ბომბი ФАБ-3000

რას წარმოადგენს რეალურად საბჭოთა მძიმეწონიანი საავიაციო ბომბი ФАБ-3000, რომელიც რუსულმა ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში ჩამოყარა “აზოვსტალის” ქარხნის თავზე.

3000 კგ კალიბრის ფუგასური ბომბი ФАБ-3000 არსებობს ორი მოდიფიკაციით, ФАБ-3000 М-46 და ФАБ-3000 М-54, შესაბამისად 1946 და 1954 წლის ნიმუშები.

ბომბის დანიშნულებაა მოზრდილი სამრეწველო რაიონების, პორტების, ურბანული რაიონების განადგურება, გათვლილია მძიმე ტაქტიკური და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ჩამოსაგდებად.

ტექნოლოგიურად ბომბის ორივე მოდიფიკაცია წარმოადგენს ფართოდ გავრცელებული 500 კგ-იანი ФАБ-500 М-54 ის გაგრძელებას, კლასიკური კონსტრუქციის გეომეტრიული გათანაწყობით.

ФАБ-3000 М-54
ФАБ-3000 М-46

ბომბის ჩამოგდება გათვლილია მაქსიმალური 16 000 მეტრი სიმაღლიდან, მაქსიმალური 1200 კმ/სთ სიჩქარით მფრენი საფრენი აპარატიდან.

განკუთვნილია Ту-4, Ту-16 და Ту-22 ტიპის სტრატეგიული და ტაქტიკური ბომბდამშენებიდან ჩამოსაგდებად.

ФАБ-3000 М-46 ის დაცემისას წარმოქმნილი კრატერი.

რუსეთის საჰაერო ძალების შეიარაღებაში დღესათვის არსებულ Ту-22M3 მოდიფიკაციის ბომბდამშენს შეუძლია ერთდროულად 2 ცალი ФАБ-3000 М-46/М-54 ის წაღება.

ბომბების ტექნიკური მახასიათებლები:

ФАБ-3000 М-46

ტიპი – თავისუფლად ვარდნადი ფუგასური ბომბი

სრული მასა – 3000 კგ

ფეთქებადი მუხტის მასა – 1400 კგ, TNT (ტროტილი)

კორპუსის დიამეტრი – 820 მმ

საერთო სიგრძე – 3332 მმ

………

ФАБ-3000 М-54

ტიპი – თავისუფლად ვარდნადი ფუგასური ბომბი

სრული მასა – 3067 კგ

ფეთქებადი მუხტის მასა – 1387 კგ, TNT (ტროტილი)

კორპუსის დიამეტრი – 820 მმ

საერთო სიგრძე – 3320 მმ

სტაბილიზატორების ფრთაშლილობა – 1002 მმ

ამფეთქი დეტონატორების რაოდენობა – 3

P.S. ამ ბომბების ყველაზე ფართო გამოყენება 1988-1989 წლებში ავღანეთში მოხდა. საბჭოთა არმიის, საჰაერო ძალების 840-ე და 326-ე მძიმე ბომბდამშენი პოლკების Ту-22M3-ებმა თურქმენეთში არსებული სამხედრო აეროდრომი მარი-2 დან ოპერაცია “ტაიფუნის” მსვლელობისას საერთო ჯამში 867 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, რა დროსაც ფარვანის, კუნდუზის და ბაგლანის პროვინციებში გამაგრებულ ახმად შაჰ-მასუდის ძალების პოზიციებზე 1700 ზე მეტი ФАБ-3000 ჩამოყარეს.

ФАБ-3000 М-46, ავღანეთის ომის პერიოდი. აეროდრომი მარი-2
ФАБ-3000 М-46 ის დაკიდების პროცესი თვითმფრინავზე. ავღანეთის ომის პერიოდი. აეროდრომი მარი-2.

P.S.S. ФАБ-3000 ის ორივე მოდიფიკაციას აქვს კონტაქტური მყისიერი მოქმედების ამფეთქები, მათი კორპუსიც არმირებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციების გახვრეტაზე არაა გათვლილი. მიწის ზედაპირზე არსებულ ნაგებობებს რათქმაუნდა ეს ბომბები მთლიანად დაანგრევს, თუმცა რამდენად შეძლებენ ბირთვულ დარტყმაზე გათვლილ მიწისქვეშა ბუნკერების სრულად განადგურებას ცოტა საეჭვოა.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑