აფხაზეთში, აგუძერაში განთავსებული შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300ПС-ის დივიზიონის შესახებ.
აღნიშნული დივიზიონი რუსეთმა აფხაზეთში ჯერ კიდევ 2007 წელს შემოიყვანა. თავდაპირველად სისტემა გაშლილი იყო გუდაუთის აეროდრომზე. შემდეგ წლებში კი 40 კმ-ის მოშორებით, სოხუმის სამხრეთ აღმოსავლეთით, სოფელ აგუძერასთან ზღვის პირას, სპეციალურად С-300-სთვის მომზადებულ ახალ პოზიციაზე გადმოინაცვლა.
დივიზიონის პირდაპირი დანიშნულება გუდაუთა-სოხუმი-გალის მონაკვეთზე არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაა.



აგუძერაში მდებარე საზენიტო სარაკეტო კომპლექსის 1 დივიზიონის (ინდექსი 90Ж6) შემადგენლობა არსებული მდგომარეობით.
1. სამეთაურო პუნქტი – 5Н63С რადიოლოკაციური დამზერის და დამიზნების სადგურით 30Н6.
სადგურის სამუშაო დამზერის კუთხეები სხვადასხვა ტიპის სამიზნეებზე:
აეროდინამიკური სამიზნეები საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე – 13° x 64° და 5° x 64°.
ბალისტიკური სამიზნეები – 10° x 32 °
დაბლა მფრენი სამინზეები – 1° x 90°
2. 4 გამშვები კომპლექსი 5П85СД – თითოეულის შემადგენლობაში (აგუძერაში მდგარ დივიზიონის კონფიგურაციაში) შედის ერთი ძირითადი გამშვები მანქანა 5П85С და ერთი დამხმარე გამშვები მანქანა 5П85Д. (სულ 8 გამშვები მანქანა)
3. ადრეული აღმოჩენის და მიზანჩვენების ავტომატიზირებული კომპლექსი 76Н6. რომელიც შედგება 25 მეტრიანი 40В6М ტიპის ტელესკოპურად გასაშლელი ანძისგან და ზედ დამონტაჟებული ანტენური პოსტისგან Ф1С ან Ф52М.
სამიზნის აღმოჩენის მანძილი და გაცილებადი სამიზნეების რაოდენობა: 76Н6 – 120 კმ/15 სამიზნე.
4. რაკეტები:
4.1 – რაკეტა 5В55К (В-500К)/5В55КД – რადიომართვადი. მაქსიმალური მოქმედების მანძილი 47 კმ, მოქმედების ჭერი 0,025-25 კმ.
რაკეტის მასა 1480 კგ, მუხტის მასა 133 კგ.
შეუძლია ჩამოაგდოს როგორც აეროდინამიკური სამიზნეები ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, შემდეგი ალბათობით:
აეროდინამიკური სამიზნეები – 0,7 – 0,94
ბალისტიკური სამიზნეები – 0,4 – 0,7
ფრთოსანი რაკეტები – 0,4 – 0,8
ძრავი – მყარსაწვავიანი, მუშაობის ხანგრძლივობა 8-10 წმ.
რაკეტის სიჩქარე 2000 მ/წმ-მდე.
4.2 – რაკეტა 5В55Р (В-500Р) – ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური დამიზნების, იმართება ცენტრალური გამიზვნის რადარიდან. მაქსიმალური მოქმედების მანძილი 75-90 კმ.
მოქმედების ჭერი 0,025-25 კმ.
რაკეტის მასა 1665 კგ, მუხტის მასა 196 კგ. შეუძლია ჩამოაგდოს როგორც აეროდინამიკური სამიზნეები ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, შემდეგი ალბათობით:
აეროდინამიკური სამიზნეები – 0,7 – 0,94
ბალისტიკური სამიზნეები – 0,4 – 0,7
ფრთოსანი რაკეტები – 0,4 – 0,8
ძრავი – მყარსაწვავიანი, მუშაობის ხანგრძლივობა 8-10 წმ.
რაკეტის სიჩქარე 2000 მ/წმ-მდე.


Leave a comment