ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა NLAW

რას წარმოადგენს ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა NLAW?

RB-57, MBT LAW, NLAW (Next generation Light Anti-tank Weapon) – მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა შემუშავებულია შვედური თავდაცვითი მრეწველობის კომპანია Saab Bofors Dynamics-ის მიერ 2002 წელს. სერიულად იწარმოება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბელფასტთან არსებულ Thales Air Defence-ის ქარხანაში.

NLAW-ის პროქტირებისას ფართოდაა გამოყენებული ასევე შვედური მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა RBS 56B BILL 2 ის და ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი AT-4 ის ტექნოლოგიები. კონკრეტულად კი NLAW ში გამოყენებულია BILL-2 ის ძირითადი მუხტი.

NLAW ის რაკეტა მოთავსებულია ერთჯერად სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერში. რაკეტაში ჯავშანგამტანი მუხტი მოთავსებულია გვერდულად, რაკეტის ფრენის ხაზთან 90° კუთხით, ეს იძლევა საშუალებას, რომ მუხტის დეტონაცია სამიზნის თავზე გადაფრენისას OTA (Overfly Top Attack) რეჟიმში მოხდეს.

არაშეჯავშნულ მიზანზე სროლისას კი შესაძლებელია პირდაპირი მოხვედრის (Direct Attack) რეჟიმის არჩევაც.

სისტემის გამოყენება-ოპერირებას მხოლოდ ერთი კაცი სჭირდება რაც უდიდესი პლიუსია.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით NLAW დღეისთვის თავის კლასში ერთ-ერთ საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებად ითვლება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასახლებულ პუნქტებში, შეზღუდული სივრცის პირობებში ბრძოლის დროსაც.

NLAW ტექნიკური მონაცემები:

მასა: 12.4 კგ

სიგრძე: 1016 მმ

კალიბრი: 115/150 მმ

რაკეტის ფრენის სიჩქარე:

ინიცირებისას: 40 მ/წმ

მაქსიმალური სიჩქარე: 200 მ/წმ

მოქმედების მანძილი:

მინიმალური: 20 მეტრი

მაქსიმალური: 800-1000 მეტრი

ჯავშანგამტანობა – 400-600 მმ

დამიზნების სისტემა: PLOS (პროგნოზირებადი დამიზნების ხაზით/ რაკეტის ინერციული მართვის ბლოკით.

სამიზნე მოწყობილობა: Trijicon TA41 NLAW 2.5×20

საბრძოლო თავაკი: კომბინირებული დარტყმითი ბირთვის და სტანდარტული კუმულაციური მუხტის კომბინაციით. სამიზნის თავზე გადაფრენისას დეტონაციის ფუნქციით.

ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი: -38 დან +63 °C მდე.

ერთეულის ფასი – 27 000 $ (2008 წლის მდგომარეობით)

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑