ПОМ-3 Медальон არის ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და სახიფათო რუსული ნაღმი, რომლის შექმნაზეც რამდენიმე წელი მუშაობდნენ.
წარმოადგენს ПОМ-2 ის გაგრძელებას თუმცა გაზრდილი დამაზიანებელი რადიუსით და ბევრად “ჭკვიანი” სენსორებით. განკუთვნილია სპეციალურად შეიარაღებული ცოცხალი ძალის დაზიანება/განადგურებისთვის, რისთვისაც სეისმური სენსორებიდან მიღებული ინფორმაცია, კონკრეტულად კი ადამიანის სიარულისას წარმოქმნილი რეზონანსული რხევები ნაღმის ელექტრონულ “ტვინში” გადამუშავდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი ამოქმედება.
ნაღმის უკონტაქტო ამფეთქი ინტეგრირებულია სეისმურ სენსორებთან და არ აქვს არანაირი დამატებითი კონტაქტური მავთულები როგორიც აქვს მის წინამორბედ ПОМ-2-ს.
დამაზიანებელი ელემენტები ნაღმის კორპუსში მოთავსებულია რამდენიმე ფენად და მრგვალი “შურიკენის” ფორმისაა. დეტონაციისას მსხვრევადი ელემენტების ბლოკი/ცილინდრი 1-1,5 მეტრი სიმაღლეზე ხტება და იშლება ტრაპეციის ან სამკუთხედის ფორმის მზა ნამსხვრევებად, რომლებიც წრიულად იფანტება.
ПОМ-3 რუსეთის არმიაში 2016 წელს შევიდა, წინა წლებში გამოიყენებს სირიაში და რამდენიმეჯერ დაფიქსირდა აღმოსავლეთ უკრაინაშიც.
ნაღმი შეესაბამება ჟენევის კონვენციის მე-2 პროტოკოლს (1977 წლის)
გასულ დღეებში უკრაინაში ეს ნაღმები რუსულმა სამხედრო ძალებმა ИСДМ Земледелие-ს ტიპის დისტანციური დანაღმვის რეაქტიული სისტემებით გაფანტა.
ტექნიკური მონაცემები:
ტიპი – ქვეითსაწინააღმდეგო, მსხვრევადი.
მასა – 1,3 კგ
დიამეტრი – 7 სმ
სიმაღლე – 20 სმ
ამფეთქი – დისტანციური მოქმედების.
სენსორი – სეისმური
ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი – -40 +50°C
თვითლიკვიდაციის დრო – 8-24 სთ.
ქსელური ამფეთქი მოწყობილობა – НВУ-П Охота
ნაღმის ამოხტომის სიმაღლე დეტონაციისას – 1-1,5 მეტრი
მზა დამაზიანებელი ფრაგმენტების რაოდენობა – 1850 ცალი.
დაზიანების რადიუსი:
ჯავშანჟილეტით დაცული ქვეითი – 8 მეტრი
ქვეითი ჯავშანჟილეტის გარეშე – 13 მეტრი
გამართულად ფუნქციონირების ალბათობის მაჩვენებელი – 0,8






Leave a comment