დღევანდელი მდგომარეობით ჩინეთის ეკონომიკა ზომით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩინურ სამხედრო წარმოებაზეც. ბოლო რამდენიმე ათწლეულში ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. სხვადასხვა საიარაღო კომპანიები აწარმოებენ აბსოლუტურად ყველანაირი კლასის სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას. თუმცა ჩინური შეიარაღების უდიდესი ნაწილი რუსული, ევროპული თუ ამერიკული სამხედრო ტექნიკის კლონებია.
ჩინურმა სახელმწიფო კორპორაცია Norinco-მ წლების განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ტექნიკის კლონების გამოშვების დიდი გამოცდილება დააგროვა, გარკვეულწილად ეს გამართლებულიცაა, რადგან იზოგება უდიდესი რესურსები რაც გარკვეული იარაღის დაპროექტება-შექმნაში უნდა დახარჯულიყო.
სხვადასხვა სახეობის ტექნიკას შორის საკმაოდ მრავალფეროვანია ჩინური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ჩინურ არმიაში რეაქტიული სისტემების როლი და მნიშვნელობა 1969 წლის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა, როცა დამანსკის საბჭოთა კავშირ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტში საბჭოელებმა პირველად გამოიყენეს БМ-21 Град-ები და გადაწვეს ჩინელთა ცოცხალი ძალა და მსუბუქი ჯავშანტექნიკა.

დღეისათვის არსებული ჩინური რეაქტიული საარტილერიო სისტემების დიდი ნაწილი რუსული ნიმუშების კლონებია. თუმცა ჩინურ სავალ ნაწილზე დამონტაჟებული და მოდიფიცირებულ-გადაკეთებული საცეცხლე ნაწილით. მაგალითად საბჭოთა БМ-21 ის კლონები Type 81, Type 89 და Type 90B. ასევე საბჭოთა 9К58 Смерч ის კლონები A-100, AR1A და PHL03 . კლონების გამოშვებაზე დაგროვებული გამოცდილების ხარჯზე, ბოლო წლებში ჩინეთმა შექმნა რამდენიმე ახალი ტიპის საკუთარი დაპროექტებული სისტემაც, როგორც მოდულური ისე ჩვეულებრივი კონსტრუქციის, გაზრდილი კალიბრით და სროლის სიშორით. მათ შორისაა მოდულური PR50, WS-2, WM-120, AR3 და სხვა.
Type 63-130
| კალიბრი | 130 მმ |
| რაკეტის სიგრძე | 1,1 მეტრი |
| რაკეტის მასა | 32-33 კგ |
| სროლის მანძილი | 10 კმ |
| ქობინი | 3 კგ |
| პაკეტში მიმმართველების რაოდენობა | 19 |
სისტემა დღეისათვის საკმაოდ მოძველებულია, შეიარაღებაში აქვს ჩინეთის სახალხო არმიის მეორეხარისხოვან საარტილერიო ნაწილებს.

Type 70-130
| კალიბრი | 130 მმ |
| რაკეტის სიგრძე | 1,1 მეტრი |
| რაკეტის მასა | 32-33 კგ |
| სროლის მანძილი | 10 კმ |
| ქობინი | 3 კგ |
| პაკეტში მიმმართველების რაოდენობა | 19 |
| შასი | მუხლუხიანი YW 531 |
სისტემა წარმოადგენს მუხლუხიან ჯავშანტრანსპორტიორ YW 531-ზე დამონტაჟებულ 19 მიმმართველიან 130 მმ კალიბრის მცირე ზომის რეაქტიულ სისტემას. განკუთვნილია ჯავშანსატანკო დანაყოფების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.

Type 81-107
| კალიბრი | 107 მმ |
| რაკეტის მასა | 19 კგ |
| სროლის მანძილი | 8 კმ |
| რაკეტის ქობინი | მსხვრევად-ფუგასური |
| პაკეტში მიმმართველების რაოდენობა | 12 |
გამოიყენება შედარებით მცირე ზომის დანაყოფების საარტილერიო-საცეცხლე მხარდაჭერისთვის ახლო დისტანციაზე.

Type 81-122.
| შეიარაღებაში მიღების თარიღი | 1982 წელი |
| გათვლა | 6 – 7 კაცი |
| წონა | 15.5 ტ |
| კალიბრი | 122 მმ |
| რაკეტის მასა | 66.8 კგ |
| სროლის მანძილი | 20-30 კმ |
| პაკეტში მიმმართველების რაოდენობა | 40 |
| გადატენვის დრო | 8 წუთი |
| მაქსიმალური სიჩქარე | 70 კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 600 კმ |
| შასი – | OQ261 Honyan 6X6 |
სისტემა წარმოადგენს საბჭოთა БМ-21 Град ის კლონს და აქვს ზუსტად იგივე საბრძოლო მახასიათებლები. შეუძლია ისროლოს თითქმის ყველა ტიპის 122 მმ კალიბრის რაკეტა. გამოიყენებოდა სინო-ვიეტნამის ომში.

Type 82-130
| შეიარაღებაში მიღების თარიღი | 1982 |
| გათვლა | 8 კაცი |
| მასა | 7.5 ტ |
| სიგრძე | 6.44 მ |
| სიგანე | 2.25 მ |
| სიმაღლე | 2.26 მ |
| კალიბრი | 130-მმ |
| პაკეტში მიმმართველების რაოდენობა | 30 |
| რაკეტის მასა – | 32 კგ |
| რაკეტის ქობინის მასა | 3 კგ |
| სროლის მაქსიმალური მანძილი | 10.1 კგ |
| პაკეტის დაცლის დრო | 14 – 17 წმ |
| გადატენვის დრო | 5 წთ |
დღეისათვის ეს სისტემა საკმაოდ მოძველებულია, აქვს ძველი დამიზნების და ცეცხლის მართის მექანიზმი. ჩინეთის გარდა შეიარაღებაში ყავს ზოგიერთ აზიურ და აფრუკულ ქვეყანას. გამოიყენება მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში, მცირე ზომის ქვეყანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერისთვის, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და მსუბუქი ტექნიკის წინააღმდეგ.

Type 83-122
| კალიბრი | 122 მმ |
| რაკეტის მასა | 66.8 კგ |
| სროლის მანძილი | 20-30 კმ |
| ქობინი | მსხვრევად ფუგასური. |
| პაკეტში მიმმართველების რაოდენობა | 24 |
| შასი | 6×6 cross country truck |
სისტემა წარმოადგენს საბჭოთა БМ-21 Град ის დამსუბუქებულ კლონს. პაკეტზე ნაცვლად 40 ისა დატოვებულია მხოლოდ 24 მიმმართველი მილი.

Type 83-273 (WM-40)
| შეიარაღებაში მიღების თარიღი | 1983 წ |
| გათვლა | 5 კაცი |
| წონა | 17.54 ტონა |
| სიგრძე | 6.19 მ |
| სიგანე | 2.6 მ |
| სიმაღლე | 3.18 მ |
| კალიბრი | 273 მმ |
| მიმმართველის რაოდენობა | 4 |
| რაკეტის მასა | 484 კგ |
| ქობინის მასა | 134 კგ |
| სროლის მანძილი | 23 – 40 კმ |
| პაკეტის დაცლის დრო | 7.5 წმ |
| გადატენვის დრო | 15 – 20 წთ |
| შასი – მუხლუხოიანი | Type 60-I |
| ძრავი | დიზელის 12150L |
| ძრავის სიმძლავრე | 300 ცხ/ძალა |
| მაქსიმალური სიჩქარე | 60 კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 400 კმ |
დღეისათვის აღნიშნული სისტემა საკმაოდ მოძველებულია, აქვს რაკეტების დიდი გაფანტვა და შესაბამისად ეფექტურია მხოლოდ დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, რითაც პირდაპირაა გათვლილი ჩინურ არმიაზე. სისტემის დიდი მინუსია გადატენვის ძალიან დიდი დრო 15 – 20 წთ.

Type 85
| კალიბრი | 130 მმ |
| რაკეტის სიგრძე | 1,1 მეტრი |
| რაკეტის მასა | 32-33 კგ |
| სროლის მანძილი | 10 კმ |
| ქობინი | 3 კგ |
| შასი | მუხლუხიანი YW 531 |
| პაკეტში მიმმართველების რაოდენობა | 30 |
სისტემა წარმოადგენს Type 70-130 ის 30 მიმართველიან მოდიფიკაციას, განკუთვნილია ჯავშანსატანკო დანაყოფების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.

Type 89
| კალიბრი | 122 მმ |
| რაკეტის მასა. | 58-68 კგ |
| მიმმართველების რაოდენობა | 40 |
| გათვლა | 5 კაცი |
| საბრძოლო მასა | 29.9 ტონა |
| გამშვები მანქანის გაბარიტები | 7.180 x 3.150 x 3.180 მეტრი |
| ზალპის ხანგრძლივობა | 20 წმ |
| გადატენვის დრო | 3 წთ |
| ძრავის სიმძლავრე | 520 ცხ/ძ |
| მაქსიმალური სიჩქარე | 55 კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 450 კმ |
სისტემა Type 89 წარმოადგენს მუხლუხიან შასიზე დამონტაჟებულ БМ-21 Град ის ანალოგიურ 40 მიმმართველიან პაკეტს. მანქანაზე დამონტაჯებულია ასევე სპეციალური დამტენი მექანიზმი.

Type 90, Type 90A და Type 90B
| საბრძოლო მანქანა | Type 90 | Type 90B |
| სიგრძე. მმ | 9840 | 9315 |
| სიგანე. მმ | 2500 | 2495 |
| სიმაღლე. მმ | 3245 | 3028 |
| მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე. კმ.სთ | 85 | 85 |
| სვლის მარაგი. კმ | 800 | 800 |
| სამარშოდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლის დრო. წთ | 7 | 7 |
| საბრძოლოდან სამარშო მდგომარეობაში გადასვლის დრო. წთ | 7 | 7 |
| ზაპლის ხანგრძლივობა. წმ | 18–20 | 18-20 |
| საბრძოლო კომპლექტი. | 40+40 | 40+40 |
| სროლის მაქსიმალური მანძილი. მეტრი | 40 000 | 40 000 |
| მიმმართველების რაოდენობა | 40 | 40 |
| გადატენვის დრო. წთ | 3 წთ | 3 წთ |
| პაკეტის აწევის კუთხე ვერტიკალურად | ||
| მინიმალური | 0 | 0 |
| მაქსიმალური | +55° | +55° |
| ჰორიზონტალური სროლის კუთხე | ||
| შასიდან მარჯვნივ | 102° | 102° |
| შასიდან მარცხნივ | 102° | 102° |
| შასი | Tiema XC2030 6×6 | Tiema SC2030 6X6 |
აღნიშნულ მანქანას გააჩნია სამი მოდიფიკაცია Type 90, Type 90A და Type 90B. მანქანის სამივე მოდელი აწყობილია მაღალი გამავლობის 6X6 ფორმულის სატვირთოზე და აქვს ავტომატური გადამტენი მექანიზმი. საცეცხლე ნაწილი სამარშო მდგომარეობაში იფარება სპეციალური დასაკეცი ტენტით, რაც მანქანას სამოქალაქო იერს აძლევს და შენიღბვის ერთ-ერთი საშუალებაა. Type 90A და Type 90B აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვის კომპიუტერით HJ-1, პაკეტის დისტანციური დამიზნების სისტემით და გლობალური ნავიგაციის სისტემით GPS. დღეის მდგომარეობით ჩინეთის არმიის შეიარაღებაშია ამ ტიპის 327 ერთეული მანქანა, თითოეულის საბაზრო ღირებულება 802 000 დოლარია.
Type 90 ის სტანდარტულ ბატარეაში შედის:
გამშვები საცეცხლე მანქანა
სატრანსპორტო-დამტენი მანქანა
ცეცხლის მართვის სამეთაურო მანქანა
საარტილერიო დაზვერვის მანქანა
საარტილერიო რადარი Type 704
Type 90A

Type 90B




PR-50
უახლესი ჩინური მოდულური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა PR50. აწყობილია ჩინურ შასიზე Sinotruk Howo 371 ფორმულა 6×6. მანქანაზე გამოიყენება ახალი ტიპის კორექტირებადი 122 მმ ჩინური რაკეტები WS-22, ჰერმეტული ერთჯერადი პაკეტებით. მანქანა ავტონომიურია და გააჩნია თანამედროვე ცეცხლის მართვის და გლობალური ნავიგაციის სისტემა. მანქანა შექმნილია კომპანია ALIT ის მიერ და მისი პირველი წარდგენა 2011 წელს მოხდა ჩინეთში გამართულ ნომერ მე-6 საერთაშორისო საავიაციო გამოფენაზე.
ახალი ტიპის კორექტირებადი 122 მმ რაკეტის WS-22 ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები.
რაკეტის სიგრძე – 3030 მმ
რაკეტის მასა – 73 კგ
ქობინის მასა – 21 კგ
დამიზნების სისტემა – GPS/INS
რეაქტიული სისტემა PR-50



WM-80
| შეიარაღებაში მიღების თარიღი | 1990 წელი |
| კალიბრი | 273 მმ |
| მიმმართველების რაოდენობა | 8 |
| რაკეტის სასტარტო მასა | 505 კგ |
| ქობინის მასა | 150 კგ |
| რაკეტის სიგრძე | 4580 მმ |
| სროლის მაქსიმალური მანძილი | 80 კმ |
| სროლის მინიმალური მანძილი | 34 კმ |
| გათვლა | 5 კაცი |
| მანქანის მასა საბრძოლო მდგომარეობაში | 34 ტონა |
| მანქანის გაბარიტები | 9.550*3.060*3.300 მეტრი |
| გადატენვის დრო | 5-8 წთ |
| სვლის მარაგი | 550 კმ |
| სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაზე გადასვლის დრო | 3-5 წთ |
| მიმმართველის სიგრძე | 4885 მ |
| პაკეტის დამიზნების კუთხე ვერტიკალურად | +20 დან +60 გრადუსი |
| სროლის კუთხე ჰორიზონტალურად | 20 გრადუსი |
რეაქტიული სისტემა WM-80 წარმოადგენს მოძველებული Type 83 ის ბაზაზე შექმნილ, მოდიფიცირებულ მოდულურ ვარიანტს. აწყობილია ჩინური 8×8 ფორუმულის სატვირთო Shandong Taian TAS5380SQ ის ბაზაზე. მიმმართველების რაოდენობა და რაკეტის ფრენის მანძილი ორჯერაა გაზრდილი. WM-80-ის სტანდარტულ საშტატო 273 მმ რაკეტაზე ყენდება სამი სახის სხვადასხვა დანიშნულების ქობინი:
მსხვრევად ფუგასური – მასა 150კგ. აფეთქებისას წარმოქმნის 16 800 ნამსხვრევს, დაზიანების რადიუსი 70 მეტრია.
კასეტური – აღჭურვილია 380 ერთეული კუმულაციური საბრძოლო ელემენტით. განკუთვნილია მსუბუქი ჯავშანტექნიკის დასაზიანებლად დიდ ფართობზე. კუმულაციურ მუხტს ზედა პროექციიდან შეუძლია გაიტანოს 80-100 მმ ჯავშანი.
თერმობარული – განკუთვნილია გამაგრებული პოზიციების, საფორთიფიკაციო ნაგეგობების და მასში მყოფი ცოცხალი ძალის გასანადგურებლად.
ქობინზე გამოიყენება რამდენიმე სახის ამფეთქი. კონტაქტური WJ-6A, უკონტაქტო MD-23A, ელექტრონული 2000S. რაკეტის ექსპლუატაციისთვის დასაშვები ტემპერატურაა -40 დან 50C მდე, შენახვის ვადა 10 წელი. რაკეტაში საწვავის რაოდენობა 205.5 კგ. რაკეტის სიჩქარე გასროლის მომენტში 40მ/წმ, პაკეტიდან გამოსვლის დრო – 0.25 წმ, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე – 1140მ/წმ, მაქსიმალურ მანძილზე სროლისას ფრენის დრო – 165 წმ, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე ტრაექტორიაზე – 31000 მეტრი.

WM-120
| სიგრძე | 9550 მ |
| სიგანე | 3070 მ |
| სიმაღლე | 3400 მ |
| საბრძოლო მასა | 38 ტ |
| მიმმართველის ტიპი | რელსური |
| მიმმართველის რაოდენობა | 8 |
| მიმმართველის სიგრძე | 5500 მ |
| ლოკალიზაციის დრო | 3 წთ |
| საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლის დრო | 15 წთ |
| სალაშქრო მდგომარეობაში გადასვლის დრო | 5 წთ |
| გადატენვის დრო | 12 წთ |
| პაკეტის აწევის მაქსიმალური კუთხე | 60 (56)° |
| პაკეტის დაწევის მინიმალური კუთხე | 20 (27)° |
| ჰორიზონტალური სროლის კუთხე | 20° |
| დამიზნების რეჟიმი | ხელით/ნახევრადავტომატური/ავტომატური |
| ცდომილება | |
| პაკეტის ვერტიკალური გასრორებისას | 1(0,05625) (1 σ) |
| პაკეტის ჰორიზონტალური გასწორებისას | 0,5 (0,028125) (1 σ) |
| GPS ის ცდომილება | |
| △Х, △Y | 10 (1σ) |
| △Z | 15 (1σ) |
| სროლის რეჟიმი | ერთეულოვანი/ზალპით |
| რაკეტების გაშვების ინტერვალი | 5 წმ |
| რაკეტის სიჩქარე გასროლისას | 40 მ/წმ |
| შასი | სატვირთო TA-580 |
| სავალი ნაწილის ფორმულა | 8×8 |
| კლირენსი | 340 მმ |
| მოხვევის რადიუსი | 13,5 მ |
| ძრავის სიმძლავრე | 386 კილოვატი |
| მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე | 80 კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 500 კმ |
| გათვლა | 4 კაცი |
მოდულური ტიპის WM-120 წარმოადგენს WM-80 ის მოდერნიზებულ ვარიანტს, იყენებს ახალი ტიპის გაზრდილი მონაცემების მართვად და კორექტირებად რაკეტებს. გამშვები მანქანა აღჭურვილია უახლესი ცეცხლის მართვის და ნავიგაციის სისტემით.
საბრძოლო კომპლექტში შედის:
273 მმ კორექტირებადი რაკეტა WM-80. სროლის მანძილი 80 კმ.
273 მმ მართვადი რაკეტა WM-120 მსხვრევად ფუგასური ქობინით. სროლის მანძილი 120 კმ
რეაქტიული სისტემა WM-120 ის სტანდარტულ დივიზიონში შედის
- დივიზიონის სამთაურო მანქანა – 1
- ბატარეის სამეთაურო მანქანა – 3
- საბრძოლო მანქანა WM-120 – 12
- დამტენი მანქანა – 12
- მეტეო რადარი 702D – 1
- რადარ 702D-ის სარემონტო მანქანა 1
- მექანიკური რემონტის მანქანა – 1
- ელექტრონული რემონტის მანქანა – 1

A-100
| შეიარაღებაში მიღების თარიღი | 2002 წელი |
| სროლის მანძილი | 40-120 კმ |
| რაკეტის სიგრძე | 7276 მმ |
| კალიბრი | 300 მმ |
| რაკეტის მასა | 840 კგ |
| ქობინის მასა | 235 კგ |
| მიმმართველების რაოდენობა | 10 |
| ზალპის ხანგრძლივობა | 60 წმ |
| დატენვის დრო | 20 წთ |
| შასი | Wanshan WS-2400 8×8 |
| მანქანის სიგრძე | 12 მეტრი |
| მაქსიმალური სიჩქარე | 60 კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 650 კმ |
| გათვლა | 4 კაცი |
სისტემა A-100 წარმოადგენს საბჭოთა 9К58 Смерч ის ჩინურ კლონს. 10-მდე შემცირებული გამშვები მიმმართველით და ჩინური შასით. შემუშავებულია კორპორაცია CPMIEC -ის მიერ. ჩინური არმიის შეიარაღებაში შევიდა 2002 წელს და გადაეცა გუანჯოუს სამხედრო ოლქის 1-ელ საარტილერიო დივიზიონს.
სისტემისთვის შემუშავდა ახალი ჩინური 300 მმ რაკეტები სროლის მანძილით 40 დან 100 კმ მდე. შეუძლია ისროლოს ინერციული და GPS დამიზნების მქონე მართვადი და კორექტირებადი რაკეტებიც. მანქანას გააჩნია ციფრული ცეცხლის მართვის ბლოკი და გლობალური ნავიგაციის სისტემა GPS.
A-100 ების სტანდარტულ ბატარეაში შედის:1 ბატარეის სამეთაური პუნქტი, 6-9 მდე საბრძოლო და ამდენივე სატრანსპორტო-დამტენი მანქანა.

PHL03
| შეიარაღებაში მიღების თარიღი | 2004-2005 წელი |
| სროლის მანძილი | 40-150 კმ |
| კალიბრი | 300 მმ |
| რაკეტის მასა | 800 კგ |
| ქობინის მასა | 280კგ |
| მიმმართველების რაოდენობა | 12 |
| ზალპის ხანგრძლივობა | 30 წმ |
| დატენვის დრო | 30 წთ |
| შასი | Wanshan WS-2400 8×8 |
| მანქანის სიგრძე | 12 მეტრი |
| მანქანის მასა | 43 ტონა |
| მაქსიმალური სიჩქარე | 65კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 850 კმ |
| გათვლა | 4 კაცი |
PHL03 არის საბჭოთა 9К58 Смерч ის პირდაპირი კლონი. შეუძლია ნებისმიერი 300 მმ რაკეტის სროლა.
შემუშავებულია კორპორაცია NORINCO-ს მიერ. ჩინეთის არმიის შეიარაღებაშია 2004 წლიდან. გააჩნია ცეცხლის მართვის და ნავიგაციის სისტემები, ასევე პაკეტის დამიზნების დუბლირებული სისტემა.

AR1A
| მიმმართველების რაოდენობა | 10 |
| კალიბრი | 300 მმ |
| სროლის მანძილი | 20 – 130 კმ |
| მანქანის საბრძოლო მასა | 42500 კგ |
| სროლისათვის მოსამზადებელი დრო | 5 წთ |
| სამარშო მდგომარეობაზე გადასვლის დრო | 1 წთ |
| ზაპლის ხანგრძლივობა | 60 წმ |
| გამოყენების დასაშვები სიმაღლე ზღვის დონიდან. | 3000 მეტრამდე. |
| ექსპლუატაციისთვის დასაშვები ტემპერატურა °С | -20 +55 |
| გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე | 60 კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 650 კმ |
| სიზუსტე | 1 მეათასედი (0,05625°) |
| გათვლა | 4 |
AR1A მოდულური, ავტონომიური სისტემაა. შექმნილია A-100 ის ბაზაზე და შეუძლია რამდენიმე ტიპის 300 მმ უახლესი რაკეტების გამოყენება, რომლებიც 5 რაკეტიან ერთჯერად პაკეტებშია მოთავსებული, გამშვებ ჩარჩოზე 2 ასეთი პაკეტი მაგრდება. მანქანა აღჭურვილია ავტონომიური ცეცხლის მართვის და გლობალური ნავიგაციის სისტემებით.
სისტემაზე გამოიყენება შემდეგი ტიპის საბრძოლო მასალა:
რაკეტა BRE2. კალიბრი 300 მმ, სროლის მანძილი 60-130 კმ მდე. ქობინი – ფუგასური, მზა დამაზიანებელი ელემენტებით.ქობინის მასა – 190 კგ. დაზიანების რადიუსი 100 მეტრი.
რაკეტა BRE3. კალიბრი 300 მმ, სროლის მანძილი 20-70 კმ.. ქობინი – კასეტური – 623 ცალი კუმულაციურ-მსხვრევადი ელემენტით. ჯავშანგამტანობა 50 მმ.
რაკეტა BRE4. კალიბრი 300 მმ, სროლის მანძილი 60 – 130 კმ. ქობინი – კასეტური- 480 ცალი კუმულაციური ელემენტით. ჯავშანგამტანობა 50 მმ.

AR3
უახლესი ჩინური, მოდულური სქემის ავტონომიური რეაქტიული სისტემა. შექმნილია კორპორაცია NORINCO-ს მიერ. პირველი წარდგენა მოხდა საერთაშორისო გამოფენაზე IDEX 2011-ზე. მანქანა აღჭურვილია დღეისათვის ყველაზე თანამედროვე ჩინური წარმოების ცეცხლის მართვის კომპიუტერით. აქვს გლობალური ნავიგაციის სისტემა. შეუძლია ისროლოს როგორც 370 მმ 8 რაკეტა ასევე 300 მმ კალიბრის 10 რაკეტა.
| მიმმართველების რაოდენობა | 8-10 |
| კალიბრი | 300-370 მმ |
| სროლის მანძილი | 20 – 220 კმ |
| მანქანის საბრძოლო მასა | 45 000 კგ |
| მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე | 60 კმ/სთ |
| ექსპლუატაციისთვის დასაშვები ტემპერატურა | -20°C დან +55°C მდე |
| ექსპლუატაციისთვის დასაშვები მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან. | 3000 მეტრი |
| სვლის მარაგი | 650 კმ |
| საბრძოლო მასალა: დასახელება / კალიბრი / სროლის მანძილი | BRC 3 – 300 მმ / 70 კმ. BRC 4 – 300 მმ / 130 კმ BRE 2 – 300 მმ / 130 კმ BRE 3 – 300 მმ / 130 კმ BRE 6 – 370 მმ / 220 კმ |


WS-1
| დასახელება | WS-1 | WS-1B | WS-1E |
| კალიბრი. მმ | 302 | 302 | 122 |
| რაკეტის სიგრძე. მმ | 4732 | 6182-6376 | 2946 |
| რაკეტის სასტარტო მასა. კგ | 524 | 708-725 | 74 |
| ქობინის მასა. კგ | 150 | 150 | 18~22 |
| რაკეტისმაქსიმალური სიჩქარე. მახი | 4.2М | 5.2М | |
| სროლის მინიმალური მანძილი. კმ | 40 | 60 | 1 |
| სროლის მაქსიმალური მანძილი. კმ | 80-100 | 180 | 40 |
| გაბნევა | 1% | 1~1.25% | |
| მიმმართველების რაოდენობა | 4 | 4 | 40-60 |
| გადატენვის დრო. წთ | 20 | 20 | 7-10 |
| ქობინის ტიპი | კასეტური მსხვრევადი თერმობარული | კასეტური მსხვრევადი თერმობარული | კასეტური მსხვრევადი |
სისტემა WS-1 წარმოდეგნილია სამი მოდიფიკაციით WS-1, WS-1B და WS-1E. მანქანაზე მუშაობა დაიწყო გასული საუკუნის 80 იან წლებში, 1990 წელს კი შეიარაღებაში შევიდა. 1993 წელს შეიქმნა მისი მოდერნიზებული ვერსია WS-1B, გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემებით და სროლის მანძილით. არსებობს მანქანის 122 მმ ვერსიაც WS-1E რომელიც ძირითადად საექსპორტოდაა განკუთვნილი. 1996 წელს ჩინეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა კონტრაქტი, 150 მილიონი დოლარის ღირებულების 6 ბატარეა WS-1 ების მიწოდებაზე. (სულ 30 გამშვები მანქანა) მანქანას ქონდა ახალი დასახელება Kasirga. შემდგომში თურქეთმა Kasirga-ების წარმოების ლიცენზიაც იყიდა.
სისტემა WS-1B ს სტანდარტულ ბატარეაში შედის.
- გამშვები მანქანა HF-4B (6-9 ერთეული)
- უმართავი რეაქტიული რაკეტები WS-1B;
- სატრანსპორტო დამტენი QY-4B (20 რაკეტით)
- სამეთაურო მანქანა DZ-88B
გამშვები მანქანა HF-4B აწყობილია მაღალი გამავლობის, 6х6 ფორმულის სატვირთოზე Tiema XC2200. 302 მმ კალიბრის რაკეტა WS-1B შედგება მოდიფიცირებული რეაქტიული ძრავისგან FG-43, სიმძლავრით 275 ცხ/ძალა. საწვავის მასაა 370 კგ. მუშაობის ხანგრძლივობა 5.3 წმ. მაქსიმალური სიჩქარეა 5 მახი, ტრაექტორიის სიმაღლე 60 კმ. სროლის მინიმალური მანძილი 80 კმ, მაქსიმალური 180 კმ.რაკეტისთვის არსებობს რამდენიმე სახის ქობინი:
მსხვრევად-ფუგასური ZDB-2 – 26000 ცალი მზა დამაზიანებელი ელემენტით.
კასეტური SZB-1 – 466 ცალი კუმულაციური მსხვრევადი საბრძოლო ელემენტით. ჯავშანგამტანობით 70 მმ.
გამშვები მანქანა HF-4B

უმართავი რაკეტები WS-1B და WS-1

სამეთაურო მანქანა DZ-88B

სატრანსპორტო დამტენი QY-4B

WS-2
| დასახელება | WS-2 | WS-2D |
| კალიბრი. მმ | 400 | 425 |
| რაკეტის სიგრძე. მეტრი | 7,15 | 8,1 |
| რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე. მახი | 5,6 | 5,6 |
| რაკეტის სასტარტო მასა. კგ | 1285 | – |
| ქობინის მასა. კგ | 200 | 200 |
| სროლის მაქსიმალური მანძილი. კმ | 200 | 400 |
| სროლის მინიმალური მანძილი. კმ | 70 კმ | – |
| გაბნევა | 1/600 | 1/600 |
| შექუჩულობა | 0,17% | 0,17% |
| მიმმართველების რაოდენობა | 6 | 6 |
| საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლის დრო. წთ | 12 | 12 |
| დამიზნების სისტემა | INS/GPS/Beidou | INS/GPS/Beidou |
| ქობინის ტიპი | კასეტური მსხვრევადი თერმობარული | კასეტური მსხვრევადი თერმობარული |
WS-2 დღეისათვის ითვლება ყველაზე შორსმროლელ სისტემად. არსებობს ორი მოდიფიკაციით WS-2 და WS-2D. რაკეტების დამიზნების სისტემა INS/GPS ტიპისაა. ჩინეთის არმიისთვის განკუთვნილ მოდელებს კი დამატებით აქვთ GPS ის ჩინური ანალოგი Beidou-ც. WS-2 ჩინეთის არმიის შეიარაღებაში შევიდა 2004 წელს. WS-2D კი 2008 წელს. სხვადასხვა ინფორმაციით 2007-2008 წლებში WS-2 ტიპის რამდენიმე სისტემა ჩინეთმა სუდანს მიჰყიდა.

SY-400
უახლესი ჩინური შორი მოქმედების ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მახასიათებლებით. აღჭურვილია ციფრული ცეცხლის მართვის და ნავიგაციის თანამგზავრული სისტემებით. აქვს დამიზნების GPS/INS სისტემა. სროლა ხდება მიმმართველის ვერტიკალური მდგომარეობიდან, რის გამოც მდგომარეობის შეუცვლელად აქვს 360° მოქმედების არეალი. სროლის მანძილი დამოკიდებულია ქობინის ტიპზე და მაქსიმალური 150 დან 400 კმ მდე მერყეობს.
აქვს სამი სახის ქობინი. მსხვრევად-ფუგასური, კასეტური და თერმობარული.
| რაკეტის სიგრძე | 6451 მმ |
| რაკეტის დიამეტრი | 400 მმ |
| ფრთების დიამეტრი | 696 მმ |
| სასტარტო მასა (300 კგ ქობინით): | 1276 კგ |
| სასტარტო მასა (200 კგ ქობინით): | 1176 კგ |
| ქობინის მასა: | 300/200 კგ |
| სროლის მინიმალური მანძილი (300 კგ ქობინით): | 80 კმ |
| სროლის მაქსიმალური მანძილი (300 კგ ქობინით): | 150 კმ |
| სროლის მინიმალური მანძილი (200 კგ ქობინით): | 80 კმ |
| სროლის მაქსიმალური მანძილი (200 კგ ქობინით): | 200 კმ |
| გაფანტვა (CEP): | 160 მ (INS) 50 მ (INS + GNSS) |
| ძრავის ტიპი: | მყარსაწვავიანი რეაქტიული |


SR-5
შედარებით ახალი ჩინური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა SR-5 ფართო საზოგადოებას პირველად 2012 წლის 11-15 აპრილს პარიზში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY-2012 ზე წარედგინა. მანქანა მოდულური სქემითაა აწყობილი, გააჩნია თანამედროვე ცეცხლის მართვის, დამიზნების და ნავიგაციის საშუალებები. პაკეტების სამაგრ ჩარჩოზე ამერიკული M270 და HIMARS-ის მსგავსად დამონტაჟებულია ერთჯერადი პაკეტების გადატენვის ავტომატიზირებული მოწყობილობა, რისი საშუალებითად დატენვას 5 წუთი სჭირდება, პაკეტების მანქანაზე მოთავსება კი სპეციალური დამტენი მანქანის გარეშეც შეიძლება. SR-5 ძირითადად საექსპორტოდ იქნა შემუშავებულია. ამ ეტაპზე შეიარაღებაში აქვს ვენესუელას (18 ცალი), ალჟირს (70 ცალი) და ბაჰრეინს
(4 ცალი).
მანქანა იყენებს 122 მმ კალიბრიან სტანდარტული გრადის, მისი ახალი კორექტირებადი მოდიფიკაცია Fire Dragon BRE7 და ჩინურ 220 მმ კალიბრის კორექტირებად King Dragon 60 GR1 ტიპის რაკეტებს, ნაცვლად 300 მმ კალიბრის საარტილერიო რაკეტებისა, რომლებიც დღემდე ფართოდ გამოიეყენება ჩინურ შორსმსროლელ რეაქტიულ სისტემებში და რომლებიც თავის მხრივ საბჭოთა Смерч-ის რაკეტების მოდერნიზებული ვარიანტებია. აქ საინტერესო ისაა, რომ 220 მმ კალიბრის რაკეტები დღემდე ჩინურ რეაქტიულ სისტემებში არ გამოიყენებოდა და აქცენტი უმეტესად 300 მმ კალიბრის Смерч-ის რაკეტებზე იყო გაკეთებული. ჯერ-ჯერობით უცნობია აღნიშნული რაკეტა ჩინური პროექტით დამზადდა თუ რომელიმე უცხოური ნიმუშის კლონს წარმოადგენს. ზოგადად 220 მმ კალიბრის საარტილერიო რაკეტები დღესათვის მხოლოდ საბჭოთა 9К57 Ураган-ზე გამოიყენება, რომელიც ჩინეთის შეიარაღებაში არ არის. ლოგიკურად არც ამ კალიბრის რაკეტებია მათ შეიარაღებაში. უფრო სავარაუდოა რომ ახალი რაკეტა ამერიკული სტანდარტის 227 მმ რაკეტების კლონირებულ ვარიანტს წარმოადგენს, თუმცა შემცირებული კალიბრით. 227 მმ რაკეტები ამერიკულ რეაქტიულ სისტემებზე M270 MLRS და HIMARS-ზე გამოიყენება და დღეისთვის თავისი ტექნიკური მონაცემების და მრავალფეროვანი ნომენკლატურის გამო ყველაზე ეფექტურ კალიბრად ითვლება. საინტერესოა საიდან მიუწვდათ ხელი ჩინელებს ამერიკული რაკეტის ტექნოლოგიასთან? ერთადერთი ქვეყანა რომელსაც შეიარაღებაში აქვს ამერიკული 227 მმ კალიბრის რაკეტები და თან ჩინეთთან კონკრეტულად საარტილერიო ტექნიკის სფეროში თანამშრომლობს, არის თურქეთი. რომელმაც ამერიკული რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით უკვე თვითონაც შექმნა 230 და 260 მმ რაკეტები, საკუთარი წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა TOROS-ისთვის.
| ეკიპაჟი | 3 კაცი |
| საბრძოლო მასალის კალიბრი | 220 მმ / 122 მმ |
| მიმმართველი მილების რაოდენობა | 6+6 / 20+20 |
| საბრძოლო მასა | 25 ტონა |
| მაქსიმალური სიჩქარე გზაზე | 85 კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 600 კმ |
| სროლის მაქსიმალური მანძილი | 220 მმ- 70 კმ / 122 მმ -50 კმ |
| სროლის სიზუსტე კორექტირებადი რაკეტებით | |
| 220 მმ King Dragon 60 GR1 | წრიული ცდომილება < 3 მეტრი |
| 122 მმ Fire Dragon BRE7 | < 25 კმ ზე 25 მეტრიანი ცდომილება. |
| რაკეტის დამიზნების სისტემა | (122/220 მმ ) GPS/INS+ლაზერული |
| პაკეტის დამიზნების კუთხე ვერტიკალურად | 0-60° |
| პაკეტის დამიზნების კუთხე ჰორიზონტალურად | +/- 70° |
| ავტომატიზირებული დატენვის დრო | ≤ 5 წთ |
| საბრძოლო პოზიციის დაკავების და დატოვების დრო | 5 წთ / 1 წთ |



PZH-10
| შეიარაღებაში მიღების თარიღი | 2017 წელი |
| კალიბრი | 122 მმ |
| მიმმართველების რაოდენობა | 40 |
| რაკეტის სასტარტო მასა | 66 კგ |
| ქობინის მასა | 18,3 კგ |
| ზალპის ხანგრძლივობა | 20 წმ |
| სროლის მაქსიმალური მანძილი | 50 კმ |
| სროლის მინიმალური მანძილი | 34 კმ |
| გათვლა | 3 კაცი |
| მანქანის მასა საბრძოლო მდგომარეობაში | 20 ტონა |
| მანქანის გაბარიტები | 7.5 X 3.2 X 3.2 მეტრი |
| გადატენვის დრო | 10 წთ |
| სვლის მარაგი | 500 კმ |
| ძრავის სიმძლავრე | 600 ცხ/ძ |
| მიმმართველის სიგრძე | 65 კმ/სთ |
PZH-10
რეაქტიული სისტემა PZH-10 შემუშავებულია შედარებით მოძველებული PZH-89-ის ჩასანაცვლებლად. პირველი ნიმუში ჯერ კიდევ 2012 წელს გამოჩნდა, 2017 წელს კი ჩინეთის სახალხო არმიის შეიარაღებაშიც შევიდა. მანქანის კონფიგურაცია მიმსგავსებულია ამერიკული M-270 MLRS-ზე. მუხლუხოიანი სავალი ნაწილის წინა მხარეს განთავსებულია ეკიპაჟის დაჯავშნული კაბინა, უკან კი გამშვები ჩარჩო ორი ცალი 20 მიმმართველიანი სარაკეტო პაკეტით. მანქანა აღჭურვილია ინერციული ნავიგაციის და პოზიციონირების (INS) სისტემებით, ასევე გლობალური სანავიგაციო სისტემით. ცეცხლის მართვის ციფრული სისტემა უზრუნველყოფს როგორც უმართავი ასევე მართვად-კორეაქტირებადი 122 მმ რაკეტების სროლას.



Leave a comment