ძალიან მოკლედ ერთ ძალიან საინტერესო ნაკეთობაზე, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, მასიური სარაკეტო დარტყმების გამო უკრაინის სხვადასხვა ქალაქებთან აღმოაჩინეს მიწაში ჩარჭობილი.
ეს ამ დრომდე საკმაოდ გასაიდუმლოებული ნაკეთობა არის რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო სისტემა Искандер-М-ის 9М723 ტიპის აერობალისტიკური რაკეტის კონსტრუქციაში შემავალი რაკეტსაწინააღმდეგო ხაფანგი-იმიტატორები 9Б899

“ისკანდერის” რაკეტის კუდში 6 ასეთი ელემენტია მოთავსებული, რომლებიც ფრენის ტრაექტორიის შუა ეტაპიდან რაკეტის კუდიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოიტყორცნება და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ცენტრალური აღმოჩენის რადარებისა და უშუალოდ რაკეტების თვითდამიზნების თავაკების “მოსატყუებლად” ქმნის რადიოელექტრონულ ხარვეზებს, რადიოტალღების ცრუ გამოსხივებას და სითბურ/ინფრაწითელ ცრუ სიგნატურას. ამ სამი კომბინაციით სივრცეში ქმნის “ისკანდერის” 9М723 ტიპის რაკეტების ერთგვარ იმიტაციებს.

P.S. რაკეტსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები ტექნიკურად წარმოადგენს საზენიტო-სარაკეტო კომპლექტსებთან ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ახლოს მდგარ კომპლექსებს, რომელთა უპირველესი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მხრიდან ნასროლი ფრთოსანი, ბალისტიკური და სხვადასხვა ტიპის რეაქტიული რაკეტების გადაჭერა/ჩამოყრა. ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სისტემებია:
ამერიკული THAAD, Patriot PAC-3, SM-3.
ისრაელის Arrow, Iron Dome, David’s Sling.
ფრანგულ-იტალიური Aster 15/30 და სხვა.


Leave a comment