სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტების, უპილოტო თვითმფრინავების და რეაქტიული საარტილერიო რაკეტების გასანეიტრალებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება Mark 15 Phalanx CIWS/Phalanx LPWS.
საზღვაო და სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემა.

წარმოადგენს ამერიკული General Dynamics-ის შემუშავებულ სრულად ავტომატიზირებულ საზენიტო არტილერიის სისტემას, რომლის ძირითადი შეიარაღებაც არის M61 Vulcan ის ტიპის 6 ლულიან 20 მმ კალიბრის გატლინგის სისტემის სწრაფმსროლელი ავტომატური ქვემეხი. იყენებს 20×102 მმ კალიბრის საზენიტო ჯავშანგამტან და მსხვრევად ჭურვებს.
სროლის ტემპი 3000-4500 გასროლა/წთ.
ეფექტური სამუშაო მანძილი – 1500 მეტრი
ჰორიზონტალური ბრუნვის კუთხე – 360°
ვერტიკალური ამაღლების კუთხე – 150°
ბრუნვა/ამაღლების სიჩქარე – 100°/წმ

საცეცხლე ნაწილის თავზე დამონტაჟებულია რადიოლოკაციური სადგური, რომელიც მძრაობის ქვემეხთან ერთად და უზრუნველყოფს სამიზნის აღმოჩენა-ჩაჭერა-გაცილებას რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. სამიზნის აღმოჩენის შემდეგ ცეცხლის მართვის სისტემა გადაამუშავებს მონაცემებს და ქვემეხის მოქმედების ზონაში შემოსვლამდე ავტომატურ რეჟიმში ხსნის ცეცხლს რამდენიმე ასეული ჭურვით, რომელიც სივრცეში აყენებენ ნამსხვრევედების ფარდას, რომელში გავლის შემდეგაც სამიზნე ზიანდება, ნადგურდება ან მიმართულებას იცვლის.
პრაქტიკაში დადასტურებულია, რომ Phalanx-ის სისტემას შეუძლია ჩამოყაროს არათუ რაკეტები არამედ 82 და 120 მმ ნაღმსატყორცნის ნაღმებიც კი.
სახმელეთო მოდიფიკაცია Phalanx LPWS-ით ამერიკული ძალები სამხედრო ბაზებს წლების განმავლობაში იცავდა ავღანელების და ერაყელების მიერ ნასროლი სხვადასხვა ჭურვებისგან და რაკეტებისგან.

P.S. რა შანსები აქვს ამ სისტემას რუსული Искандер-ის 9M723 ტიპის ბალისტიკური რაკეტის წინააღმდეგ ჯერ-ჯერობით ბოლომდე ცნობილი არაა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ შანსები დაბალია “ისკანდერის” მაღალი სიჩქარიდან და სისტემის მცირე მოქმედების მანძილიდან გამომდინარე. თუმცა არსებობს ბოლომდე დაუზუსტებელი ინფორმაცია, რის მიხედვითაც Искандер-ის 9M723 რაკეტა ტრაექტორიის ბოლო ეტაპზე ზუსტი დამიზნების კორექციისთვის სიჩქარეს 2600 მეტრ/წმ-დან 700-800 მეტრ/წმ-მდე ამცირებს. ასეთ დროს მისი დაზიანების შანსები მნიშვნელოვნად იზრდება.
Leave a comment