FH77 BW L52 Archer – 155 მმ თვითმავალი ჰაუბიცა

FH77 BW L52 Archer შვედეთის არმიის შეიარაღებაში 2014 წლიდან შედის და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო, მაღალტექნოლოგიურ თვითმავალ ჰაუბიცად მოიაზრება მსოფლიოში. შემუშავებულია კომპანია BOFORS ის მიერ. სისტემის მთავარი ღირსება სრულად ავტომატიზირებული საბრძოლო ნაწილია რომელიც ჭურვებს სტანდარტულზე მაღალი ტემპით ისვრის. საბრძოლო ნაწილი და ეკიპაჟის კაბინა ერთმანეთისგან გამოყოფილია, სალაშქრო მდგომარეობაში ლულა იკეცება დაჯავშნულ სათავსოში.
ცეცხლის მართვის სისტემა აგებულია ღია არქიტექტურით და ინტეგრირებულია C3 სისტემაში.

ტტმ:

საბრძოლო მასა – 33 ტონა

სიგრძე/სიგანე/სიმაღლე – 14,1X3X4 მ.

სავალი ნაწილი – VOLVO A30D 6X6

ძრავი – 330 ცხ/ძ

მაქს. სიჩქარე – 70 კმ/სთ

სვლის მარაგი – 500 კმ

ეკიპაჟი – 3-4 კაცი

კორპუსის შეჯავშნა – STANAG 4569 Level 3

ჰაუბიცა – 155 მმ FH 77 BW L52

კალიბრი – 155 მმ

ლულის სიგრძე – 52 კალიბრი (8060 მმ)

ლულის ვერტიკალური დამიზნების კუთხე – −1°+70°

ლულის ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე – ±85°

საბრძოლო კომპლექტი – 21 ჭურვი ავტომატურ დამტენში.

სროლის მანძილი:

– ჩვეულებრივი მსხვრევად-ფუგასური ჭურვი – 30 კმ

– აქტიურ რეაქტიული – 40 კმ

– ჭურვი BONUS – 35 კმ

– ჭურვი EXCALIBUR – 60 კმ

სროლის ტემპი – 20 გასროლა 2.5 წთ ში/

1 გასროლა 7,5 წმ ში.

MRSI რეჟიმი – 6 გასროლა.

მუხტები – 120 ცალი მოდულური მუხტი Bofors Uniflex 2IM მუხტები ორი ზომით (სრული 108 ცალი და შემცირებული 18 ცალი) GuDN ტიპის დენთით.

ნავიგაცია-დამიზნების სისტემა- GPS/INS

შეირაღება თავდაცვისთვის – დისტანციური მოდული M151 Protector – 12,7 მმ ტყვიამფრქვევი M-2 ით.

სულ წარმოებულია – 48 ცალი.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑