2021 წლის დეკემბერში მართვადი სარაკეტო შეიარაღების სფეროში მომუშავე უკრაინულმა საკონსტრუქტორო ბიურო Луч-მა უახლესი უკრაინული ლაზერული დამიზნების საზენიტო რაკეტა РK-10-ОФ-ს საცეცხლე გამოცები ჩაატარა.

გამოცდის პროცესში საზენიტო რაკეტა ჯავშანმანქანა VARTA-ზე დამონტაჟებული ახალი ტიპის საზენიტო მოდულიდან იქნა გაშვებული.
უნივერსალური დანიშნულების რაკეტა РК-10-ზე კომპანია Луч ბოლო 4-5 წელია აქტიურად მუშაობს და პირველად 2019 წელს იქნა წარმოდგენილი.
რაკეტა ტანკსაწინააღმდეგო Барьер-В ტიპის რაკეტის ბაზაზე შეიქმნა.
შემუშავებულია რაკეტის ორი მოდიფიკაცია:
I) РК-10-К 152 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო მოდიფიკაცია ტანდემურ-კუმულაციური მუხტით. – შეუძლია 1100 მმ ჯავშნის გარღვევა.
II) РK-10-ОФ 130 მმ იანი საზენიტო მოდიფიკაცია მსხვრევად-ფუგასური მუხტით და მასთან შეწყვილებული მცირე ზომის დარტყმითი ბირთვის მუხტით, რომელიც 120 მმ ჯავშანს ხვრეტს. თავის მხრივ მსხვრევადი მუხტი დეტონაციისას 900 ცალ 2-3 გრამი მასის მზა დამაზიანებელ შრაპნელურ ელემენტს ფანტავს.

აღნიშნულ ვიდეოში სწორედ РK-10-ОФ საზენიტო მოდიფიკაციის გამოცდებია ნაჩვენები.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
კალიბრი – 130/152 მმ
ფრენის მანძილი – 10 000 მეტრი
მოქმედების სიმაღლე – 3500 მეტრი (РK-10-ОФ)
ფრენის სიჩქარე – 550 მ/წმ
რაკეტის მასა – 38 კგ
რაკეტის მასა კონტეინერთან ერთად – 62 კგ
გამშვები კონტეინერის სიგრძე – 2090/2144 მმ
გამშვები კონტეინერის დიამეტრი – 190 მმ
ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი: -40°+60 °C
დამიზნების სისტემა – ლაზერული არხით.
მუხტის მასა – РK-10-ОФ – 8,2 კგ
P.S. აღნიშნული რაკეტა თავისი კონფიგურაციით, დამიზნების სისტემით და მოქმედების პრინციპით ანალოგია შვედური RBS-70/90 ის, ბრიტანული Starstreak-ის და ამერიკული ADATS-ის.
სამივე ეს სისტემა ერთ-ერთ საუკეთესოებად ითვლება თავის კლასში და გააჩნიათ დაბალ სიმაღლეებზე მფრენ საფრენ აპარატებთან, განსაკუთრებით კი შვეულმფრენების წინააღმდეგ ბრძოლის მაღალი შესაძლებლობები.
სტანდარტული ინფრაწითელი IR ან IIR (Imaging Infra-Red) დამიზნების თავაკით აღჭურვილ საზენიტო რაკეტებთან შედარებით ლაზერული არხით დამიზნებადი საზენიტო რაკეტები საფრენი აპარატის საბორტე რადიო-ოპტიკურ-ელექტრონული დაცვის სისტემების მიმართ ბევრად უფრო მდგრადები არიან (ნეიტრალურია ინფრაწითელი ხაფანგების მიმართ) და აქვთ მოხვედრის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი.
მაგალთად:
Starstreak-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 0,9.
RBS-70 Mk2 ის შემთხვევაში – შემხვედრ კურსზე 0,7-0,9 დადევნებით კი 0,4-0,5.
ADATS – მოხვედრის მაჩვენებელია 0,8.
როგორია ეს მაჩვენებელი უკრაინული РK-10 ის შემთხვევაში მისი პრაქტიკაში გამოცდები აჩვენებს…
აქედან გამომდინარე, ამ ყოველივეს გათვალისწინებით ახალი უკრაინული საზენიტო რაკეტა РK-10-ОФ ძალიან პერსპექტიული სისტემაა არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ საქართველოსთვისაც.
პოტენციური მოწინააღმდეგის საარმიო ავიაციის შეიარაღებაში არსებული მოდერნიზებული დამრტყმელი შვეულმფრენების Ми-28Н, Ми-35M, Ми-24, Ka-52 და მრავალფუნქციური Ми-8АМТШ-ს წინააღმდეგ ლაზერული არხით დამიზნებადი 10 კმ-ზე მოქმედი РK-10-ОФ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნებოდა, მითუმეტეს რომ რუსულ საარმიო შვეულმფრენებზე საბორტე დაცვის სისტემა Витебск-ის მასიურად დაყენების შემდეგ ეს ბორტები ტრადიციული ინფრაწითელი დამიზნების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის (Стрела, Игла, GROM, Stinger) ძალიან რთული ჩამოსაგდები გახდნენ.

Leave a comment