უახლეს მე-5 თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი MMP, შემუშავებულია და იწარმოება ევროპული კონსორციუმი MBDA-ს მიერ.
MMP პირდაპირ შეიძლება ითქვას დღეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური ტანკსაწინააღმდეგო სისტემაა და მისი შესაძლებლობები ერთი თავით აღემატება იგივე Javelin-ის შესაძლებლობებს.

მოქმედების მანძილი – 4000 მეტრი. (ორჯერ მეტი ჯაველინის პორტატულ მოდიფიკაციასთან შედარებით)
დამიზნების სისტემა კომბინირებულია და მოიცავს სრულად ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე IIR თავაკს ( იმიჯინგ ინფრარედი) და ოპერატორის მიერ ბოლომდე მართვად სატელევიზიო დამიზნების სისტემას სადაც რაკეტასთან კავშირი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ხდება, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავუმიზნოთ და ვესროლოთ ერთ მიზანს მაგრამ სანამ მოხვდება გადავიფიქროთ და მივმართოთ სხვა მიზნისკენ. ეს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს ამ სისტემას.
ჯავშანგამტანობა 1000 მმ ჰომოგენური ფოლადის ექვივალენტი + დინამიური დაცვა. რაკეტის უშუალო დაცემა Top attack პრინციპით ხდება, ანუ კოშკურაზე ზემოდან პიკირებით. ასევე შესაძლებელია ოპერატორმა ისროლოს დახურული პოზიციიდანაც საიდანაც მიზანთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი არ არის.
აქვს “რბილი სტარტის” ფუნქცია რაც იძლევა საშუალებას სისტემა ოთახიდან ვისროლოთ.
Leave a comment