სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული C-300 ის შესახებ

სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული C-300 ის შესახებ….

უკრაინას სლოვაკეთის საჰაერო ძალებიდან გადაეცა სავარაუდოდ 2 ბატარეისგან დაკომპლექტებული არასრული დივიზიონი, შედარებით მოძველებული მოდიფიკაციის სისტემა C-300ПМУ, რომელიც წარმოადგენს C-300ПС ის საექსპორტო მოდიფიკაციას. კომპლექტში შემავალი რაკეტების მოდიფიკაციების მიხედვით სისტემის მაქსიმალური მოქმედების მანძილი 75-90 კმ, სიმაღლე კი 25 კმ შეიძლება იყოს.

ცენტრში ძირითადი გამშვები მანქანა 5П85С და გვერდებზე ორი დამხმარე გამშვები მანქანა 5П85Д

საზენიტო სარაკეტო კომპლექსის 1 დივიზიონის შემადგენლობა, რომელიც იწოდება როგორც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი 90Ж6:

1. სამეთაურო პუნქტი – 5Н63С რადიოლოკაციური დამზერის და დამიზნების სადგურით 30Н6.

სადგურის სამუშაო დამზერის კუთხეები სხვადასხვა ტიპის სამიზნეებზე:

აეროდინამიკური სამიზნეები საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე – 13° x 64° და 5° x 64°.

ბალისტიკური სამიზნეები – 10° x 32 °

დაბლა მფრენი სამინზეები – 1° x 90°

სამეთაურო პუნქტი – 5Н63С

2. 2, 3 ან 4 გამშვები კომპლექსი 5П85СД – თითოეულის შემადგენლობაში შედის ერთი ძირითადი გამშვები მანქანა 5П85С და ორი დამხმარე გამშვები მანქანა 5П85Д.

სლოვაკური C-300ПМУ-ს ბატარეა

3. ადრეული აღმოჩენის და მიზანჩვენების ავტომატიზირებული კომპლექსი 76Н6, რომელსაც შეიძლება ასევე დაემატოს რადიოლოკაციური სადგური 36Д6. თავის მხრივ კომპლექსი 76Н6 შედგება 40В6М ტიპის გასაშლელი ანძისგან და ანტენური პოსტისგან Ф1С ან Ф52М.

სამიზნის აღმოჩენის მანძილი და გაცილებადი სამიზნეების რაოდენობა: 76Н6 – 120 კმ/15 სამიზნე.

36Д6 – 200 კმ/100 სამიზნე.

ადრეული აღმოჩენის და მიზანჩვენების ავტომატიზირებული კომპლექსი 76Н6, ანტენური პოსტებით Ф52М და Ф1С.

4. რაკეტები:

ა) 5В55К (В-500К)/5В55КД – რადიომართვადი. მაქსიმალური მოქმედების მანძილი 47 კმ, მოქმედების ჭერი 0,025-25 კმ.

რაკეტის მასა 1480 კგ, მუხტის მასა 133 კგ.

შეუძლია ჩამოაგდოს როგორც აეროდინამიკური სამიზნეები ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, შემდეგი ალბათობით:

აეროდინამიკური სამიზნეები – 0,7 – 0,94

ბალისტიკური სამიზნეები – 0,4 – 0,7

ფრთოსანი რაკეტები – 0,4 – 0,8

ძრავი – მყარსაწვავიანი, მუშაობის ხანგრძლივობა 8-10 წმ.

რაკეტის სიჩქარე 2000 მ/წმ-მდე.

რაკეტა 5В55Р (В-500Р)

ბ) 5В55Р (В-500Р) – ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური დამიზნების, იმართება ცენტრალური გამიზვნის რადარიდან. მაქსიმალური მოქმედების მანძილი 75-90 კმ.

მოქმედების ჭერი 0,025-25 კმ.

რაკეტის მასა 1665 კგ, მუხტის მასა 196 კგ. შეუძლია ჩამოაგდოს როგორც აეროდინამიკური სამიზნეები ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, შემდეგი ალბათობით:

აეროდინამიკური სამიზნეები – 0,7 – 0,94

ბალისტიკური სამიზნეები – 0,4 – 0,7

ფრთოსანი რაკეტები – 0,4 – 0,8

ძრავი – მყარსაწვავიანი, მუშაობის ხანგრძლივობა 8-10 წმ.

რაკეტის სიჩქარე 2000 მ/წმ-მდე.

P.S. პირდაპირ შემიძლია ითქვას, რომ ასეთი სუსტი კონფიგურაციის დივიზიონის გადაცემა თითქმის არაფერს არ ნიშნავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

ზღვაში წვეთიც კი არაა არსებული საჭიროების ფონზე.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑