ისრაელური კომპანია Elbit Systems-ის უახლესი მულტიკალიბრული უნივერსალური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა PULS (Precise and Universal Launching System)
წარმოადგენს Grad-LAR ის და მისი შემდგომი დახვეწილი ვერსიის LYNX-ის ხაზის გაგრძელებას.

მანქანაზე გაზრდილია საბრძოლო მასალის ნომენკლატურა და დამატებულია Predator Hawk-ის ტიპის რაკეტებიც. მანქანის საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს უნივერსალურ ჩარჩოს, რომლის დამიზნებაც INS-ის ინერციული ბლოკის საშუალებით მანქანის კაბინიდან გადმოუსვლელად ხდება. გამშვებ ჩარჩოზე რამდენიმე ტიპის ერთჯერადი ან მრავალჯერადი სარაკეტო პაკეტის დამონტაჟება შეიძლება.

რაკეტების ნომენკლატურა:
1 – 122 მმ GRAD – სროლის მანძილი 21-45 კმ. 2X20 რაკეტიანი ერთჯერადი ან მრავალჯერადი პაკეტი.
2 – 122 მმ AccuLAR-122 – კორექტირებადი მაღალი სიზუსტის რაკეტა GPS დამიზნებით. სროლის მანძილი 40 კმ. 2X18 რაკეტიანი ერთჯერადი პაკეტი. ქობინის მასა 20 კგ.
3 – 160 მმ LAR-160 – უმართავი რაკეტები მოდიფიკაციებით MK-I/II/III/IV – კასეტური ან უნიტარული ქობინით. სროლის მანძილი 45 კმ-მდე. 2X13 რაკეტიანი ერთჯერადი პაკეტი. რაკეტის მასა 100/110 კგ. ქობინის მასა 46 კგ.
4 – 160 მმ AccuLar 160 – GPS დამიზნების მაღალი სიზუსტის რაკეტა. შექმნილია Lar-160 MK-4 რაკეტის ბაზაზე. სროლის მანძილი 45 კმ. 2X10 რაკეტიანი ერთჯერადი პაკეტი. რაკეტის მასა 100 კგ. ქობინის მასა 35 კგ.
5 – 227 მმ M-26 TCS – კორექტირებადი მაღალი სიზუსტის რაკეტა. აღჭურვილია ტრაექტორიის კორექციის სისტემით (Trajectory Correction System). 2X6 რაკეტიანი ერთჯერადი პაკეტი. სროლის მანძილი 40 კმ-მდე. (არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია 100 კმ-მდე მოქმედი მოდიფიკაციის შექმნაზეც). CEP 50 მეტრი.
6 – 306 მმ EXTRA – კორექტირებადი მაღალი სიზუსტის რაკეტა. აღჭურვილია დამიზნების GPS/INS სისტემით. სროლის მანძილი 150 კმ. CEP 10-20 მეტრი. 2X4 რაკეტიანი ერთჯერადი პაკეტი. რაკეტის მასა 570 კგ. ქობინი 120 კგ უნიტარული ან კასეტური.
7 – 370 მმ Predator Hawk – უახლესი მოდელის კორეაქტირებადი მაღალი სიზუსტის რაკეტა. კლასიფიკაციით პოზიციონირებს საარტილერიო რეაქტიულ რაკეტასა და ტაქტიკურ რაკეტას შორის.
აღჭურვილია დამიზნების GPS/INS სისტემით. სროლის მანძილი 300 კმ. CEP 10-20 მეტრი. 2X2 რაკეტიანი ერთჯერადი პაკეტი. რაკეტის მასა 800 კგ. ქობინი 140 კგ უნიტარული.
8 – ფრთოსანი რაკეტა Delilah-GL. ფრენის მანძილი 250 კმ-მდე. სიზუსტე 1 მეტრი. სასტარტო მასა 250 კგ. მანქანის გამშვებ ჩარჩოზე მაგრდება 2 ცალი 1 რაკეტიანი გამშვები კონტეინერი.
P.S. ჩემი პირადი აზრით PULS მსოფლიოში საუკეთესო ზალპური ცეცხლის სისტემაა და მთელი რიგი პარამეტრებით ამერიკული HIMARS-საც ჯობია.



Leave a comment