ფრთოსანი რაკეტა Калибр-ის ოჯახი რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების და მოდიფიკაციის რაკეტას მოიცავს, მათი პროექტირება ჯერ კიდევ 1983 წლიდან დაიწყო საბჭოთა კავშირში და დღეისთვის პრაქტიკულად ამერიკული BGM-109 Tomahawk-ის რუსულ შედარებით დაბალტექნოლოგიურ ანალოგს წარმოადგენს. რაკეტების პირველი საჯარო ჩვენება 1993 წელს შედგა.

დღეისთვის “კალიბრი” რუსეთის შეიარაღებაში მიღებულია ამ მოდიფიკაციებში:
1. 3М-14К/3М-14Т – Калибр-НК ოჯახის, მოდიფიკაციები სახმელეთო მიზნების საწინააღმდეგოდ, ფრენის მანძილი 2000-2600 კმ, ფუგასური ან თერმობირთვული ქობინით.
დამიზნების სისტემა ინერციული+რადიოლოკაციური დამიზნების მოდული АРГС-14Э. სასტარტო მასა 1770 / 1400 კგ. ქობინის მასა 450 კგ. ფრენის სიჩქარე 180 – 240 მეტრი/წმ.
2. 3М-54К/3М-54Т – ხომალდსაწინააღმდეგო მოდიფიკაცია, მოქმედების მანძილი 375-500 კმ (კონფიგურაციის მიხედვით).
დამიზნების სისტემა ინერციული+რადიოლოკაციური დამიზნების მოდული АРГС-54. სასტარტო მასა 1951-1570 კგ. ქობინის მასა 200-450 კგ.
3. 91Р1, 91РУ, 91РУК, 91РТ2- Калибр-ПЛ ოჯახის, ნავსაწინააღმდეგო რაკეტა-ტორპედოები წყალქვეშა ნავებისთვის. ინტეგრირებულია 533 მმ-იან სატორპედო აპარატებთან. დამიზნების სისტენა ინერციული INS.
სასტარტო მასა 2100-1200 კგ. გაშვების სიღრმე 20-150 მეტრი. ფრენის მანძილი 50 კმ-მდე.
მატარებელ-გამშვები პლატფორმები: 22350 პროექტის ფრეგატი, 21631 Буян-М პროექტის კორვეტი, 885 Ясень ის პროექტის ატომური წყალქვეშა ნავი, დიზელისძრავიანი 877 და 636.3 პროექტის წყალქვეშა ნავები.

“კალიბრების” პირველი საბრძოლო გამოყენება 2015-2017 წლებში სირიაში დაფიქსირდა, სადაც რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტიდან სხვადასხვა დროს საერთო ჯამში 3М14 მოდიფიკაციის 99 ცალი Калибр იქნა ნასროლი.
ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მართვის სისტემებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამგზავრულ-ინერციული GPS/INS ნავიგაციის ბლოკები და დაბალ სიმაღლეზე რელიეფის გასწვრივ ფრენის სისტემები (ამერიკული Tomahawk-ის შემთხვევაში სისტემა TERCOM), რომელშიც რუსეთი დასავლეთს ტექნოლოგიურად 20-30 წლით ჩამორჩება.

შესაბამისად იგივე სირიაში გამოყენების დროს რაკეტა “კალიბრების” გარკვეული ნაწილი შუა გზაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი სამიზნეებს რამდენიმე ასეული მეტრით აცდა.
თუმცა ნაწილი ზუსტად მოხვდა მიზანს. სავარაუდოდ იგივე მაჩვენებელია ამ ეტაპზე უკრაინაშიც.
სახომალდე ბაზირების 3М-14 Калибр ისევე როგორც სხვა ფრთოსანი რაკეტების დიდი ნაწილი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით დაბალი ქვებგერითი სიჩქარით დაფრინავს, შესაბამისად მათი ჩამოგდება სხვადასხვა ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით და ავტომატიზირებული საზენიტო არტილერიით არის შესაძლებელი.

Leave a comment