ბრიტანული საზენიტო რაკეტები Starstreak და Martlet

გადასატანი საზენიტო რაკეტა Starstreak მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სისტემაა დაბალ სიმაღლეებზე მფრენი ვერტმფრენების და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად.

რაკეტა იმართება ლაზერული არხით SACLOS

(Semi-automatic command to line of sight) რეჟიმში. 14 კგ-იანი რაკეტის ფრენის სიჩქარე 3,5 მახია რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. საბრძოლო ნაწილი ამ რაკეტას ძალიან სპეციფიური აქვს და შედგება სამი ცალი განცალკევებადი ვოლფრამის 900 გრამიანი, 396 მმ სიგრძის და 22 მმ დიამეტრის ჯავშანგამტანი ფეთქებადი ისრისგან, რომელიც სამიზნეზე მოხვედრისას ჯავშანს ხვრეტს, შიგნით აღწევს და იქ ფეთქდება, რის გამოც საფრენ აპარატს გადარჩენის თითქმის არანაირი შანსი არ რჩება.

თითოეულ ისარში PBX-98 ტიპის 450 გრამი ფეთქებადი ნივთიერებაა მოთავსებული.

რაკეტის მოქმედების სიმაღლე 5 კმ, მოქმედების მანძილი 7 კმ.

დამიზნების პრინციპიდან გამომდინარე (ლაზერული/SACLOS) Starstreak-ის რაკეტების წინააღმდეგ რუსულ ვერტმფრენებზე და მოიერიშეებზე დამონტაჟებული საბორტე დაცვის სისტემა Витебск სრულიად ქმედითუუნაროა რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რუსული ავიაციის დანაკარგებს.

2021 წელს დიდმა ბრიტანეთმა შეიარაღებაში მიიღო Starstreak-ის გამშვებ სისტემასთან თავსებადი საზენიტო რაკეტა Martlet, რომელიც უკვე 2022 წელს უკრაინასაც მიაწოდეს.

უკრაინის შძ-ის 95-ე ბრიგადის მეზენიტეებმა უახლესი ბრიტანული საზენიტო რაკეტა LMM Martlet- ით პირველად რუსული უპილოტო საფრენი აპარატი “ორლან-10” ჩამოაგდეს.

დამიზნების სისტემა – კომბინირებული, საწყის ეტაპზე ლაზერული არხით და ბოლო ტერმინალური ინფრაწითელი თავაკით.

რაკეტის სიგრძე – 1,3 მეტრი

რაკეტის მასა – 13 კგ

მუხტის მასა – 3 კგ

რაკეტის დიამეტრი – 76 მმ

მოქმედების მანძილი – 8 კმ

რაკეტის სიჩქარე – 1,5 მახი (1800 კმ/სთ)

ძრავი – 2 საფეხურიანი მყარსაწვავიანი.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑