უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთმა მოსაზღვრე რეგიონებში თავმოყრილ სამხედრო დაჯგუფებებს დიდი რაოდენობით რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები მიამაგრა. მათ შორის იყო უახლესი რუსული რადიოლოექტრონული ბრძოლის სისტემები МКТК-1А “Дзюдоист” და РБ-636 “Свет-КУ”.

ორივე აღნიშნული სისტემა რუსული არმიის შეიარაღებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოჩნდა.
МКТК-1А “Дзюдоист”- რადიოელექტრონული ბრძოლის ავტომატიზირებული კომპლექსი. დანიშნულება –
– რადიოელექტრონული საშუალებების გამოვლენა
– ელექტრომაგნიტური გარემოს ანალიზი და შეფასება
– რადიოგადამცემი საშუალებების რადიაციული პარამეტრების კონტროლი.
– უნებლიე რადიო ჩარევის წყაროების ძიება
– საინფორმაციო გადაჭერისთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობების ძიება.
– ინფორმაციის ოპერატიული დაცვა ვიბროაკუსტიკური და რადიო არხებით გაჟონვისგან.
– საკუთარ ძალების აღმოჩენის თავიდან ასაცილებლად ზედმეტი და შემჩნევადი რადიოგამოსხივების გამოვლენა.
– რადიომართვადი ფეთქებადი მოწყობილობების რადიომართვის სიხშირეების ჩახშობა.
– უპილოტო თვითმფრინავების მართვის სიხშირეების გამოვლენა და ჩახშობა.
რადიოტექნიკური კონტროლის სამუშაო დიაპაზონი – 0,1-18000 მეგაჰერცი
პელენგაციის სიზუსტე – 2-3 °
აკუსტიკური და ვიბროაკუსტიკური კონტროლის დიაპაზონი – 10-20000 ჰერცი.

………………
РБ-636АМ2 “Свет-КУ” – რადიოტექნიკური დაზვერვის, პელენგაციის და კომპლექსური კონტროლის სისტემა
სამუშაო დიაპაზონი 25 მგჰ დან 18 გგჰ-მდე.
კომპლექსის დანიშნულებაა ბრძოლის ველზე ნებისმიერი სახმელეთო და საჰაერო ტექნიკის მიერ გამოსხივებული სიხშირეების ჩაჭერა-ანალიზი. ბრძოლის ველის რადიოელექტრონული მდგომარეობის ანალიზი-შეფასება.
Свет-КУ ოკუპირებულ დონბასში პირველად 2021 წლის 29 მაისს დაფიქსირდა ქალაქ ნოვოაზოვსკთან.

Leave a comment