რას წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის სისტემა?

საჰაერო თავდაცვის სისტემის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად.

საჰაერო თავდაცვის სისტემა:

დანიშნულება

ისტორია

განვითარება

თანამედროვე ტენდენციები

✔️ საჰაერო თავდაცვა როგორც ერთიანი კომპლექსური სისტემა.

. საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმოადგენს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის განუყოფელ და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს.

. სისტემის პირდაპირი დანიშნულებაა ქვეყნის საჰაერო სუვერენიტეტის კონტროლი და დაცვა.

. სისტემა სტანდარტულად შედგება პასიური და აქტიური კომპონენტებისგან.

– პასიური – მართვა და საჰაერო სივრცის რადიოტექნიკური და სხვა საშუალებებით კონტროლი.

– აქტიური – საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში მოწინააღმდეგე სამიზნის განდევნა, განადგურება, რადიოელექტრონული ჩახშობა.

🔺 მიზანი მშვიდობიან პერიოდში:

. საჰაერო ნავიგაციის სამოქალაქო უწყებებთან კოორდინაციით საჰაერო სივრცის უწყვეტი კონტროლი

. მუდმივ რეჟიმში რადიოტექნიკური დაზვერვის წარმოება

. საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მშვიდობიანიდან საომარ მდგომარეობაზე გადასვლის ფაზებს შორის გარდამავალ ეტაპებზე.

. უკანონო/არასანქცირებული ფრენების აღკვეთა

. საჰაერო ვითარების შესახებ შეტყობინებათა ქსელში ინფორმაციის გაცემა.

🔺 მიზანი ომის დროს:

. მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების წინააღმდეგ მოქმედება ;

. პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრების და სამრეწველო რაიონების/ობიექტების საჰაერო თავდაცვა;

. შენაერთების და ქვედანაყოფების დისლოკაციის, თავმოყრის და გაშლის რაიონების, აეროდრომების, საკომანდო პუნქტების და სხვა სამხედრო ობიექტების დაცვა საავიაციო-სარაკეტო დარტყმებისგან.

✔️ მცირე ისტორიული ექსკურსი.

საჰაერო თავდაცვის როგორც ჯარების ერთ-ერთი სახეობის ისტორია ბრძოლის ველზე საფრენი აპარატების

გამოჩენასთან ერთად იწყება და XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ავიაციის განვითარების პარალელურად ვითარდება.

სამხედრო დანიშნულების პირველი თვითმფრინავები შეუჯავშნავი და ადვილი დასაზიანებელი იყო, ამიტომ მათ წინააღმდეგ სხვადასხვა კალიბრის ჩვეულებრივი ტყვიამფრქვევები ან ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი საზენიტო დანადგარები გამოიყენებოდა.

საფრენი აპარატის პირველი ჩამოგდების ფაქტითურქეთ-იტალიის ომი. თურქებმა 1912 წლის 25 აგვისტოს ჩამოაგდეს იტალიური თვითმფინავი, რომელსაც ლეიტენანტი პიერო მაზინი მართავდა.

🔺 I მსოფლიო ომი მნიშვნელოვანი მაინიცირებელი ფაქტორი გახდა ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების გაუმჯობესებისთვის. ამ პერიოდშ იქმნება პირველი სრულფასოვანი საზენიტო ქვემეხები და სატყვიამფრქვევო საზენიტო დანადგარები.

🔺 მეორე მსოფლიო ომში ორივე მხრიდან ძირითად ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებას მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, მცირეკალიბრიანი სწრაფმსროლელი ქვემეხები და მსხვილკალიბრიანი საზენიტო ქვემეხები წარმოადგენდა. საფრენი აპარატების სიჩქარის და სამანევრო შესაძლებლობების ზრდამ დღის წესრიგში სპეციალიზირებული საზენიტო-საქვემეხო დანადგარების შექმნა დააყენა, რომლებსაც სამიზნეზე სწრაფად მიყოლა და ნაწილობრივ ავტომატიზირებული დამიზნების სისტემები ექნებოდა. აქტიურად გამოიყენებოდა საზენიტო კოშკურა-ციხესიმაგრეები, განსაკუთრებით კი გერმანული მხრიდან.

მეორე მსოფლიო ომში რევოლუციური გამოგონება იყო ბრიტანული Kerrison Predictor, პირველი სრულად ავტომატიზირებული საზენიტო ცეცხლის მართვის სადგური. აქტიურად გამოიყენებოდა 40 მმ Bofors ის ქვემეხთან ტანდემში.

მეორე მსოფლიო ომიდან იწყება უკვე საზენიტო რაკეტების ეპოქაც. ამ მიმართულებით გარდამტეხი და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაცისტურ გერმანიაში ვერმახტის გენერალ-მაიორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ვალტერ დორნბერგერის მიერ სარაკეტო ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ჯგუფის ორგანიზებამ, სადაც თავი მოიყარეს ისეთმა მეცნიერებმა როგორებიც იყვნენ: ვალტერ ტილი, არტურ რუდოლფი, ვალტერ რიდელი, ჰელმუთ ვალტერი, ჰელმუთ გრეტრუპი და რათქმაუნდა ლეგენდარული ვერნერ ფონ ბრაუნი, რომელიც თანამედროვე სარაკეტო ტექნოლოგიების მამად ითვლება.

ომის შემდეგ ამ მეცნიერთა ნაწილი აშშ-ში, ნაწილი კი საბჭოთ კავშირში გადაიყვანეს სადაც სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით გააგრძელეს მუშაობა.

პირველი მეტ-ნაკლებად სპეციალიზირებული საზენიტო რაკეტები სწორედ აღნიშნული ჯგუფის მიერ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შემუშავდა. თუმცა დიდი გავრცელება არცერთ მათგანს არ ჰქონია და ნიმუშების სახით მოკავშირეებს ჩაუვარდათ ხელში.

ამის მიუხედავად პრაქტიკულად ეს ნიმუშები იქცა თანამედროვე საზენიტო რაკეტების წინაპრებად.

ესენი იყო:

რადიომართვადი Henschel Hs 117 1942-1943 წწ.

Feuerlilie 1940-1945 წწ.

რადიომართვადი Messerschmitt “Enzian“ 1943-1945 წწ.

რადიომართვადი Rheintochter 1942-1943 წწ.

🔺 ცივი ომის პერიოდი – პირველი თაობის საზენიტო რაკეტები:

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლურ და აღმოსავლურ ბანაკებში საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარება ინდივიდუალური თუმცა დაახლოებით მსგავსი კონცეფციებით დაიწყეს. ამ პერიოდში სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად წინა პლანზე გამოდის საზენიტო რაკეტები, რომლებიც ეტაპობრივად ანაცვლებენ საზენიტო ქვემეხებს.

ამ პერიოდში შეერთებულ შტატებში სამი პროგრამა დაიწყო: არმიისთვის Nike, საჰაერო ძალებისთვის SAM-A-1 GAPA და ფლოტისთვის Bumblebee.

ამის პარალელურად საბჭოთა კავშირმა С-25 Беркут ის პროგრამა წამოიწყო, რომლითაც პირველ ეტაპზე მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო სივრცე უნდა დაეცვათ. 1950 წელს კაპუსტინ-იარზე რაკეტის პირველი გაშვება განხორციელდა, 1955 წელს კი მორიგეობაზე პირველი ბატარეები დადგა. შეირაღებაში დარჩა 1982 წლამდე.

🔺 საზენიტო რაკეტების მეორე თაობა – Nike ის პროგრამის რაკეტები აშშ-ში:

. MIM-3 Nike Ajax – 40 კმ

. MIM-14 Nike-Hercules რაკეტსაწინააღმდეგო 160 კმ

. LIM-49 Nike Zeus რაკეტსაწინააღმდეგო 320-400 კმ

საზენიტო რაკეტების მეორე თაობა – C სერიის რაკეტები საბჭოთა კავშირში:

C-75 / C-125 / C-200 / 2К11 Круг

პარალელურად საზენიტო რაკეტები ვითარდებოდა აშშ-შიც. 1960 წელს აშშ-ის არმიამ შეიარაღებაში მიიღო მსოფლიოში ერთ-ერთი ყვეალაზე დიდი რაოდენობით წარმოებული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი MIM-23 Hawk, რომელიც სტაციონარულ და თვითმავალ კონფიგურაციებში იყო წარმოდგენილი.

🔺 საზენიტო რაკეტების მესამე თაობა:

მესამე თაობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უკვე უმეტესად თვითმავალი მანქანების სახით იყო წარმოდგენილი. ამ თაობას განეკუთვნება საზენიტო კომპლექსები: Patriot, C-300, Бук-М1, Тор-M1, OCA, ROLAND.

თანამედროვე საზენიტ-სარაკეტო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ტექნოლოგიურად ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ხშირად ამ ორივე ფუნქციას ერთი და იგივე სისტემები ითავსებენ. მაგალითად: Patriot PAC 3 და C-400.

🔺 ხელით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები:

ხელით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები საჰაერო თავდაცვის საშუალებების ერთ-ერთ ყველაზე ეფქტურ საშუალებად იქცა. პირველი ნიმუში ამერიკული FIM-43 Redeye შეიარაღებაში 1962 წელს შევიდა.

მისი მიხედვით შექმნილი საბჭოთა Стрела-2 კი უკვე 1968 წელს.

გადასატანი საზენიტო რაკეტების მცირე ზომა მას ტერორისტებისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის, რის გამოც ასეთი რაკეტების გავრცელებაზე მსოფლიოში გამორჩეულად მკაცრი კონტროლია დაწესებული.

✔️ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის შემადგენელი ელემენტები:

საჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნიან საჰაერო თავდაცვის ძალები და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და დგანან საველე პოზიციებზე, საბრძოლო მორიგეობაზე და შენახვაზე სამხედრო ნაწილებში.

სისტემა ერთიანობაში შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

. მართვა – ცენტრალიზებული და ავტონომიური მართვის სისტემებით.

. რადიოლოკაციური, რადიოტექნიკური და ვიზუალური დაზვერვის სისტემა.

. საზენიტო-სარაკეტო და საზენიტო არტილერიის სისტემები.

. გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი ავიაცია

. რებ სისტემები.

. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურები

მართვა – ცენტრალიზებული და ავტონომიური მართვის სისტემებით:

ნატოს წევრ ქვეყნებში მართვისა და კონტროლის სისტემის ერთიანი STANAG 4312 სტანდარტი გამოიყენება, რომელიც საჰაერო დაზვერვის, მართვის, ინფორმაციის გაცვლის და კავშირის სისტემების ერთიან სტანდარტებში მუშაობას ითვალისწინებს, ეს საშუალებას იძლევა, რომ თანამედროვე ცეცხლის მართვის მანქანების არსებობის შემთხვევაში მოძველებული ან საბჭოთა სტანდარტის საცეცხლე და სარადარო სისტემებით აღჭურვილი დანაყოფები NATO-ს ერთიან საჰაერო თავდაცვის სისტემაში ინტეგრირდნენ.

საჰაერო თავდაცვის სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის თანამედროვე არმიებში C3/C4 სისტემები გამოიყენება, რომელიც შენაერთების და ქვედანაყოფების ერთიან ციფრულ სისტემაში ჩართულობას, მართვას, ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს.

C3 – Command, Control & Communication

C4 – command, control, communications, and computer systems

✔️ საზენიტო-სარაკეტო სისტემები

დღეს დღეობით საჰაერო თავდაცვის სისტემაში სამიზნეზე საცეცხლე ზემოქმედების ძირითად საშუალებას საზენიტო სარაკეტო სისტემები წარმოადგენენ, რომლებიც სამიზნეზე ზემოქმედებას მართვადი საზენიტო რაკეტებით ახორციელებენ.

საზენიტო სარაკეტო სისტემები/კომპლექსები დანიშნულებით, მოქმედების მანძილით და დამიზნების სისტემების მიხედვით რამდენიმე კატეგორიად იყოფა.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მოქმედების რადიუსის მიხედვით გამოიყოფა:

– ახლო მანძილზე მოქმედი.

– საშუალო მანძილზე მოქმედი.

– შორ მანძილზე მოქმედი.

დამიზნების სისტემის მიხედვით საზენიტო რაკეტები შეიძლება იყოს:

– სითბური დამიზნების

– რადიოარხით მართვადი

– ლაზერული არხით მართვადი.

– აქტიური რადიოლოკაციური თავაკით

– რადიოლოკაციური დამიზნების ნახევრადაქტიური თავაკით.

– ჰიბრიდული – ზემოჩამოთვლილი სისტემები ტანდემში.

ჩამოთვლილი კატეგორიების სისტემების მაქსიმალურად ეფექტური მუშაობისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოწყობისას ეშელონირების მეთოდი გამოიყენება.

✔️ დაყოფა დანიშნულების მიხედვით:

დანიშნულების მიხედვით საზენიტო კომპლექსები ორ ძირითად სახეობად იყოფა.

პირველი სახეობის საჯარისო საზენიტო კომპლექსები გამოიყენება ომის დროს სამხედრო კოლონების და ჯარების თავმოყრის რაიონების დასაცავად. ამ დანიშნულებით ძირითადად ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები და თვითმავალი საზენიტო არტილერია გამოიყენება.

მეორე სახეობა განკუთვნილია მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ცენტრების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისთვის. ასეთი დანიშნულებით გამოიყენება ყველა ტიპის სისტემები.

მათ შორის კი ნახევრად მობილური შორ მანძილზე მოქმედები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც როგორიცაა მაგალითად Patriot ან C-300.

✔️ საჰაერო თავდაცვის სისტემის ეშელონირება

არსებული საშუალებების მაქსიმალურად მაღალი ეფქტურობით გამოყენებისთვის, რესურსების დაზოგვისა და დასაცავი ტერიტორიის მაქსიმალურად საიმედოდ ჩასაკეტად თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს ახასიათებს ეშელონური წყობა. ეს საშუალებას იძლევა ეფექტურად მოხდეს ბრძოლის ველის მენეჯმენტი და სისტემებმა მაქსიმალურად გადაფარონ ერთმანეთი და დაიცვან ტერიტორია მთელ სიღრმეში და ყველა სიმაღლეებზე თანაბარი კონცენტრაციით.

პირველი ეშელონი: ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო სისტემები

მეორე ეშელონი: საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო სისტემები

მესამე ეშელონი: შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო სისტემები.

საზენიტო-სარაკეტო სისტემების საბრძოლო წყობაში ორგანიზება:

საზენიტო სარაკეტო დანადგარები სტანდარტულად მუშაობენ ბატარეის და დივიზიონის შემადგენლობებში.

ბატარეის შემადგენლობაში სტანდარტულად შედის: 2-3-4-6 საცეცხლე მანქანა, ერთი ცენტრალური აღმოჩენის რადარი და ცმც.

დივიზიონის შემადგენლობაში ორი ან სამი ასეთი ბატარეაა კომპლექსის ტიპიდან და კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

✔️ საზენიტო არტილერია

საზენიტო საარტილერიო სისტემები წარმოადგენს სტაციონარულ, ბუქსირებად ან თვითმავალ ბაზაზე დამონტაჟებულ სწრამსროლელ მცირეკალიბრიან ქვემეხებს, რომლებსაც სპეციალური ცეცხლის მართვის სადგურის საშუალებით საფრენ ობიექტზე წინმსწრები ცეცხლის წარმოება შეუძლია. თანამედროვე საზენიტო ქვემეხები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფუნქციასაც ითავსებენ.

ზოგიერთი თანამედროვე თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარები დამატებით აღჭურვილია საზენიტო რაკეტებითაც.

საზენიტო არტილერია ცივი ომის პერიოდიდან ნელ ნელა განდევნა რაკეტებმა, თუმცა აქტუალობა მაინც არ დაუკარგავს და ციფრული ცეცხლის მართვის სისტემების შექმნამ ახალი სიცოცხლე შესძინა. დღეისათვის

ტრადიციული სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვები იცვლება რადიოამფეთქებით აღჭურვილი საბრძოლო მასალით, რომელიც გასროლამდე პროგრამირდება და სამიზნესთან მიახლოებისას საჭირო ადგილზე სკდება.

✔️ გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი ავიაცია

გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი ავიაცია საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მშვიდობიან პერიოდში გამანადგურებლების ძირითადი დანიშნულება საჰაერო სივრცის დამრღვევი აპარატისთვის გზის გადაჭრა, გაფრთხილება და საჭიროების შემთხვევაში ჩამოგდებაა.

ომის დროს გამანადგურებელი ავიაცია საკთარი საცეცხლე საშუალებებით დასაცავ ტერიტორიაზე საზენიტო სისტემებისთვის მკვდარი ზონებს ავსებს.

✔️ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები

რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების განუყოფელი ნაწილია.

რებ სისტემა ASELSAN KORAL

თანამედროვე ბრძოლის წარმოება მაღალტექნოლოგიური, დაზვერვის, კონტროლის და აქტიური ზემოქმედების სისტემების ერთობლივი მუშაობით ხასიათდება. მასში ერთმანეთთანაა შერწყმული ციფრული და ანალოგური სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა, ხელოვნური ინტელექტი და ადამიანური რესურსი.

საჰაერო თავდაცვის სისტემაში რებ სისტემების პირდაპირი დანიშნულება მოწინააღმდეგის პილოტირებადი და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ხარვეზების დაყენება, პირდაპირი ჩახშობა და დაზვერვითი სამუშაოების წარმოებაა.

P.S. ვერცერთი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის 100 % დაცვას.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑