M1156 PGK

M1156 PGK ტიპის GPS ით კორექტირებადი ტურბინიანი ამფეთქებით აღჭურვილი 155 მმ სტანდარტული საბრძოლო მასალა შედარებით იაფი გამოსავალია ზუსტი ცეცხლის წარმოებისთვის სტანდარტულ უმართავ საბრძოლო მასალასა და ძვირადღირებულ M982 Excalibur-ის ტიპის ჭურვებს შორის.

GPS-ით კორექტირებადი M1156 PGK ამფეთქები შემუშავებულია ამერიკული კომპანია Orbital ATK-ის მიერ და 2009 წლიდან იწარმოება. 1 კომპლექტის ფასი 10 000 დოლარია, რაც ძალიან მცირეა Excalibur-ის ფასთან შედარებით.

PGK ამფეთქებს წლების განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ქვეითები იყენებდნენ ავღანეთში და სირიაში.

PGK ამფეთქებით აღჭურვილი 155 მმ კალიბრიანი მსხვრევად ფუგასური M10, M795 და M549/A1 ჭურვები მაქსიმალურ მანძილებზეც კი ≤ 50 მეტრიან გაფანტვას იძლევიან. მაშინ როცა იგივე M549A1 ჭურვები ამ ამფეთქის გარეშე 30 კმ სროლისას 267 მეტრიან გაფანტვას იძლევა მაქსიმალურ მანძილზე.

EPIAFS ის ტიპის მაპროგრამირებელი ხელსაწყოთი ამფეთქი გასროლამდე პროგრამირდება და მასში იტვირთება სამიზნის ზუსტი კოორდინატები.

PGK ამფეთქების შემუშავებისას ფართოდ იქნა გამოყენებული ამერიკული JDAM-ის ტიპის GPS-ით კორექტირებადი ბომბების დამიზნების სისტემის ტექნოლოგიები, რამაც ამ ამფეთქების შექმნაზე დახარჯული დრო და რესურსი მაქსიმალურად შეამცირა.

ზოგჯერ PGK ამფეთქები მოსალოდნელზე ბევრად მაღალ სიზუსტეებსაც აჩვენებენ, მაგალითად 2014 წელს გერმანელი არტილერისტები PzH 2000 ტიპის თვითმავალი ჰაუბიციდან PGK თი აღჭურვილ DM111 ტიპის ჭურვებს ცდიდნენ. 27 კმ მანძილზე სროლისას ჭურვების 90% 5 მეტრის სიზუსტით მოხვდა სამიზნეს.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑