MANTIS (Modular, Automatic and Network capable Targeting and Interception System) – გერმანული საჰაერო თავდაცვის სტაციონარული სისტემა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ან მაღალი ღირებულების ობიექტების დასაცავად საარტილერიო რეაქტიული რაკეტებისგან , ჭურვებისგან, ფრთოსანი რაკეტებისგან, კამიკაძე დრონებისგან და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებისგან.

შემუშავებულია კორპორაცია Rheinmetall Air Defence-ის მიერ 2007-2010 წლებში.
სისტემა წარმოადგენს დისტანციური მართვის საზენიტო ქვემეხების, ცეცხლის მართვის ცენტრის, ოპტიკურ-ელექტრონული და რადიოლოკაციური აღმოჩნა-გაცილების სისტემების ერთობლიობას.
შექმნილია Oerlikon Skyshield-ის კომპლექსის მკვეთრი გაუმჯობესების საფუძველზე და მსოფლიო იარაღის ბაზარზე პოზიციონირდება MANTIS NBS C-RAM ის სახელწოდებით.
კომპლექსის ძირითადი ღირსება ახალი თაობის, AHEAD-ის (Advanced Hit Efficiency and Destructio) ტიპის 35×228 მმ კალიბრიანი რადიოპროგრამირებადი მსხვრევადი საზენიტო ჭურვებია, რომლის ფსკერული რადიოამფეთქიც გასროლისას ლულის ბოლოში არსებულ ლულის მუხრუჭში ჩამონტაჟებული რადიომაპროგრამირებელი ანტენით ტაიმერის პრინციპით კონკრეტულ დროზე ყენდება. ამით ცეცხლის მართვის სისტემა ნამსხვრევების კონტროლირებად ფარდას სხვადასხვა მანძილებზე აყენებს.

MANTIS ის ერთ ბატარეის შემადგენლობაში შედის:
– 6 ერთეული GDF 020 – 35 მმ კალიბრიანი 35/1000 ტიპის სწრაფმსროლელი ქვემეხით აღჭურვილი სრულად ავტომატიზირებული დანადგარი.
სროლის ტემპი 1000 გასროლა/წთ. შეუძლია 36 ჭურვიანი უწყვეტი ჯერის გაშვება. ამაღლების კუთხე -15 ° + 85 °. ჰორიზონტალური ბრუნვის კუთხე 360°.
საქვემეხო დანადგარის სრული მასა 5,8 ტონაა.
– BFZ – ცეცხლის მართვის ცენტრი
– NBS სენსორული მოდული სამიზნის აღმოჩენა-გაცილებისთვის – აღჭურვილია ელექტრო-ოპტიკური გიმბალით და რადარებით. რადარები ორი სახისაა ძირითადი X ჯგუფის სამიზნის აღმომჩენი და მეორადი ბალისტიკური გამოთვლებისთვის.
ოპტიკურ-ელექტრონული გიმბალი მოიცავს: TV კამერას, ინფრაწითელ კამერას და ლაზერულ მანძილმზომს.

მწარმოებლის განცხადებით ძირითადი აღმომჩენი რადარი 20 კმ მანძილზე 0,01 მ² რადიოამრეკლი ზედაპირის (RCS) მქონე საგანსაც კი აფიქსირებს.
სენსორული მოდულის სრული მასა 3,5 ტონაა.
– AHEAD-ის ტიპის ჭურვები. ერთ ცალ AHEAD-ის 35 მმ ჭურვში მოთავსებულია 152 ცალი 3,3 ან 407 ცალი 1,24 გრამი მასის მზა დამაზიანებელი ნამსხვრევი, რომლებიც სამიზნესთან მიახლოებისას შემხვედრ კურსზე იფანტება და წარმოქმნის ნამსხვრევების ფარდას. აფეთქების ცდომილება 10 მილიწამია.
გასროლის მასა – 1,77 კგ
გასროლის სიგრძე – 387 მმ
ჭურვის მასა – 750 გრამი
საწყისი სიჩქარე – 1050 მ/წმ
მზა ნამსხვრევების მასა:
ნამსხვრევი PMD062 – 3,3 გრ (152 ც. საერთო მასით 500 გრ)
ნამსხვრევი PMD330 – 1,24 გრ (407 ც. საერთო მასით 500 გრ)
…………….
ტექნიკაზე დასამონტაჟებლად Rheinmetall Air Defence-ის მიერ შემუშავებულია უკვე SKYRANGER და Skynex-ის სისტემები შედარებით განსხვავებული კონფიგურაციით, თუმცა ეს სისტემებიც AHEAD-ის ჭურვებს გამოიყენებს.





Leave a comment