ამერიკული ჭკვიანი ნაღმი M-93 Hornet

ამერიკული ჭკვიანი ნაღმი M-93 Hornet.

ნაღმი აღჭურვილია სეისმური და აკუსტიკური ადრეული აღმოჩენის სენსორებით რომლებიც 100 მეტრის მანძილამდე ახდენენ პოტენციური სამიზნეების გამოვლენას.

სამუშაო ზონაში ტანკის ან სხვა ჯავშანმანქანის შესვლის შემდეგ ცილინდრიდან კონკრეტული სექტორის მიმართულებით ამოხტება ინფრაწითელი დამიზნების სენსორით აღჭურვილი დამაზიანებელი ელემენტი. ელემენტი წარმოადგენს ტანტალის დისკოთი აღჭურვილ დარტყმით ბირთვს რომელიც დეტონაციის შედეგად წარმოქმნის დიდი სიჩქარით მოძრავ ჯავშანგამტან სხეულს და ტანკის ჯავშანს ზემოდან ხვრეტს.

ნაღმის შემუშავება აშშ-ში კომპანია Textron Systems-ის მიერ 1986 წელს, პროგრამა ATAC II ის ფარგლებში დაიწყო. პირველმა მოდიფიკაციებმა კარგ ამინდში 70% იანი, ცუდ ამინდში კი 56% იანი ეფექტურობა აჩვენა, ნაღმს აღმოაჩნდა უამრავი პრობლემა.

უკვე 2002 წლიდან დაიწო პროგრამა Advanced Hornet. ნაღმზე დამონტაჟდა GPS მიმღები და ახალი რადიოკავშირის სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ნაღმური ქსელების მოწყობა სადაც ნაღმებს შორის დაშორება მაქსიმალური 1000 მეტრს შეიძლება შეადგენდეს. ნაღმს გაუჩნდა რეგრანდლაციის ფუნქცია მთელს ამ ქსელთან კავშირი კი Harris RF 5800V ტიპის რადოსადგურით გახდა შესაძლებელი. ყოველივე ამის საშუალებით ნაღმური ქსელის ონლაინ რეჟიმში დატანა და მართვა C2, C3, C4 სისტემებით გახდა შესაძლებელი.

M-93 Hornet ტტმ:

მასა-15,8 კგ

ფნ-ის მასა – 945 გრამი

დარტყმითი ბირთვის მასა – 450 გრამი

ჯავშანგამტანობა – 100 მმ

ჯავშანგამტანი სხეულის ფორმირების დრო და სიჩქარე – 100-150 მწმ / 2 743 მ/წმ.

სენსორები – სეისმო, აკუსტიკური (ძირითადი) და ინფრაწითელი (მადეტონირებელი).

საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის დრო – 5-6 წთ.

მუშაობის ხანგრძლივობა – 4 სთ, 48 სთ, 5 დღე, 15 დღე, 30 დღე.

თვითლიკვუდატორი – აქვს

გამოყენების ტემპერატურული დიაპაზონი: -1 +50°C

დაყენების მეთოდი – ხელით, კასეტური ბომბით ან რაკეტით, დისტანციური დანაღმვის მანქანა VULCANO-თი.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑