომალდი „ცეზარ კურნიკოვი,“
 სადესანტო ხომალდი „სარატოვი,“
 სადესანტო ხომალდი „იამალი,“
 სარაკეტო ხომალდების 41-ე ბრიგადის ნოვოროსიისკის 166-ე მცირე სარაკეტო კატარღების
ბატალიონი, წარმოდგენილი იყო შემდეგით:

 სარაკეტო კორვეტი „მირაჟი,“
 სარაკეტო კორვეტი „სამუმი,“

 ნოვოროსიისკის სანაპირო თავდაცვის 184-ე ბრიგადა, წარმოდგენილი იყო შემდეგით:
 კორვეტი „პოვორინო,“
 კორვეტი „კასიმოვი,“
 საპატრულო გემების 112-ე ბრიგადა, წარმოდგენილი იყო შემდეგით:
 მცირე საპატრულო კატარღა „ეკვატორი,“
 სანაპირო თავდაცვის 68-ე ბრიგადის მე-400 წყალქვეშა გემების საწინააღმდეგო ბატალიონი, წარმოდგენილი იყო შემდეგით:
 კორვეტი „სუზდალეცი,“
 სანაპირო დაცვის საომარი 68-ე ბრიგადის 418-ე წყალქვეშა გემების საწინააღმდეგო ბატალიონი, წარმოდგენილი იყო შემდეგით:
 მტრალავი „ტურბინისტი,“
 მტრალავი „ჟუკოვი,“

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑