თვითმავალი ჰაუბიცა ZUZANA-2

სლოვაკური წარმოების 155 მმ კალიბრიანი თვითმავალი ჰაუბიცა ZUZANA-2.

შემუშავებულია კომპანია Konstrukta Defence-ის მიერ წინამორბედი ZUZANA-ს ბაზაზე.

მანქანას აქვს დასავლური სტანდარტის შესაბამისი, სლოვაკური კომპანია ZTS special ის წარმოების ახალი 155 მმ-იანი, 52,9 კალიბრი სიგრძის (8200 მმ) L52 ტიპის ლულა. (სტანდარტულ 52 კალიბრიან ლულასთან შედარებით 140 მმ-ით გრძელი)

თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვისა და დამიზნების სისტემა უზრუნველყოფს MRSI რეჟიმში სროლას, რაც დროსაც ერთი მიზნის მიმართულებით სხვადასხვა კუთხეზე აწეული ლულიდან ერთმანეთის მიყოლებით ხდება რამდენიმე გასროლა (4-5 გასროლა). შედეგად ჭურვები სამიზნეს ერთდროულად ეცემა.

მანქანის კორპუსი და კოშკურა შეჯავშნულია STANAG 4569 სტანდარტის III დონით.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:

სავალი ნაწილის მონაცემები:

– შასი – TATRA 815 VP 31 29 275 8×8.1R

– სიგრძე – 14 200 მმ

– სიგანე – 3 110 მმ

– სიმაღლე – 3 600 მმ

– წინა შეტევის კუთხე – 30°

– უკანა შეტევის კუთხე – 25°

– მანქანის მასა – 30 370 კგ

– საბრძოლო მასა – 33 800 კგ

– გადალახვადი ვერტიკალური წინაღობა (სტანდარტი STN 30 0029) – 600 მმ

– გადალახვადი ტრანშეა (სტანდარტი STN 30 0029) – 2 100 მმ

– სიჩქარე – 90 კმ/სთ გზაზე, 20-30 კმ/სთ უგზოობაში.

– ეკიპაჟი -4 კაცი

– ძრავი – Tatra T3B-928.70 diesel – 442 ცხ/ძალით.

– მაბრუნი მომენტი – 2 600 ბრ/წთ

– ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი – -32 +49°C

– სვლის მარაგი – 600 კმ

შეიარაღება:

– კალიბრი – 155 მმ

– ლულის სიგრძე – 52 კალიბრი/8200 მმ

– ლულის ამაღლების კუთხე – – 3.5°/+75°

– ჰორიზონტალური მოძრაობის კუთხე – კოშკურის მოტრიალებისთვის 360°, სროლისთვის შეზღუდული ± 60°

– სროლის მაქსიმალური მანძილი

+41 კმ ERFB-BB ტიპის სტანდარტული ჭურვებით / > 50 კმ VLAP/აქტიურ-რეაქტიული ჭურვებით.

– სროლის ტემპი ავტომატური დამტენით –

5 გასროლა პირველი 1 წუთის განმავლობაში, 13 გასროლა შემდეგი 3 წუთის განმავლობაში.

– სროლის ტემპი ხელით დატენვის შემთხვევაში – 2 გასროლა/წთ.

– ჭურვების მარაგი მანქანაში – 40 ჭურვი

– მუხტების მარაგი მანქანაში – 40 მუხტი

– ჭურვის მასა – ~ 43.5 კგ

– დამხმარე შეიარაღება – 1 X 12,7 მმ NATO-ს ან საბჭოთა სტანდარტის საზენიტო ტყვიამფრქვევი (M2, НСВТ)

P.S.

ფასი-ხარისხი-ეფექტურობის მიხედვით ZUZANA-2 მსოფლიო საიარაღო ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ჰაუბიცაა.

სლოვაკეთის არმიამ 2021 წელს 25 ერთეული ZUZANA-2 მიიღო შეიარაღებაზე. კონტრაქტის მთლიანი მოცულობა 172 მილიონი ევრო იყო. უხეში გათვლებით ერთი ჰაუბიცის ფასი 6,8 მილიონი ევროა, თუმცა ამაში შედის მაკომპლექტებელი ნაწილები, სხვადასხვა ხელსაწყოები, დამტენი მანქანები და საბრძოლო მასალაც, შესაბამისად ეს ფასი ძალიან ზოგადია.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑