ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები
M-270 MLRS და M-142 HIMARS.

ორივე მანქანა ერთმანეთის იდენტურ საბრძოლო მასალას იყენებს. რაკეტების ნომენკლატურაში შედის.
– M 26 – უმართავი 227 მმ რაკეტა 32 კმ-ზე, კასეტური ქობინით, 644 ცალი M77/M85 DPICM ტიპის მსხვრევად-კუმულაციური სუბელემენტით.
– M26A1/A2 – უმართავი 227 მმ რაკეტა 45 კმ-ზე უნიტარული ან კასეტური ქობინით.
– M30/31 GMLRS – ზუსტი დამიზნების 227 მმ რაკეტა 70 კმ-ზე უნიტარული ან კასეტური ქობინით.
– M31 GMLRS+ – ზუსტი დამიზნების 227 მმ რაკეტა 70 კმ-ზე უნიტარული ან კასეტური ქობინით.
– – M 31 GMLRS-ER – ზუსტი დამიზნების 227 მმ რაკეტა 150 კმ-ზე უნიტარული ან კასეტური ქობინით.
– MGM-140 ATACMS – ტაქტიკური რაკეტა, სხვადასხვა მოდიფიკაციებში 300 კმ-მდე სროლის მანძილით.
– PrSM – უახლესი ზუსტი დამიზნების რაკეტა 500 კმ-მდე სროლის მანძილით. (მოიაზრება MGM-140 ATACMS ის შემცვლელადაც)
GMLRS, ATACMS და PrSM-ის რაკეტებში ზუსტი დამიზნებისთვის გამოიყენება GPS/INS-ის ნავიგაციის ბლოკები რაც მაქსიმალურ მანძილებზე სამიზნეზე 10 მეტრი სიზუსტით მოხვედრას უზრუნველჰყოფს, ეს საშუალებას იძლევა რომ კონკრეტული წერტილოვანი მიზნები დიდი რაოდენობით უმართავი რაკეტების ნაცვლად 1-2 ზუსტი დამიზნების რაკეტით განადგურდეს, რაც საერთო ჯამში უფრო იაფიც გამოდის.
M-270 MLRS და M-142 HIMARS ის ტიპის გამშვებებზე გამოიყენება უნივერსალური ერთჯერადი პაკეტები რომელიც სამი კონფიგურაციით მზადდება.
1) 6 ცალი 227 მმ რაკეტა.
2) 1 ცალი რაკეტა ATACMS
3) 2 ცალი რაკეტა PrSM
M-270 ტიპის მუხლუხოიან დანადგარზე ორი ასეთი პაკეტი მონტაჟდება, ბორბლებიან M-142 HIMARS-ზე კი მხოლოდ ერთი, ვინაიდან HIMARS ჩაფიქრებულია როგორც მსუბუქი აერომობილური სისტემა.
Leave a comment