ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები

  დღეისათვის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში ფართოდ გამოიყენება.   მცირე ზომის   დივერსიული, სადაზვერვო, პარტიზანული და მოტომსროლელი  მობილური დანაყოფების შესაიარაღებლად ამ ტიპის ყუმბარმტყორცნები ზედგამოჭრილია. თუკი კლასიკურ მრავალჯერად ყუმბარმტყორცნებს, მაგალითად  РПГ-7 ის მომსახურებას  სტანდარტულად 2 კაცი სჭირდება, ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების შემთხვევაში  დანაყოფის თითოეულ წევრს შეუძლია 1-2 ცალიც იქონიოს, რაც   საჭიროებისას დროის კონკრეტულ მონაკვეთში  დანაყოფის საცეცხლე ძალას ბევრად ამაღლებს , ვიდრე 1-2 ცალი მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნის გამოყენებისას. მაღალი საცეცხლე ძალა კი აუცილებელია  მაგალითად ჯავშანსატანკო კოლონაზე ჩასაფრების დროს, როდესაც ოპერაციის ბედს ყოველი წამი და ყოველი გასროლა  წყვეტს. ამასთან ერთად ერთჯერადი ყუმბარმტყორცნებით აღჭურვილი ათეულის ან ოცეულის თითოეულ წევრს ინდივიდუალურად, ყუმბარმტყორცნის გათვლის დახმარების  გარეშე შეუძლია ჯავშანტექნიკის ან საცეცხლე წერტილის განადგურება, რაც უდიდესი პლიუსია ბრძოლის დროს.
  თუმცა ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების  შედარებით მაღალი ღირებულებიდან  და  გარკვეულწილად შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე,  მსოფლიოს უმეტეს არმიებში,  მსუბუქი და მექანიზებული  ნაწილების შეიარაღებაში  ძირითადი ადგილი მაინც მრავალჯერადი გამოყენების ყუმბარმტყორცნებს უკავიათ. ერთჯერადები კი არის  დამატებითი, არასაშტატო შეიარაღების სახით და ქვედანაყოფის შეიარაღებაში შედის კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში.
  კავკასიის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიისა და აფრიკის ბევრი ქვეყნის არმიების შეიარაღებაში  უმეტესად გავრცელებულია საბჭოთა წარმოების ერთჯერადი ყუმბარმტყორცნები და მათი სხვადასხვა კლონები. ქართული არმია ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების ნაკლებობას ყოველთვის განიცდიდა, აფხეზეთის ომის დროს ქართული ნაწილების შეიარაღებაში უმეტესად მოძველებული და სუსტი ტექნიკური მონაცემების მქონე РПГ-18 Муха-ები იყო. შემდგომ წლებში კი ქართულ არმიაში უფრო თანამედროვე და უკეთესი მონაცემების მქონე ბულგარული წარმოების РПГ-22 და მცირე რაოდენობით РПГ-26 ებიც გამოჩნდა.

 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს  ერთჯერად ყუმბარმტყორცნებს ორივე ქვეყნის დანაყოფები აქტიურად იყენებდნენ. ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე რუსული ტანკი და ჯავშანმანქანა სწორედ ერთჯერადი ყუმბარმტყორცნის РПГ-22 ის საშუალებით ააფეთქეს, ცხინვალში და მის მიმდებარე სოფლებში  წარმოებულ ბრძოლებში.  ამას გარდა ქართული სპცედანიშნულების ნაწილების შეიარაღებაში РПГ-26 ებიც ჩანდა.
სამაჩაბლოსა და  სამეგრელოში შემოსული რუსული მოტომსროლელი, სადესანტო და სადაზვერვო ნაწილების შეიარაღებაში კი ბევრად  დიდი რაოდენობით ჩანდა  РПГ-18 და РПГ-26 ტიპის ყუმბარმტყორცნები.  გორის რაიონში და განსაკუთრებით სამეგრელოში შემოსულ სადესანტო მექანიზებულ ათეულებში თითქმის ყოველ მეორე მედესანტეს 1-2 ცალი ყუმბარმტყორცნი ქონდა გადაკიდებული.

 საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ჩარლი-ასეულის სადაზვერვო ოცეული  РПГ-22 ებით,  2008 წლის ომის დროს. სწორედ ამ ოცეულმა სოფელ ზემო ხვითში 1 რუსული T-72  და 2  ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП  ააფეთქა ერთჯერადი ყუმბარმტყორცნებით.


რუსი მოტომსროლელები სამეგრელოში.  ფოტოზე კარგად ჩანს მათ შეიარაღებაში დიდი რაოდენობით РПГ-26 ტიპის ერთჯერადი ყუმბარმტყორცნები.

* * *

მსოფლიოში პირველი სერიულად წარმოებული ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი გერმანული Panzerfaust 30M Klein იყო. ყუმბარმტყორცნზე მუშაობა ნაცისტურ გერმანიაში 1942 წლიდან დაიწყო კომპანია HASAG ის მიერ. იწარმოებოდა 1945 წლამდე  და ხუთი სხვადასხვა მოდიფიკაციით გამოდიოდა: Panzerfaust 30M / 60M / 100M და კუმულაციურ-მსხვრევად ყუმბარიანი Panzerfaust-150.  სხვადასხვა ინფორმაციით  1943 წლის აგვისტოდან  1945 წლის მარტამდე 9 210 000   ყუმბარმტყორცნი იქნა გამოშვებული.  აქედან 2 077 000 ცალი Panzerfaust 30M Klein და Panzerfaust 30M,   7 133 000 ცალი  კი Panzerfaust 60M და Panzerfaust 100M იყო. ყუმბარა კუმულაციური მუხტით იყო აღჭურვილი და მოდიფიკაციების მიხედვით 150 დან 220 მმ მდე ჯავშანგამტაობა ჰქონდა.
Panzerfaust-ის პირველი საბრძოლო გამოყენება 1943 წლის ნოემბერში მოხდა აღმოსავლეთის ფრონტზე, უკრაინაში. 1945 წლის 21 აპრილიდან 2 მაისამდე კი ბერლინის დამცველები აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა მოდელის Panzerfaust-ებს საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ, ყუმბარმტყორცნების გარკვეული რაოდენობა საბჭოთა წითელარმიელების ხელშიც მოხვდა. Panzerfaust ების სერია ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების პირველ თაობას განეკუთვნება.

Panzerfaust 30M KleinPanzerfaust 30MPanzerfaust 60MPanzerfaust 100M
კალიბრი. ს.ნ / ლულა101 მმ / 33 მმ149 მმ / 33 მმ149 მმ / 50 მმ149 მმ / 50 მმ
ტიპირეაქტიული / ერთჯერადი
სიგრძე~ 1 მეტრი~ 1 მეტრი~ 1 მეტრი~ 1 მეტრი
მასა3,25 კგ5,35 კგ6,25 კგ~ 8 კგ
სროლის ეფექტური მანძილი30 მეტრი30 მეტრი60 მეტრი100 მეტრი
ჯავშანგამტანობა150 მმ200 მმ200 მმ220 მმ

.
 

       Panzerfaust ის მოდიფიკაციები        Panzerfaust 60M ის გამოყენების ინსტრუქცია 

მარცხნიდან მარჯვნივ: Panzerfaust 60M ის ყუმბარა,  სასხლეტი მექანიზმი და  სამიზნე მოწყობილობა

Panzerfaust ის სროლის რამდენიმე ხერხი

 გერმანელი ჯარისკაცები Panzerfaust 30M ებით ჩასაფრებაში

 მეორე მსოფლიო ომის  შემდეგ დასავლური და საბჭოთა ტანკების ჯავშნის დაცულობის დონე საგრძნობლად გაიზარდა, შეიქმნა სხვადასხვა ტიპის ახალი მოდელები ამიტომ ჯარებში საჭირო გახდა არსებულზე უფრო ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები.
60 იანი წლებიდან მსოფლიოს არმიებში უკვე იწყება მესამე თაობის ერთჯერად ტანკსაწინააღმდეო ყუმბარტყორცნებზე მუშაობა.  პირველი ასეთი იყო ამერიკული 66 მილიმეტრიანი М72, რომელიც ამერიკის არმიის შეიარაღებაში 1962 წელს შევიდა და ფართოდ გამოიყენებოდა ვიეტნამის ომში.
გარდა ამერიკისა, საკუთარი  ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების დამზადება დაიწყეს შვედეთმა, საფრანგეთმა, საბჭოთა კავშირმა  და სხვა.
დღეისათვის მსოფლიოს საიარაღო ბაზარზე, სხვადასხვა ქვეყნების წარმოებული  ათეულობით სხვადასხვა ტიპის ერთჯერადი ყუმბარმტყორცნია წარმოდგენილი. მათი დიდი ნაწილი ერთმანეთის მოდიფიცირებული ვარიანტები და კლონებია.  ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების მწარმოებელ ქვეყნებს 2012 წელს საქართველოც შეუერთდა,  თავდაცვის სამინისტროს  სამეცნიერო-ტექტნიკურ ცენტრ დელტამ  საბჭოთა ყუმბამტყორცნის РПГ-26 ის ბაზაზე ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი პდმ-1 ( PDM-1) დაამზადა.
  დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების ნომენკლატურა ასეთია:


აშშ


М-72 LAW

ყუმბარმტყორცნი ამერიკის არმიის შეიარაღებაში 1962 წელს მიიღეს. მან ჩაანაცვლა მოძველებული ყუმბარმტყორცნი M20A1 Super Bazooka და საშაშხანე ლულისზედა ყუმბარა M31. ყუმბარმტყორცნის მუშაობის კონცეფცია აღებული იყო გერმანული Panzerfaust-დან, რაც ყუმბარის უკუუგორებო სროლის პრინციპზე იყო დაფუძნებული. ყუმბარმტყორცნის გამშვები მილი ტელესკოპურია და ორი ნაწილისგან შედგება, შიდა ნაწილი რომელშიც ყუმბარაა  მოთავსებული  ალუმინისაა, გარეთა ნაწილი კი მინაპლასტიკის.  სატრანსპორტო მდგომარეობაში ყუმბარმტყორცნი დალუქულია ჰერმეტული ხუფით, რომელიც გასროლისას იხსნება, შიდა ალუმინის ნაწილი უკან გმოდის და ხდება დამრტყმელი მექანიზმის  საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.  ყუმბარმტყორცნზე დაყენებულია მარტივი დიოპტრული სამიზნე, გასროლა ხდება გამშვებ ღილაკზე თითის დაჭერით.  ყუმბარის გასროლამდე რაკეტის მყარი საწვავი გამშვებ მექანიზმში ასწრებს დაწვას და კინეტიკური ენერგიის ხარჯზე ყუმბარას  მაქსიმალურ 1000 მეტრზე ისვრის. სამიზნე მანძილი კი მხოლოდ 350 მეტრია, პრაქტიკული ეფექტური სროლის მანძილი კი  უძრავ სამიზნეებზე 200, მოძრავზე კი 170 მეტრია. სროლის მინიმალური მანძილია 10 მეტრი. გასროლისას ყუმბარმტყორცნის უკან 30 გრადუსიან სექტორში, 15 მეტრის მანძილზე წარმოიქმნება საშიში ზონა, სადაც პირადი შემადგენლობის და საბრძოლო   მასალების ყოფნა  აკრძალულია. ყუმბარმტყორცნის  გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი   სატრანსპორტო მდგომარეობაში დაბრუნებაც ამისათვის თანმივდევრობით ჯერ უნდა ჩავკეტოთ დამრტყმელი მექანიზმის მცველი, დავკეცოთ გამშვები  და სამიზნე მოწყობილობა, გავუკეთოთ უკანა ხუფი.  თუმცა ამის შემდეგ ყუმბარმტყორცნი კარგავს  ჰერმეტულობას.
სულ აშშ-ს არმიისთვის შექმნილია М-72 ის 11   მოდიფიკაცია, გაუმჯობესებული  ტექნიკური მონაცემებით და შეცვლილი დანიშნულებით.

M72 და მისთვის განკუთვნილი რეაქტიული ყუმბარები
M72 ის სროლის ინსტრუქცია


                            


        M72 სალაშქრო და საბრძოლო მდგომარეობაში

მოდიფიკაციები

დასახელება —- დანიშნულება
M7266 მმ  კუმულაციური ყუმბარით
M72A1გაუმჯობესებული რეაქტიული ძრავით
M72A2გაუმჯობესებული რეაქტიული ძრავით
M72A3M72A1/A2 ის გაუმჯობესებული ვარიანტი, გაზრდილი საიმედოობით და უსაფრთხოებით.
M72A4გაუმჯობესებული ჯავშანგამტანობით და  გამშვები მექანიზმით
M72A5M72A3 ის გაუმჯობესებული ვარიანტი. მოდიფიცირებული გამშვები მექანიზმით.
M72A6M72 ის ვარიანტი,  შემცირებუი კუმულაციური მუხტით და დამატებული მსხვრევადი ელემენტებით
M72A7M72A6 ის ვარიანტი საზღვაო ძალებისთვის.
M72E8M72A7 დამატებული ქონდა ცეცხლგამჩენი ნივთიერება, გაუმჯობესებული იყო გამშვები მექანიზმი.
M72E9M72 გაუმჯობესებული ჯავშანგამტანობით და გამშვები მექანიზმით
M72E10M72 მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ნაწილით და გაუმჯობესებული გამშვებით.
                                            ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები
 დასახელებაM72A2, M72A3M72A4, M72A5, M72A6, M72A7
ალტერნატიული
დასახელება
მსუბუქი ჯავშანსაწინააღმდეგო
ყუმბარმტყორცნი
გაუმჯობესებული მსუბუქი ჯავშანსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი
მწარმოებელიაშშ
წარმოებაშია1963 წლიდან  საბაზო  M721990 წლიდან
წონა2.3 კგ  – M72A2
2.5 კგ  – M72A3
3.6 კგ
გამშვები
სიგრძე (გახსნილი)881 მმ980 მმ
სიგრძე (დაკეცილი)630 მმ775 მმ
გამშვების დიამეტრი124 მმ124 მმ
სასროლი მექანიზმიდარტყმითი
წინა სამიზნებადისებური, 25 მეტრიანი ნიშნულებითმექანიკური
უკანა სამიზნემექანიკური, ტემპერატურაზე ავტომატური შესწორებითმექანიკური, ტემპერატურაზე ავტომატური შესწორებით
ყუმბარა
კალიბრი                                    66 მმ
ჯავშანგამტანობა     M72A2, M72A3 – 250 – 300 მმ …….   M72A4 -350 მმ /  M72A6/A7 – 150 მმ
სიგრძე508  მმ
მასა1 კგ
საწყისი სიჩქარე144.8  მ/წმ200  მ/წმ
სროლის მინიმალური მანძილი (სწავლებისას)30 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი (ბრძოლისას)10 მეტრი
სროლის მაქსიმალური მანძილი 1,000 მ1,400 მ
მაქსიმალური სიმაღლე?950 მ
სროლის ეფექტური მანძილი
უძრავ სამიზნეზე200 მეტრი220 მეტრი
მოძრავ სამიზნეზე165 მეტრი?

შვედეთი

Miniman

74 მილიმეტრიანი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი Miniman შვედეთის არმიის შეირაღებაში 1968 წელს შევიდაოფიციალური დასახელებით
Pansarskott m/68.
 ყუმბარმტყორცნის მოქმედების პრინციპი ამერიკული M72 ის  ანალოგიურიათუმცა ნაცვლად ორი გასაშლელი მილისა Miniman მოთავსებულია ერთ მინაპლასტიკის გამშვებ-სატრანსპორტო კონტეინერში. დამიზნება ხდება დიოპტრული სამიზნე მოწყობილობით, გასროლისათვის გამშვებ მილზე ნაცვლად ღილაკისა დაყენებულია სასხლეტი მექანიზმი.
1986 წელს შვედეთის არმიაში  Miniman ახალი AT-4 ით ჩაანაცვლეს.

        ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები
 დასახელებაPansarskott m/68 Miniman
მწარმოებელიშვედეთი – FFV Ordnance
წარმოებაშია1968 წლიდან
წონა2.9 კგ
სიგრძე0.9 მ
კალიბრი74 მმ
სასროლი მექანიზმიდარტყმითი
ყუმბარის ტიპირეაქტიული/ კუმულაციური
საწყისი სიჩქარე160 მ/წმ
სროლის ეფექური მანძილი250 მ
ჯავშანგამტანობა270 – 340 მმ
კუმულაციური მუხტი330 გრამი Octol  
(ტროტილის და ოქტოგენის ნარევი)


AT4

ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი AT4 შვედეთის არმიის შეიარაღებაში 1981 წელს შევიდა, ყუმბარმტყორცნი შვედურმა კომპანიამ SAAB Bofors Dynamics-მა შეიმუშავა, წარმოადგენდა მოძველებული Miniman- ის თანამედროვე გაგრძელებას და მის ჩასანაცვლებლად იყო განკუთვნილი.
1982 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავარდა ახალი ყუმბარმტყორცნის, FGR-17 Viper ის პროექტი, რითაც ძველი M72 ების ჩანაცვლებას აპირებდნენ. 1983 წელს გამოცხადებულ კონკურსში ექვს ყუმბამრტყორცნს შორის შვედურმა AT4 მა გაიმარჯვა.  1987 წელს  ყუმბარმტყორცნის ამერიკული მოდიფიკაცია ინდექსით M136 ამერიკის საზღვაო ქვეიითა კორპუსის და არმიის შეიარაღებაში შევიდა.
 AT4  სტანდარტული სქემითაა აწყობილი, გამშვები მილი მინაპლასტიკისგანაა დამზადებული და დახურულია ჰერმეტულად. 84 მმ რეაქტიული ყუმბარის ძრავი მყარსაწვავიანია და გასროლამდე მთლიანად იწვება გამშვებში. საბაზისო დამიზნების მოწყობილობა მექანიკურია, ჩარჩოსებური ტიპის, გარდა ამისა გამშვებზე დაყენებულია სპეციალური რელსი ოპტიკური ხელსაწყოს დასამაგრებლად. ამერიკულ M136 ებზე გამოიყენება ღამის ხედვის ხელსაწყოები AN/PAQ-4C, AN/PEQ-2, და  AN/PAS-13. სპეციალურად ქალაქის ბრძოლებისთვის შექმნილია მოდიფიკაცია AT4-CS, რომელსაც უკანა ნაწილში დამატებული აქვს გამოყოფილი აირების ჩამხშობი მოწყობილობა, ამიტომ მისი სროლა  დახურული ოთახიდანაც არის შესაძლებელი. ყუმბარმტყორცნის მოდიფიკაცია AT4 CS AST კი ისვრის სპეციალურ ტანდემურ ბუნკერსაწინააღმდეგო ყუმბარას, რომელიც საფორტიფიკაციო ნაგებაზე მოხვედრისას მასში აღწევს და შიგნით ფეთქდება.

ძირითადი მოდიფიკაციები

დასახელებაყუმბარის
ტიპი
საერთო მასასაერთო სიგრძეკალიბრიჯავშანგამტანობაყუმბარის საწყისი
სიჩქარე
სროლის ეფექტური მანძილი
AT4 HEATკუმულაციური6,71.02 მმ84 მმ420290700
AT4 CS HPგაზრდილი ჯავშანგამტანობის
კუმულაციური
7,81.04 მ84 მმ500 – 600 მმ220
AT4 CS ASTტანდემური ბუნკერსაწინააღმდეგო8,91,02 მმ84 მმ220
AT8ბუნკერსაწინააღმდეგო7.31,02 მმ84 მმ200 მმ250 მ
AT-4  M136
ტანდემური ბუნკერსაწინააღმდეგო AT-4CS  AST
გაზრდილი ჯავშანგამტანობის კუმულაციური  AT-4 CS HP


ისრაელი


SHIPON

ისრაელის წარმოების ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი SHIPON ის შექმნა 1990 იანი წლების ბოლოს დაიწყო, საიარაღო კომპანიების IMI-ის და RAFAEL-ის მიერმისი პირველი წარდგენა 2003 წელს მოხდა და დღეისათვის შეიარაღებაში ძირითადად ისრაელის სპეცდანიშნულების ძალებს აქვთ. ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია დამიზნების მრავლფუნქციური ხელსაწყოთი, რომელიც მოიცავს მანძილმზომს, სროლის ტრაექტორიის მაჩნვენებელს და ტემპერატურის საზომს. ყუმბარმტყორცნის საერთო წონაა 9 კგ. კალიბრი 96 მმ.
არსებობს ორი მოდიფიკაცია:
 ჯავშანსაწინააღმდეგო, ტანდემური კუმულაციური გასროლით, სროლის მანძილი 600 მეტრი. ჯავშანგამტანობა 800 მმ, დინამიური დაცვით აღჭურვილ ჯავშანზე.
 ბუნკერსაწინააღმდეგო გასროლა, ტანდემური საბრძოლო ნაწილით, რომელშიც წინა მუხტი კუმულაციურია მეორე ძირითადი მუხტი კი მსხვრევად ფუგასური, ძირითადად განკუთვნილია მცირე ზომის საფორტიფიკაციო ნაგებობების და ოთახებში გამაგრებული მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.

ისრაელ-სინგაპური


MATADOR

90 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი MATADOR (RGW-90) შექმნილია გერმანული ყუმბარმტყორცნის Armbrust ის ბაზაზე. მასზე მუშაობა 1990 წელს დაიწყეს, სინგაპურულმა სააგენტომ DSTA, ებრაულმა კომპანია Rafael Advanced Defense Systems და გერმანულმა Dynamit Nobel Defence-მა. დღეისათვის მატადორი შეიარაღებაში აქვთ ისრაელის, სინგაპურის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სლოვენიის  შეიარაღებულ ძალებს.
ყუმბარმტყორცნის გამშვები მინაპლასტიკისგანაა დამზადებული და დამიზნებისთვის მასზე მონტაჟდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყო.
არსებობს ყუმბარმტყორცნის სამი ძირითადი მოდიფიკაცია, განსხვავებული საბრძოლო ნაწილით და დანიშნულებით.
MATADOR-MP – კუმულაციური, მრავალფუნქციური
MATADOR-WB – კედლის გასანგრევი
MATADOR-AS  – ბუნკერსაწინააღმდეგო, ტანდემური მსხვრევად ფუგასური
  ბუნკერსაწინააღმდეგო MATADOR-AS გამოიყენება შედარებით მცირედ გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობების წინააღმდეგ, მოხვედრისას ხვრეტს მის კედელს და შიგ მყოფ პირად შემადგენლობას ნამსხვრევებით აზიანებს.
კედლის გასანგრევი MATADOR-WB გამოიყენება დასახლებულ პუნქტში ბრძოლისას და მისი საშუალებით კედელში სწრაფად შეიძლება გასასვლელის გაკეთება.
მრავალფუნქციური MATADOR-MP გამოიყენება როფორც შენობების და საფორტიფიკაციო ნაგებობების ასევე ჯავშანტექნიკის წინააღმდეგაც.
  ყუმბარმტყორცნს უკანა ნაწილში აქვს გამონაბოლქვი გაზების ჩამხშობი მოწყობილობა,  რაც მისი საშუალო ზომის ოთახიდან სროლის საშუალებას იძლევა. ყუმბარმტყორცნი ისრაელის ცახალის მიერ აქტიურად გამოიყენებოდა ოპერაციებში ,,ჩამოსხმული ტყვია,,  რომელიც 2008-2009 წლების დეკემბერ-იანვარში ჩატარდა ღაზა სექტორში.

დასახელებაMATADOR-ASMATADOR-WBMATADOR-MP
წონა101311,3
სიგრძე111
გამშვების კალიბრი909090
ეფექტური სროლის მანძილი400120500
მინიმალური სროლის მანძილი102014
გამშვების ტიპიერთჯერადიერთჯერადიერთჯერადი
სამიზნე მოწყობილობაოპტიკურიმანათობელიმანათობელი
ინტეგრირებული ლაზერულ მანძილმზოთან
დახურული შენობიდა სროლისას ოთახის მინიმუმი დასაშვები ფართობი15მ315მ315მ3
ექსპლუატაციის დასაშვები ტემპერატურა-40°C დან +63°C მდე                     -40°C დან +63°C მდე-40°C დან
+63°C მდე

MATADORის მოდიფიკაციები

MATADOR-ის სამი სახის ყუმბარის მოქმედების შედეგი

ებრაელი ჯარისკაცები MATADOR ებით, ოპერაცია ,,ჩამოსხმული ტყვია,,

ბრაზილია


ALAC

ბრაზილიური 84 მმ მსუბუქი ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ALAC. შექმნილია შვედური AT-4 ის ბაზაზე, თუმცა მისგან განსხვავებით საგრძნობლად აქვს შემცირებული სროლის მანძილი და ჯავშანგამტანობა. ყუმბარმტყორცნის გამშვები სხვა ნიმუშების მსგავსად მინაპლასტიკისგანაა დამზადებული, დამიზნებისათვის გამოიყენება მექანიკური სამიზნეები. ყუმბარმტყორცნი შეიარაღებაში აქვს ბრაზილიის არმიას.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაALAC (Arma Leve Anticarro)
მწარმოებელიბრაზილია (IMBEL)
წონა7.7 კგ
სიგრძე1.020 მეტრი
კალიბრი84 მმ
ყუმბარის ტიპირეაქტიული/ კუმულაციური
საწყისი სიჩქარე240 მ/წმ
სროლის ეფექური მანძილი300 მ
ჯავშანგამტანობა250–300 მმ
ყუმბარის მასა2.35  კგ

ესპანეთი

C90-CR (M3)

ესპანური 90 მმ კალიბრის ყუმბარმტყორცნი C90-CR შეიმუშავა ესპანურმა კომპანიამ Instalaza SA.  ესპანეთის არმიის შეიარაღებაში შევიდა 1987 წელს.
ყუმბარმტყორცნი კლასიკური სქემითაა დამზადებული, შედგება გამშვებილი მილისგან, სამიზნე მოწყობილობისგან და ყუმბარისგან.
სამიზნე მოწყობილობა ძირითადად ორი სახისაა, ჩვეულებრივი ოპტიკური დღის ხედვის 2 ჯერადი გადიდების და ღამის ხედვის სამიზნე VN-38c.
დღემდე გამოშვებულია ყუმბარმტყორცნის რამდენიმე მოდიფიკაცია, სხვადასხვა დანიშნულებით და ტექნიკური მონაცმებით.
ყუმბარმტყორცნი დღესათვის შეიარაღებაში აქვს, ესპანეთს, იტალიას, ინდოეთს, ინდონეზიას, მალაიზიას, ეკვადორს, კოლუმბიას და ესტონეთს.

მოდიფიკაციები


C-90-CR (M3) – ტანკსაწინააღმდეგო, კუმულაციური ყუმბარით
C-90-CR-RB (M3) – ტანკსაწინააღმდეგო, გაუმჯობესებული კუმულაციური ყუმბარით
C-90-CR-AM (M3) – ბუნკერსაწინააღმდეგო, კუმულაციურ-მსხვრევადი ყუმბარით.
C-90-CR-FIM (M3) – საკვამლე-ცეცხლგამჩენი ყუმბარა. წითელი ფოსფორით
C-90-CR-BK (M3) – ბუნკერსაწინააღმდეგო. ტანდემური  კუმულაციურ-მსხვრევადი ყუმბარით.
C-90-CR-IN (M3) – სასწავლო მოდიფიკაცია

დასახელებაC90-CR(M3)C90-CR
RB(M3)
C90-CR
AM(M3)
C90-CR FIM(M3)   C90-CR
BK(M3)
დანიშნულებატანკსაწინააღმდეგოტანკსაწინააღმდეგობუნკერსაწინააღმდეგო
ქვეითსაწინააღმდეგო
საკვამლე
ცეცხლგამჩენი        
ბუნკერ
საწინააღმდეგო
კალიბრი90 მმ90 მმ90 მმ90 მმ90 მმ
სიგრძე
სატრანსპორტო/
საბრძოლო
983 / 943 მმ983 / 943 მმ983 / 943 მმ983 / 943 მმ983 / 943 მმ
მასა
სატრანსპორტო/
საბრძოლო
5,0 / 4,7 კგ5,0 / 4,7 კგ5,0 / 4,7 კგ5,6 / 5,3 კგ5,4 / 5,1 კგ
ჯავშანგამტანობა
ფოლადი
400480220—–70
ჯავშანგამტანობა
რკინაბეტონი
1,0 მეტრი 1,2 მეტრი0,65 მეტრი—–300 მმ
მსხვრევადი
ფრაგმენტები
1000
დაზიანების რადიუსი21 მეტრი
სროლის ეფექტური მანძილი450 მეტრი450 მეტრი200 – 800 მეტრი200 – 750 მეტრი400 მეტრი
კუმულაციური C-90-CR (M3)
2 X გადიდების დღის სამიზნე
ღამის ხედვის სამიზნე VN-38c

საფრანგეთი

SARPAC

საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში პირველი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი იყო SARPAC, რომელიც კომპანია Hotchkiss-Brandt-მა 1970 წელს შეიმუშავა.
ყუმბარმტყორცნი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც ჯავშანსაწინააღმდეგო, ასევე ბუნკერსაწინააღმდეგო საშუალებად. SARPAC აწყობილია როგორც ჩ ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი, თუმცა  მისი გამშვებიდან შესაძლებელია მაქსიმუმ 30 გასროლის გაკეთება. გასროლილას ყუმბარმტყორცნში იდება ერთჯერად ჰერმეტულ ცილინდრულ პაკეტში მოთავსებული გასროლა.
ყუმბარმტყორცნი შედგება ტელესკოპური გამშვებისგან, მექანიკური სამიზნე მოწყობილობისგან და სასხლეტი მექანიზმისგან.
სამიზნე მოწყობილობა ორიგინალური ტიპისაა და პარალელეპიპედის ფორმა აქვს, მის წინა ნაწილში დატანებულია სპეციალური ბადე, რაც მოძრავ სამიზნეებზე სროლის საშუალებას იძლევა. ყუმბარმტყორცნიდან შესაძლებელია კუმულაციური, ფუგასური, მანათობელი და  ცეცხლგამჩენი ყუმბარების სროლა. საფრანგეთის გარდა SARPAC შეიარაღებაში აქვთ ფინეთს და მალაიზიას.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაSARPAC
მწარმოებელისაფრანგეთი – Hotchkiss-Brandt
მასა2.97 კგ
სიგრძე სატრანსპორტო / საბრძოლო765 / 1017 მმ
კალიბრი68 მმ
ყუმბარის სახეობაკუმულაციური/ფუგასური/
მანათობელი/ ცეცხლგამჩენი
საწყისი სიჩქარე92 – 150 მ/წმ
სროლის მაქსიმალური მანძილი700 – 800 მ
სროლის ეფექური მანძილი150 – 200 მ


APILAS

ფრანგული 112 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი APILAS (Armor Piercing Infantry Light Arm Syste) შექმნილია კომპანია GIAT Industries-ს მიერ. საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში შევიდა 1983 წელს. ყუმბარმტყორცნი გათვლილია მძიმე ტანკების წინააღმდეგ საბრძოლველად და დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნად ითვლება.
ყუმბარმტყორცნი APILAS-ის შემადგენელი ნაწილებია: არმირებული მინაპლასტიკის  სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი, ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა. დამრტმელ-გამშვები მექანიზმი,  სახელური,  მსროლელის სახელის ცეცხლისგაგან დამცავი ფარიაქტიურ რეაქტიული კუმულაციური გასროლა.
ოპტიკური სამიზნე 4 ჯერადი გადიდებისაა და  გასროლის შემდეგ იხსნება.  დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი ელექტრონულია და მუშაობს სპეციალური ელემენტის საშუალებით, მექანიზმი გასროლისას ააქტიურებს ყუმბარის სასტარტო მუხტს. გასროლის შემდეგ ყუმბარას ეხსნება 8 ფრთიანი სტაბილიზატორი, 10 მეტრის გაფრენის შემდეგ კი ირთვება რეაქტიული ძრავი. 25 მეტრის გაფრენის შემდეგ კი ირთვება ყუმბარის პიზოელემენტიანი ამფეთქი. კუმულაციური მუხტსი 1,5 კგ ს იწონის. ყუმბარა კი 4,3 კგს.  ყუმბარის მაქსიმალური ჯავშანგამტანობა 80° კუთხით მოხვედრისას არის 760 მმ. ყუმბარის ფრენის დრო 330 მეტრზე – 1,2 წმ, 500 მეტრზე  – 1,9 წმ.
APILAS შეიარაღებაში აქვთ საფრანგეთს, ფინეთს, იორდანიას, იტალიას, ბელგიას, ჩილეს, კოლუმბიას, სამხრეთ კორეას, საუდის არაბეთს, ტაივანს, კვიპროსს და საბერძნეთს  მსოფლიო საიარაღო ბაზარზე დღეისათვის მისი ფასი 2000 დოლარია.

PILAS-ის 108 მმ კალიბრის გასროლა

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაAPILAS
მწარმოებელისაფრანგეთი GIAT Industries
მასა საბრძოლო მდგომარეობაში9 კგ
გასროლის მასა4,3 კგ
გასროლის კალიბრი108 მმ
ყუმბარმტყორცნის კალიბრი112 მმ
ყუმბარმტყორცნის სიგრძე1290 მმ
გასროლის სიგრძე925 მმ
ყუმბარის სახეობაკუმულაციური/აქტიურ-რეაქტიული
საწყისი სიჩქარე293 მ/წმ
სროლის ეფექური მანძილი330 მეტრი
ჯავშანგამტანობა700 მმ  ჰომოგენური ფოლადის ჯავშანი



Wasp 58

ფრანგული 58 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო მსუბუქი ყუმბარმტყორცნი Wasp 58 შეიქმნა 89 იანი წლების ბოლოს, კომპანია  Luchaire SA-ის მიერ. კონსტრუქტორების მიზანი იყო შეექმნათ მსუბუქი ყუმბარმტყორცნი, რომელიც ჩაანაცვლებდა საშაშხანი ყუმბარებს, მარტივი გამოსაყენებელი იქნებოდა ერთი ჯარისკაცისათვის და არ დაჭირდებოდა დამხმარე პერსონალი. ყუმბარმტყორცნი განკუთვნილია ტანკების და მსუბუქად შეჯავშნული სამიზნეების დასაზიანებლად მაქსიმალურ 400 მეტრზე. ყუმბარმტყორცნი სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი მინაპლასტიკისგანაა დამზადებული და ქარხანაშივე ილუქება ჰერმეტულად. გასროლა შექმნილია მოძველებული საშაშხანე ყუმბარის AC-58 ის ბაზაზე, შეუძლია გაიტანოს 250 მმ-მდე ჰომოგენული ჯავშანი და 400 მმ-მდე ხისგან და მიწისგან ნაგები საფორტიფიკაციო ნაგებობა (ბლინდაჟი). სულ გამოშვებულია 450 000 მდე ამ ტიპის ყუმბარმტყორცნი. დღეისათვის შეიარაღებაში აქვთ საფრანგეთის სპეცდანიშნულების ნაწილებს, როგორც მსუბუქი, შედარებით სუსტი შესაძლებლობების ინდივიდუალური ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი. ასევე მისი ლიცენზირებულ ვარიანტს აწყობდა საბერძნეთიც საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაWasp 58
მწარმოებელისაფრანგეთი – Luchaire SA
მასა3 კგ
ყუმბარის მასა550 გრ
გამშვების კონტეინერის მასა615 გრ
სიგრძე800 მმ
კალიბრი58 მმ
ყუმბარის სახეობაკუმულაციური
ჯავშანგამტანობა
    ჯავშანი / ბლინდაჟი

250 / 400
საწყისი სიჩქარე250 მ/წმ
სროლის ეფექური მანძილი300  მ

დიდი ბრიტანეთი

LAW-80
  94 მმ კალიბრის  ინგლისური ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი LAW 80 (Light Anti-armour Weapon 80) შექმნილია კომპანია Hunting Engineering-ის მიერ. ყუმბარმტყორცნზე მუშაობა დაიწყო 1977 წელს, 1980 по 1982 წლებში, საპოლიგონი გამოცდებს 1980 დან 1982 წლამდე გადიოდა, 1983 წელს კი LAW 80 დიდი ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაში შევიდა.
ყუმბარმტყორცნი სხვა ანალოგების მსგავსად მინაპლასტიკის კონტეინერისგან, სამიზნე მოწყობილობისგან, სასხლეტი მექანიზმისგან, სპეციალური გამმიზნავი მოწყობილობისგან და რეაქტიული ყუმბარისგან შედგება.
გამშვები კონტეინერი ტელესკოპურია, შიდა ნაწილი რომელშიც ყუმბარაა მოთავსებული 500 მმ სიგრძისაა. სატრანსპორტო მდგომრეობაში გამშვები ორივე მხრიდან დახურულია ჰერმეტული ხუფით.
 92 მმ კალიბრის კუმულაციური ყუმბარა,  შექმნილია კომპანია Royal Ordnance-ს მიერ და განკუთვნილია როგორც ჯავშანტექნიკის ასევე გამაგრებული ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად.  აქვს პიზოელექტრონული ამფეთქი.
სამიზნე მოწყობილობა სამი სახისაა, ოპტიკური, მექანიკური და Kite-ის ტიპის ღამის ხედვის სამიზნე, 4-ჯერადი გადიდებით, ხედვის მანძილი 400 მეტრი.
სპეციალური გამმიზნავი მოწყობილობა წარმოადგენს კორპუში ჩასმულ მცირე ზომის შაშხანას, 5 ცალი 9 x 51 მმ კალიბრის ტრასირებადი მანათობელი ვაზნით, მოწყობილობა გამოიყენება გასროლამდე სამიზნეში შესწორების გასაკეთებლად.
LAW 80-ებს ბრიტანეთის შეიარღებული ძალები იყენებდა ფოლკლენდის ომში.

LAW 80 საბრძოლო და სატრანსპორტო მდგომარეობაში

LAW 80 ის შემადგენელი დეტალები

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაLAW-80
მწარმოებელიდიდი ბრიტანეთი – Hunting Engineering
მასა10 კგ
ყუმბარის მასა4.6 კგ
გამშვების კონტეინერის მასა9 კგ
სიგრძე: გახსნილი / დაკეცილი1.5 / 1 მეტრი
კალიბრი94 მმ
ყუმბარის სახეობაკუმულაციური
ჯავშანგამტანობა600 მმ
საწყისი სიჩქარე330 მ/წმ
სროლის ეფექური მანძილი500 მეტრი
ექსპლუატაციის დასაშვები ტემპერატურა-46 °C დან +65 °C მდე
შენახვის ვადა10 წელი


გერმანია



Armbrust 

გერმანული ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი Armbrust კომპანია   Messerschmitt-Bolkow-Blohm-მა 1970-იან წლებში შეიმუშავა დასავლეთ გერმანიაში. ყუმბარტმყორცნი განკუთვნილია ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია ქალაქში ურბანული ტიპის ბრძოლებისას, ოთახიდან სროლისას უკანა გამონაბოლქვის შესამცირებლად ყუმბარმტყორცნის გამშვებში, გამომგდები მუხტის უკან ჩადებულია სპეციალური ჩამხშობი მასა, რომელიც სროლისას უკანა სახიფათო ზონას 1 მეტრამდე ამცირებს. გამშვები კონტეინერი აღჭურვილია სარკისებური სამიზნე მოწყობილობით და სახელურით. ღამით სროლისათვის გამშვებზე მაგრდება ღამის ხედვის მოწყობილობა და ლაზერული მარკერი.
ყუმბარა ოთხი სახისაა კუმულაციური და მსხვრევადი, აღჭურვილია პიზელექტრონული ამფეთქით და სტაბილიტაზორით.
საბრძოლო ნაწილის მიხედვით არსებობს ყუმბარმტყორცნის 4 მოდიფიკაცია:
Armbrust AT –  კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო
Armbrust АР – მსხვრევადი ქვეითსაწინააღმდეგო, დაზიანების რადიუსი 14 მეტრი
Armbrust UB – სასწავლო ვარიანტი
Armbrust SC – პრაქტიკული ვარიანტი, სასწავლო სროლებისთვის.                                  

 დღესათვის ყუმბარმტყორცნის წარმოება გერმანიაში შეწყვეტილია, არსებული მარაგი კი დაკონსერვებული. Armbrust-ის ლიცენზირებული ვარიანტები იწყობოდა სინგაპურსა და ბელგიაში. ყუმბარმტყორცნი გამოიყენებოდა რამდენიმე სხვადასხვა ომში, მათ შორის იუგოსლავიის და კამბოჯა-ვიეტნამის ომებში. დღეისათვის შეიარაღებაში აქვთ: ინდონეზიას, სლოვენიას, ჩილეს, ბრუნეის და კამბოჯას. 

Armbrust-ში ყუმბარის  და  გამომგდები მუხტის განლაგების სქემა

პრაქტიკული მოდიფიკაცია Armbrust SC

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაArmbrust
მწარმოებელიგერმანია – Messerschmitt-Bolkow-Blohm
მასა 6.3 კგ
ყუმბარის მასა 1 კგ
გამშვების დიამეტრი75 მმ
სიგრძე: გახსნილი / დაკეცილი 850 მმ
ყუმბარის კალიბრი 67 მმ
ყუმბარის სახეობაკუმულაციური / მსხვრევადი
ჯავშანგამტანობა 300 მმ
საწყისი სიჩქარე 220 მ/წმ
სროლის ეფექური მანძილი300 მეტრი
სროლის მაქსიმალური მანძილი1500 მეტრი

Panzerfaust 3
ერთჯერადი 60 მმ-იანი ზეკალიბრული ყუმბარმტყორცნი Panzerfaust 3 შექმნილია  კომპანია Dynamit Nobel AG-ს მიერ. მასზე მუშაობა 1978 წელს დაიწყო დასავლეთ გერმანიაში, ბუნდესვერის შეიარაღებაში კი ათი წლის შემდეგ 1987 წელს შევიდა. მასიური წარმოება  1990 წლიდან დაიწყო.
ყუმბარმტყორცნი განკუთვნილია ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და  გამაგრებული ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნის  შემადგენელი ნაწილებია: გამშვები მოწყობილობა, ერთჯერადი გამშვები კონტეინერი ყუმბარით.
გამშვები მოწყობილობა უნიფიცირებულია, გასროლის შემდეგ იხსნება და მაგრდება სხვა გამშვებ კონტეინერზე.  ხელსაწყოზე დაყენებულია მანძილმზომი ბადით  აღჭურვილი ოპტიკური სამიზნე. T600 ა IT600 მოდიფიკაციებზე გამოიყენება ახალი კომპიუტერიზირებული მოდული Dynarange, რომელზეც ასევე ყენდება  ღამის ხედვის სამიზნე Simrad KN205F და ლაზერული მანძილმზომი Simrad IS2000.  მოდული იწონის  2.3 კგ-ს.

 
გამშვები მოწყობილობები: მარცხნივ სტანდარტული,
მარჯვნივ კომპიუტერიზირებული Dynarange

სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი ტრადიციულად მინაპლასტიკისგანაა დამზადებული, მისი შიდა დიამეტრი 60 მმ-ია. გასროლა დინამორეაქტიულია და უკან დამატებული აქვს გამონაბოლქვის ჩამხშობი მასა, რაც დახურული შენობიდან სროლის საშუალებას იძლევა.
არსებობს Panzerfaust 3 ის ოთხი მოდიფიკაცია, გაუმჯობესებული მონაცემებით და შეცვლილი დანიშნულებით.

Panzerfaust 3 – საბაზო ვარიანტი. ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური გასროლით 
DM-12 და DM12A1.
Panzerfaust 3-T600 – მოდიფიცირებული ვარიანტი. გაზრდილი ჯავშანგამტანობის ტანკსაწინააღმდეგო ტანდემური კუმულაციური გასროლით DM-21 და დამიზნების  ახალი კომპიუტერიზირებული ხელსაწყოთი Dynarange.
Panzerfaust 3-IT600 – მოდიფიცირებული ვარიანტი. გაზრდილი ჯავშანგამტანობის ტანკსაწინააღმდეგო ორრეჟიმიანი ტანდემური კუმულაციური  გასროლით და დამიზნების  ახალი კომპიუტერიზირებული ხელსაწყოთი Dynarange.
Bunkerfaust 3 – ბუნკერსაწინააღმდეგო ფუგასური გასროლით DM-32.

ყუმბარმტყორცნი დღესათვის შეიარაღებაში აქვთ: გერმანიას, ავსტრიას, იტალიას, იაპონიას, ჰოლანდიას, სამხრეთ კორეას და შვეიცარიას.

დასახელებაPanzerfaust 3Panzerfaust 3-T600Panzerfaust 3-IT600Bunkerfaust 3
დანიშნულებატანკსაწინააღმდეგოტანკსაწინააღმდეგოტანკსაწინააღმდეგობუნკერსაწინააღმდეგო
კალიბრი
გამშვები / ყუმბარა
60 / 110 მმ60 / 110 მმ60 / 110 მმ60 / 110 მმ
სიგრძე1350 მმ 1400 მმ1400 მმ1270 მმ
მასა12,9 კგ13,3 კგ15,1 კგ13,3 კგ
ჯავშანგამტანობა 400 მმ700 მმ-მდე
დინამიური დაცვით
900 მმ-მდე
დინამიური
დაცვით
17 მმ ჯავშანი
360 მმ აგურის კედელი
სროლის ეფექტური მანძილი
მოძრავ / უძრავ სამიზნეზე
 300 / 400 მეტრი300 / 400 მეტრი
600 მეტრი
Dynarange-ის ტიპის
სამიზნით.
300 / 400 მეტრი
600 მეტრი
Dynarange-ის ტიპის
სამიზნით.
400 მეტრი
ყუმბარის საწყისი სიჩქარე160 მ/წმ150 მ/წმ150 მ/წმ149 მ/წმ

ჩეხეთი

РПГ-75

 68 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი RPG-75 ჩეხოსლოვაკიის არმიის შეაირაღებაში 1975 წელს შევიდა. დღეისათვის კი ყუმბარმტყორცნს აწარმოებს კომპანია МОЕХ.
ყუმბარმტყორცნი შედგება ტელესკოპურად დასაკეცი ორ ნაწილიანი გამშვებისგან, მასზე დამაგრებული მექანიკური სამიზნე მოწყობილობისგან, დამრტყმელი მექანიზმისგან და დურალუმინის კონტეინერში მოთავსებული კუმულაციური გასროლისგან.  გასროლას აქვს არატრადიციული ფორმა, არ აქვს სტაბილიზატორი ფრთები და აღჭურვილია თვითლიკვიდატორით.
გასროლის წინ ყუმბარმტყორცნი იხსნება, რა დროსაც სპეციალური ბაგირის დაჭიმვით ხდება სასხლეტი მექანიზმის შეყენება. გასროლისას გამომგდები მუხტის დაწვა ხდება ყუმბარმტყორცნშივე და ყუმბარა კინეტიკური ენერგიის ხარჯზე გაიტყორცნება. ყუმბარმტყორცნის უკანა ნაწილში დაკრულია სროლის ინსტრუქცია.

არსებობს ყუმბარმტყორცნის რამდენიმე მოდიფიკაცია:
RPG-Nh-75 – ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ყუმბარით  PrNh.
RPG-75-TB – თერმობარული ყუმბარით, განკუთვნილია საცეცხლე წერტილების და შენობების გასანადგურებლად.
RPG-Cv-75 – სასწავლო-სავარჯიშო  მოდიფიკაცია,პირადი შემადგენლობის მომზადებისთვის.
RPG-Sk-75 – სასწავლო-სასკოლო მოდიფიკაცია.

RPG-75 სატრანსპორტო და საბრძოლო მდგომარეობაში

 კუმულაციური ყუმბარა  PrNh და მისი გამომგდები მუხტი ჭრილში

თერმობარული RPG-75-TB 

ყუმბარმტყორცი RPG-75 საბრძოლო მდგომარეობში, ჭრილი

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაРПГ-75
მწარმოებელიჩეხეთი – МОЕХ
კალიბრი68 მმ
მასა3,2 კგ
ყუმბარმტორცნის სიგრძე
გახსნილი / დაკეცილი
890 / 630 მმ
ყუმბარის საწყისი სიჩქარე189 მ / წმ
ყუმბარის კალიბრი67 მმ
ყუმბარის სახეობაკუმულაციური
ჯავშანგამტანობა300 მმ
სროლის მაქსიმალური მანძილი300 მეტრი
თვითლიკვიდატორის მოქმედების დრო3-6 წამი


ჩინეთი


PF-89

ჩინური 80 მმ კალიბრის ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი PF-89 იწარმოება კომპანია Norinco-ს მიერ. იგი განკუთვნილია ტანკების, მსუბუქი ჯავშანმანქანების და ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნი სტანდარტული სქემისაა და შედგება მინაპლასტიკის სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერისგან, მასში მოთავსებული რეაქტიული ყუმბარისგან, გამშვებ-სასხლეტი მექანიზმისგან და დამიზნების ოპტიკური მოწყობილობისგან.
სატრანსპორტო მდგომარეობაში ყუმბარმტყორცნის გამშვები ორივე მხრიდან დალუქულია ჰერმეტული ხუფებით. ყუმბარმტორცნის ზედა ნაწილზე დაყენებულია სპეციალური სატრანსპორტო სახელური.
რეაქტიული ყუმბარა 80 მმ კალიბრისაა, აქვს კუმულაციური საბრძოლო მუხტი და პიზოელექტრონული ამფეთქი. გაშვება ხდება სასტარტო დენთის მუხტით.

არსებობს ყუმბარმყორცნის 3 ძირითადი მოდიფიკაცია, განსხვავებული საბრძოლო ნაწილით და დანიშნულებით.
PF-89   – სტანდარტული კუმულაციური მუხტით
PF-89A – ბუნკერსაწინააღმდეგო კუმულაციურ-ფუგასური მუხტით
PF-89A2 – ბუნკერსაწინააღმდეგო გაუმჯობესებული კუმულაციურ-ფუგასური მუხტით
PF-89B – ტანდემური კუმულაციური მუხტით
……………………..


PF-89
   – სტანდარტული კუმულაციური მუხტით
PF-89A – ბუნკერსაწინააღმდეგო კუმულაციურ-ფუგასური მუხტით
PF-89A2 – ბუნკერსაწინააღმდეგო გაუმჯობესებული კუმულაციურ-ფუგასური მუხტით
PF-89B – ტანდემური კუმულაციური მუხტით
სტანდარტული PF-89,  ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაPF-89
მწარმოებელიჩინეთი- Norinco
კალიბრი80 მმ
ყუმბარმტყორცნის მასა3,7 კგ
(PF89A – 4.2 კგ, PF89B – 4.7 კგ,)
ყუმბარის მასა1,84 კგ
ყუმბარმტორცნის სიგრძე900 მმ
ყუმბარის საწყისი სიჩქარე147 მ/წმ
ყუმბარის სახეობაკუმულაციური
ჯავშანგამტანობა
65º  კუთხით მოხვედრისას180  მმ
90º  კუთხით მოხვედრისას630 მმ
სროლის სამიზნე მანძილი200


DZJ-08

 ჩინური 80 მმ კალიბრის ბუნკერსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი DZJ-08 იწარმოება კომპანია Norinco-ს მიერ. ის  ჩინეთის სახალხო არმიამ შეიარაღებაში სულ რამდენიმე წლის წინ მიიღო. ყუმბარმტყორცნი განკუთვნილია ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების, შენობაში მყოფი მოწინააღმდეგის და მსუბუქად დაჯავშნული ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად.
მინაპლასტიკის გამშვები კონტეინერი  ერთჯერადია და სტანდარტულად შედგება: ოპტიკური სამიზნე მოწყობილობისგან, გამშვებ-სასხლეტი მექანიზმისგან და ტანდემურქობინიანი ყუმბარისგან. ყუმბარის წინა ნაწილში მოთავსებულია მცირე ზომის კუმულაციური, უკან კი მსხვრევად ფუგასური მუხტი. კუმულაციური მუხტით ხდება სამიზნის გახვრეტა, რის შემდეგაც მის შიდა სივრცეში აღწევს მთავარი მუხტის დეტონაციისას წარმოქმნილი ნამსხვრევები. ყუმბარის უკანა ნაწილში მოთავსებულია დენთის მუხტი და ჩამხშობი უკუმასა, რომელიც გასროლისას წარმოქმნილ ცეცხლს და წნევას თითწმის მთლიანად ყუმბარისკენ მიმართავს. ყუმბარის გამშვებიდან გასვლის შემდეგ ჩამხშობი უკუმასა უკანა მხრიდან ვარდება და ყუმბარმტყორცნის უკან გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს

DZJ-08
DZJ-08
 ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 
 დასახელებაDZJ-08
მწარმოებელიჩინეთი- Norinco
კალიბრი80 მმ
ყუმბარმტყორცნის მასა7,5 კგ
ყუმბარის მასა1,65 კგ
ყუმბარმტორცნის სიგრძე971 მმ
ყუმბარის სიგრძე428 მმ
ყუმბარის საწყისი სიჩქარე72 მ/წმ
ყუმბარის სახეობაკუმულაციურ-მსხვრევადი
ჯავშანგამტანობა
65º  კუთხით მოხვედრისას25 მმ  მმ,
ჯავშანში გაკეთებული ხვრელის დიამეტრი500  მმ
სროლის სამიზნე მანძილი300 მეტრი

საბჭოთა კავშირი – რუსეთი

  მსოფლიოში წარმოებულ ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით და მრავალფეროვნებით საბჭოთა და რუსული წარმოების ყუმბარმტყორცნებია წარმოდგენილი. 1938 წელს დაარსებულმა სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო გართიანება Базальт-მა და ტულის საკონსტრუქტორო ხელსაწყოთმშენებელმა ბიურომ წლების განმავლობაში ათობით სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი თუ რეაქტიული ცეცხლმტყორცნი დააპროექტა და წარმოებაში ჩაუშვა, რომლებიც მათ დასავლურ და სხვა ანალოგებთან შედარებით უფრო დაბალი ღირებულებით, კონსტრუქციის სიმარტივით და როგორც პრაქტიკამ აჩვენა მაღალი საიმედოობითაც გამოირჩევიან.
მათ შორისაა:
ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ყუმბარმტყორცნები – РПГ-18, РПГ-22, РПГ-26, РПГ-27, РПГ-28 და РПГ-30
რეაქტიული თერმობარული საშტურმე ყუმბარმტყორცნები –  РШГ-1 და РШГ-2
რეაქტიული მრავალფუნქციური ყუმბარმტყორცნი – РМГ
რეაქტიული ცეცხლმტყორცნები – РПО-А ШмельПДМ-А Шмель-М და მცირე ზომის რეაქტიული ცეცხლმტყორცნი МРО-А

………………………………………………………


РПГ-18 Муха

64 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-18 Муха შექმნილია ტულის საკონსტრუქტორო ბიურო ТКБ-076-ში. საბჭოთა არმიის შეიარაღებაში კი 1972 წელს შევიდა, ინდექსით 6Г12.
РПГ-18 პირველი საბჭოთა წარმოების ერთჯერადი ყუმბარმტყორცნია, მისი შექმნა დააჩქარა ამერიკის არმიის შეიარაღებაში ერთჯერადი M-72 ის გამოჩენამ, რომელსაც ამერიკელი სამხედროები აქტიურად იყენებდნენ ვიეტნამში, საიდანაც  გარკვეული რაოდენობის ნაალაფარი M-72 ები საბჭოთა კავშირშიც მოხვდა. შედეგად РПГ-18 ის შექმნისას მისმა კონსტრუქტორებმა ამერიკული ყუმბარმტყორცნიდან ბევრი ტექნიკური თავისებურება გადაიღეს. ზოგი დეტალი კი ფაქტიურად პირდაპირ დააკოპირეს.



РПГ-18 Муха 
 საბრძოლო და სალაშქრო მდგომარეობაში (ჭრილი)

РПГ-18 შედგება ტელესკოპურად დასაკეცი გამშვებ-სატრანსპორტო კონტეინერისგან, სამიზნე მოწყობილობისგან, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმისგან და კუმულაციური ყუმბარისგან.
გამშვები კონტეინერი გარე მინაპლასტიკის და შიდა ალუმინის მილისგან შედგება, რომელშიც კუმულაციური ყუმბარა ПГ-18 და სასტარტო დენთის მუხტია მოთავსებული.  გარე მილი დამზადებულია Т13 მარკის მინაპლასტიკის მასალისგან და დაფარულია ЭП-5122 მარკის ცეცხლგამძლე ლაქით. შიდა გამშვები მილი კი დამზადებულია 65ХЗД1Т და 65ХЗАМг6М მარკის ალუმინის შენადნობისგან. სატრანსპორტო მდგომარეობაში გამშვები ორივე მხრიდან დალუქულია ხუფებით.
სამიზნე მოწყობილობა შედგება წინა ზამბარიანი მუშკისგან და უკანა დიოპტრისგან. მუშკაზე დატანებულია მანძილის აღმნიშვნელი ციფრებით 5, 10, 15 და 20.  რაც 50, 100, 150 და 200 მეტრ მანძილებს შეესაბამება.
15 მეტრიან ნიშნულთან დატანებულია სპეციალური საზომი შტრიხები, რომელიც გამოიყენება ტანკამდე მანძილის გასაზომად, ტანკის წინა, ფრონტალური პროექტიის მიხედვით.

  • თუ ჰოროზონტალურ შტრიხებს შორის სიგანე ემთხვევა ტანკის სიგანეს, მაშასადამე ტანკამდე მანძილი არის 150 მეტრი.
  • თუ ჰოროზონტალურ შტრიხებს შორის სიგანე მეტია ტანკის სიგანეზე, მაშასადამე ტანკამდე მანძილი  150 მეტრზე მეტია.
  • თუ ჰოროზონტალურ შტრიხებს შორის სიგანე ნაკლებია ტანკის სიგანეზე, მაშასადამე ტანკამდე მანძილი 150 მეტრზე ნაკლებია. 

დიოპტრული სამიზნე აღჭურვილია ტემპერატურის შესწორების მოწყობილობით. -50° დან 0°С-მდე და 0°-დან +50°С მდე ჰაერის ტემპერატურაზე სროლისთვის.
კუმულაციური ყუმბარა ПГ-18 აღჭურვილია პიზოელექტრონული ამფეთქით ВП-18, რეაქტიული ძრავი კი შედგება: ППК-5 მარკის დენთის მუხტისგან, რეაქტიული საქშენისგან და სტაბილიზატორი ფრთებისგან. გასროლისას მუხტის დაწვა მთლიანად გამშვებში რაკეტის გამოსვლამდე ხდება, რაც მსროლელს დამაზიანებელი გამონაბოლქვისგან იცავს.


1. РПГ-18 Муха საბრძოლო მდგომარეობაში 2. რეაქტიული ყუმბარის საქშენი მაალებელი მილაკით 3. დიოპტრული სამიზნე 4. მუშკა.


ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა პირველ რიგში გავხსნათ უკანა ხუფი, გავშალოთ გამშვები მილი, ამ დროს ზამბარის საშუალებით მექანიკურად თავისით გაიხსნება წინა სამიზნე მუშკა და დამცავი ხუფიც. შემდეგ ხელის მოძრაობით  უკან გადმოვწიოთ დიოპტრული სამიზნე, ამით ხდება დამრტყმელი მექანიზმის შეყენება და ყუმბარმტყორცნიც მზადაა სასროლად. სროლისას უკან წარმოიქმნება 30 მეტრი სიგრძის და 90º სექტორის დაზიანების ზონა, სადაც პირადი შემადგენლობის და საბრძოლო მასალების ყოფნა აკრძალულია. ყუმბარმტყორცნის გაშლის და სასხლეტის შეყენების შემდეგ  მისი სატრანსპორტო მდგომარეობაში დაბრუნება აღარ ხდება.

РПГ-22 Нетто


72.5 მმ კალიბრის კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-22 Нетто შექმნილია ტულის საკონსტრუქტორო ბიურო ТКБ-0125-ში. საბჭოთა არმიის შეიარაღებაში კი 1979 წელს შევიდა, ინდექსით 6Г18. მისი წარმოება 1993 წლამდე გრძელდებოდა, გარდა საბჭოთა კავშირისა РПГ-22 ის ლიცენზირებულ ვარიანტს დღეისათვის აწარმოებს ბულგარული ფირმა ARSENAL.
ყუმბარმტყორცნის კონსტრუქცია წარმოადგენს მისი წინამორბედის РПГ-18 ის გაგრძელებას. აქვს უფრო მაღალი საიმედოობა, ახალი რეაქტიული სასტარტო ძრავი, გაზრდილი სროლის მანძილი და ჯავშნგამტანობა, შემცირებულია სიგრძე.



РПГ-22 Нетто სატრანსპორტო და საბრძოლო მდგომარეობაში


სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი ტელესკოპური კონსტრუქციისაა თუმცა РПГ-18 ისგან განსხვავებით, შიდა ალუმინის გამშვები მილი უძრავად მოთავსებულია მინაპლასტიკის საფარველში, წინა ნაწილში კი დაყენებულია პატარა ზომის გასაშლელი მილი, რომელიც სასხლეტი მექანიზმის შემყენებლის ფუნქციას ასრულებს.
სამიზნე მოწყობილობა შედგება წინა მუშკისგან და უკანა დიოპტრისგან. მუშკაზე დატანებულია მანძილის საზომი ნიშნულები, ციფრებით 5, 15 და 25, რომელიც მანძილებში 50, 150 და 250 მეტრს შეესაბამება. სატრანსპორტო მდგომარეობაში წინა მუშკა დამალულია ზედა გასაშლელი მოკლე მილის ქვეშ. დიოპტრული სამიზნე აღჭურვილია ტემპერატურის შესწორების მოწყობილობით. -50° დან 0°С-მდე და 0°-დან +50°С მდე ჰაერის ტემპერატურაზე სროლისთვის. სატრანსპორტო მდგომარეობაში დიოპტრული სამიზნე დაკეცილია და მის ქვეშ მოთავსებულია გამშვები ღილაკი.
 კუმულაციური ყუმბარა ПГ-22 აღჭურვილია პიზოელექტრონული ამფეთქით ВП-22, რეაქტიული ძრავი კი შედგება: 7/1 ТР В/А მარკის დენთის მუხტისგან, რეაქტიული საქშენისგან და სტაბილიზატორი ფრთებისგან. გასროლისას მუხტის დაწვა მთლიანად გამშვებში რაკეტის გამოსვლამდე ხდება, რაც მსროლელს დამაზიანებელი გამონაბოლქვისგან იცავს.

ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა პირველ რიგში გავხსნათ წინა დამცავი ხუფი, შემდეგ გავშალოთ წინა პატარა მილი, ვერტიკალურ მდგომარეობაში დავაყენოთ  დიოპტრული სამიზნე და ყუმბარმტყორცნიც მზადაა სასროლად.
სროლისას უკან წარმოიქმნება 30 მეტრი სიგრძის და 90º სექტორის დაზიანების ზონა, სადაც პირადი შემადგენლობის და საბრძოლო მასალების ყოფნა აკრძალულია. სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერზე დაკრულია ყუმბარმტყორცნის ექსპლუატაციის ინსტრუქცია.


1. РПГ-22 Нетто საბრძოლო მდგომარეობაში 2. დიოპტრული სამიზნე
3. РПГ-22 Нетто სატრანსპორტო მდგომარეობაში 4.  წინა სამიზნე მუშკა.

РПГ-26 Аглень

72.5 მმ კალიბრის მესამე თაობის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-26 Аглень შექმნილია საწარმოო გაერთიანება  Базальт-ში. საბჭოთა არმიის შეიარაღებაში კი 1985 წელს შევიდა, ინდექსით 6Г19. ყუმბარმტყორცნის კონსტრუქცია საგრძნობლად განსხვავებულია მისი წინამორბედი РПГ-18 და РПГ-22-ისგან. სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერის კონსტრუქცია უფრო გამარტივებულია და ნაცვლად ორი ტელესკოპურად დასაკეცისა, არის ერთი მთლიანი გამშვები მილი. ამიტომ გასროლისას არ საჭიროებს არც გაშლას და არც დამცავი ხუფების მოხსნას. ყუმბარმტყორცნის საერთო სიგრძე კიდევ უფრო დამოკლებულია და 770 მმ-ს შეადგენს. გამშვებ კოტეინერში მოთავსებულია კუმულაციური ყუმბარა ПГ-26. დენთის მუხტი ანალოგიურად სხვა მოდელებისა აქაც მთლიანად იწვება გამშვებში.


РПГ-26 Аглень სატრანსპორტო და საბრძოლო მდგომარეობაში


სამიზნე მოწყობილობა შედგება წინა მუშკისგან და უკანა დიოპტრისგან. მუშკაზე დატანებულია მანძილის ნიშნულები – 50, 150 და 250 მეტრზე დამიზნებით სროლისთვის.  დიოპტრი აღჭურვილია ჰაერის ტემპერატურაზე შესწორების სამ რეჟიმიანი მოწყობილობით.  ნიშნულებით “15“, “+” და ““.
ნიშნული “15” – როდესაც ჰაერის ტემპერატურა მერყეობს -15º დან +15º მდე.
ნიშნული  “+”  – როდესაც ჰაერის ტემპერატურა მეტია +15º ზე.
ნიშნული  “-“.  – როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნაკლებია -15º ზე.
სალაშქრო მდგომარეობაში ყოფნისას დიოპტრი დაკეცილია და ზემოდან ეფარება სასროლ ღილაკს.
ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა პირველ რიგში გავხსნათ წინა სამიზნე მუშკა, შემდეგ გამოვაძროთ დამცავი რგოლი, რის შედეგადად შეგვიძლია უკვე გავხსნათ უკანა დიოპტრული სამიზნეც და ყუმბარმტყორცნი მზადაა სასროლად.
სროლისას უკან წარმოიქმნება 30 მეტრი სიგრძის და 90º სექტორის დაზიანების ზონა, სადაც პირადი შემადგენლობის და საბრძოლო მასალების ყოფნა აკრძალულია. სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერზე დაკრულია ყუმბარმტყორცნის ექსპლუატაციის ინსტრუქცია.


1. РПГ-26 Аглень ჭრილში 2. РПГ-26 Аглень საბრძოლო მდგომარეობაში
3. წინა სამიზნე მუშკა 4. დიოპტრული სამიზნე

РПГ-27 ТАВОЛГА

105/64 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ტანდემური ყუმბარმტყორცნი РПГ-27 Таволга შექმნილია საწარმოო გაერთიანება  Базальт-ში. საბჭოთა არმიის შეიარაღებაში კი 1989 წელს შევიდა, ინდექსით 6Г22. მასში მოთავსებული რეაქტიული ყუმბარა ПГ-27 შექმნილია ყუმბარმტყორცნ  РПГ-7 ის ტანდემური გასროლა ПГ-7ВР ის ბაზაზე და მასთან მაქსიმალურადაა უნიფიცირებული. ყუმბარმტყორცნი სპეციალურად შეიქმნა გაძლიერებულ ჯავშნიანი, დინამიური დაცვით აღჭურვილი ტანკების გასანადგურებლად. რეაქტიულ ყუმბარაში ტანდემურად მოთავსებულია 64  და 105 მმ კალიბრის კუმულაციური მუხტები. პირველი პატარა მუხტი უზრუნველყოფს ტანკის დინამიური დაცვის დეტონაციას და მოცილებას, მეორე დიდი მუხტი კი გათვლილია ძირითადი ჯავშნის დაზიანებაზე.  ყუმბარა მოთავსებულია მინაპლასტიკის ჰერმეტულ სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერში. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, სამიზნე მოწყობილობები და სროლის პრინციპი ანალოგიურია წინამორბედი РПГ-26 ისა. გასროლისას სახიფათო ზონა 30 მეტრ მანძილზე და 90º სექტორზე ვრცელდება. 

РПГ-26 Аглень და РПГ-27 Таволга
РПГ-27 Таволга ჭრილში

РПГ-28 Клюква
125 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-28 წარმოადგენს საწარმოო გაერთიანება  Базальт-ის ერთ-ერთ ყველაზე უახლეს ნაწარმს, მისი ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა პირველად  2007 წელს მოხდა, აბუ დაბიში გამართულ  საერთაშორისო გამოფენაზე IDEX-2007.  ყუმბარმტყორცნი გათვლილია დღეისთვის არსებული და პერსპექტიული მძიმე ტანკების გასანადგურებლად, ასევე კარგად გამაგრებული ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების ჩასახშობად (დოტ,დზოტი). დანიშულებიდან გამომდინარე მისი გაბარიტები და მასა საკმაოდ დიდია და აღემატება დღეისათვის არსებულ უმეტეს ერთჯერად ყუმბარმტყორცნებს.
 ყუმბარმტყორცნის კონსტრუქცია მსგავსია РПГ-27-ისა და შედგება: მინაპლასტიკისგან დამზადებული მონობლოკური სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერისგან, მასში მოთავსებული ტანდემური კუმულაციური რეაქტიული ყუმბარისგან და სამიზნე მოწყობილობისგან. სამიზნე მოწყობილობა ორი სახისაა: მექანიკური და ოპტიკური. გამშვებ კონტეინერზე დაყენებულია სახელური და მხრის საბჯენი. რეაქტიულ ყუმბარაში ტანდემურად მოთავსებულია წინა პატარა და უკანა ძირითადი 125 მმ მუხტი. პირველი პატარა მუხტი უზრუნველყოფს ტანკის დინამიური დაცვის დეტონაციას და მოცილებას, მეორე დიდი მუხტი კი გათვლილია ძირითადი ჯავშნის დაზიანებაზე. ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა და გასროლა ხდება РПГ-26 ის ანალოგიურად. საბრძოლო მდგომარეობაში დაბრუნება კი ხდება უკუთანმიმდევრობით. სროლისას სახიფათო ზონა 30 მეტრ მანძილზე და 90º სექტორზე ვრცელდება. 

РПГ-28 Клюква

РПГ-30


105 მმ კალიბრის უახლესი ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-30 შექმნილია საწარმოო გაერთიანება  Базальт-ში. დღეისათვის  აღნიშნული ყუმბარმტყორცნი თავისი კონსტრუქციით და მოქმედების ტაქტიკით  უნიკალურია. მანამდე არსებული სხვა ტანდემური ყუმბარმტყორცნები გათვლილი იყო ტანკზე დამაგრებული დინამიური დაცვის გასანეიტრალებლად და შემდეგ ჯავშნის გასახვრეტად,  РПГ-30-ს შეუძლია დამატებით აქტიური დაცვის სისტემებით (Арена, Заслон, Trophy, Iron Fist და სხვა) აღჭურვილი დინამიურ დაცვიანი ტანკების ჯავშნის გარღვევა. ამისათვის მისმა კონსტრუქტორებმა საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიმართეს. ყუმბარმტყორცნის გამშვები კონტეინერი შედგება ორი პარალელურად განლაგებული დიდი და პატარა გამშვები მილისგან. დიდ მილში მოთავსებულია 105 მმ კალიბრის ტანდემური რეაქტიული ყუმბარა ПГ-30. პატარა მილში კი უფრო მცირე კალიბრის რეაქტიული ჭურვი, რომელიც ძირითადი ყუმბარის იმიტატორის ფუნქციას ასრულებს. გასროლისას ყუმბარების მილიდან გამოსვლა ხდება      0,2 – 0,4 წამის ინტერვალით, შედეგად ტანკზე დამონტაჟებული აქტიური დაცვის სისტემა რეაგირებს მხოლოდ შედარებით ადრე გაშვებულ იმიტატორზე და ახდენს მის განადგურებას, ძირითადი 105 მმ-იანი ტანდემური კუმულაციური მუხტი კი უვნებელი რჩება და ტანკის ჯავშანს ხვრეტს.

ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა და დამიზნება РПГ-27 ის  ანალოგიურად ხდება.

РПГ-30 ჭრილში

РПГ-30 ის მოქმედების  თანმიმდევრობა

ზემოთ მოყვანილი ერთჯერადი რეაქტიული ყუმბარმტყორცნების ზუსტი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები

დასახელებაРПГ-18РПГ-22РПГ-26РПГ-27РПГ-28РПГ-30
მწარმოებელიТКБ-076ТКБ-0125БазальтБазальтБазальтБазальт
საბრძოლო ნაწილის ტიპიПГ-18ПГ-22ПГ-26ПГ-27
ტანდემური
ПГ-28
ტანდემური
ПГ-30
ტანდემური
კალიბრი64 მმ72.5 მმ72.5 მმ105/64 მმ125 მმ105 მმ
ყუმბარმტყორცნის სიგრძე705/1050 მმ755/850 მმ770 მმ1135 მმ1200 მმ1135 მმ
ყუმბარმტყორცნის მასა2.6 კგ2.7 კგ2.9 კგ8,3 კგ12 კგ10,3  კგ
საბრძოლო ნაწილის მასა1,4 კგ1,5 კგ1,8 კგ4,5 კგ – –
სამიზნე მანძილი200 მ250 მ250 მ200 მ300 მ200 მ
ჯავშანგამტანობა60°-150 მმ
90°-250 მმ
60°-200მმ
90°-350მმ
60°-220 მმ
90°-400 მმ
60°-350 მმ
90°-600 მმ
+დინამიური
დაცვა
90°-900 მმ
+დინამიური
დაცვა
90°-600მმ
დინამიური
დაცვა.
აქტიური
ჯავშანი
ყუმბარის საწყისი  სიჩქარე114 მ/წმ133 მ/წმ144 მ/წმ130 მ/წმ –120 მ/წმ

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑