რა არის Терминатор?

რა არის რუსული ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა БМПТ Терминатор-2 და რა შეუძლია რეალურად?

შიშს დიდი თვალები აქვს, თავის დროზე T-72, T-80 და T-90-იც აუფეთქებელი ეგონათ.

რეალურად ამ კონცეფციის მანქანა ცივი ომის საბჭოთა ტანკმშენებლობის ტიპიური პირმშოა. მანქანის პირდაპირი დანიშნულებაა, სატანკო ქვედანაყოფისთვის სხვადასხვა ტიპის რელეფზე ან დასახლებულ პუნქტში ბრძოლისას კომბინირებული საცეცხლე მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ. მისი პოტენციული სამიზნეებია – ტანკები, ქსმ-ები, ყუმბარმტყორცნელები, ტსმრ-ის გათვლები.

80-იან წლებში ჩელიაბინსკის ტრაქტორმშენებელმა ქარხანამ სამი წარუმატებელი წინამორბედი მოდელიც დაამზადა T-72A ტიპის ტანკის ბაზაზე – Объект 781, Объект 782 და Объект 787.

Объект 781
Объект 782
Объект 787
ურალის სატანკო ქარხანაში შემუშავებული, 1990-იანი წლების БМПТ-ს ოჯახის პირველი ექსპერიმენტული ვარიანტი 1 ცალი 30 მმ ქვემეხით და 4 ცალი Корнет-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით.

უკვე მე-4 მოდელს, კლასიკური სახის Объект 1999-ს ეწოდა БМПТ Терминатор, რომელიც უკვე ურალის ტანკმშენებელმა ქარხანამ დაამზადა.

მანქანის შექმნა და მიწი საწარმოო კონდიციამდე მიყვანა ჩეჩნეთის პირველ ომში, ქალაქ გროზნოს ბრძოლებისას მიღებულმა გამოცდილებამაც დააჩქარა.

თუმცა მანქანის სპეციფიური დანიშნულებიდან გამომდინარე რუსი გენერლები მის შეირაღებაში მიღებაზე დიდი ხანი ითრევდნენ ფეხს.

2014 წლის კონფიგურაციის БМПТ Терминатор-2 ის ზოგადი ტტმ:

შასი – T-90

საბრძოლო მასა – 48 ტონა

ეკიპაჟი – 5 კაცი

სიგრძე – 6960 მმ

სიგანე – 3800 მმ

სიმაღლე – 3440 მმ

კლირენსი – 406 მმ

ძრავი -В-92С2 1000 ცხ/ძალის

სვლის მარაგი – 550 კმ

ცხენის ძალა ტონაზე – 20,45

შეიარაღება:

2 ცალი 30 მმ ქვემეხი 2А42 (900 ჭურვის მარაგი)

ქვემეხების ამაღლების კუთხე – −5…45°

1 ცალი 7,62 მმ ტყვიამფრქვევი ПКТМ (2000 ვაზნით);

რადიომართვადი ტსმრ Атака-T 9М120-1 (9М120-1Ф, 9М120-1Ф-1)

2 ცალი 30 მმ ავტომატური საკურსო ყუმბარსატყორცნი АГ-17 (600 გასროლის მარაგი)

2013 წელს გამოჩნდა მანქანის გამარტივებული იაფი ვარიანტი БМПТ-72-იც, სადაც ეკიპაჟი 3 კაცამდე იყო შემცირებული. მანქანიდან მოიხსნა ორი ცალი საკურსო 30 მმ ყუმბარმტყორცნი АГ-17.

თუმცა უკვე 2018 წელს რუსულმა არმიამ პირველი საცდელი პარტია, T-90 ის შასიზე აგებული БМПТ Терминатор-2 კონფიგურაციაში 10 მანქანის ოდენობით შეიძინა. მანქანაზე მოდიფიცირებულია რაკეტების გამშვები დანადგარი, რაკეტები ჰორიზონტალურად განლაგდა და შეიჯავშნა სპეციალური ჯავშანფარით. პირველი მანქანები ცენტრალური სამხედრო ოლქის 90-ე სატანკო დივიზიას გადაეცა. (დისლოცირებული ჩებარკულში).

მანქანის ადგილი საბრძოლო შენაერთში – სატანკო პოლკის ცალკეული ასეული 9 მანქანის შემადგენლობით.

მანქანის მინუსები:

1) ერთ სისტემაში გაერთიანებული ამ რაოდენობის სხვადასხვა ტიპის შეიარაღება ხშირად პრაქტიკაში ერთმანეთს ხელს უშლის. მაგალითად მართვადი რაკეტის დამიზნების და სროლისას ვერ მუშაობს 2A42 ტიპის ქვემეხები.

2) 2 ცალი 30 მმ 2A42 ტიპის ქვემეხების ერთდროული სროლისას, ლულებზე წარმოქმნილი რეზონანსული რხევები ერთმანეთთან დისონანსში შედის რაც ისედაც დაბალ სიზუსტეს მკვეთრად აქვეითებს.

3) 30 მმ ქვემეხების ამაღლების კუთხე მხოლოდ +45°-ია რაც არაა საკმარისი კორპუსის მაღალი სართულების ან სახურავის დასამუშავებლად. ეს მაჩვენებელი БМП-2 ტიპის ქსმ-ზე +74° ია.

4) მუხლუხოების თავზე განლაგებული 2 ცალი შეზღუდული კუთხით მოძრავი 30 მმ-იანი საკურსო ყუმბარტყორცნი АГ-17 პრაქტიკულად უფუნქციო და არაპრაქტიკულია, მათი სროლისთვის მანქანაში დამატებით 2 კაცი ზის რაც ეკიპაჟის რაოდენობას 5 კაცამდე, ზედმეტად ზრდის.

5) საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია მანქანას მხოლოდ თეორიულად აქვს. ცეცხლის მართვის და ოპტიკური სამიზნე მოწყობილობების სისტემას არ გააჩნია საფრენი აპარატების აღმოჩენის ტექნიკური ფუნქცია.

6) მანქანას არ გააჩნია ინფრაწითელი ხარვეზების დამყენებელი გენერატორები ან აქტიური დაცვის სისტემა, რის გამოც მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისთვის ადვილი სამიზნეა.

7) მანქანა იმდენად ახალია, რომ მისი როლი ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განსაზღვრული.

სატანკო ბატალიონებში მისი ადგილი ვერ გამოინახა და მხოლოდ ცალკეული ასეულის სახითაა წარმოდგენილი.

ხშირ შემთხვევაში იგივე ფუნქციას БМП-2 იც მარტივად ასრულებს.

8 ) 4 ცალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Атака-T-ს შეჯავშნა არც ისეთი ძლიერია და საარტილერიო დაბომბვისას რაკეტების დეტონაციის ან უნებლიე გაშვების შანსი მაღალია. სუსტადაა ასევე დაცული მეთაურის დამოუკიდებელი პანორამული სამიზნე კომპლექსი Б07К1, რაც მის დაზიანებას 7,62 მმ ჯავშანგამტანი და 12,7 მმ ჩვეულებრივი ტყვიებით ამარტივებს.

P.S. საერთო ჯამში “ტერმინატორს” რუსულ არმიაში დიდი მომავალი არ უწერია.

უკვე შემუშავებულია კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ ამ ფუნქციას შეასრულებენ ქსმ-ები Курганец-25 ახალი თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო მოდულით Бумеранг-БМ და მძიმე ქსმ Т-15 მრავალფუნქციური საბრძოლო მოდულებით АУ220М Байкал და Эпоха БМ.

ასევე БМП-2 და БМП-3, Эпоха БМ-ის ტიპის მოდულებით.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑