ტაქტიკური რაკეტების და ავიაციის საბრძოლო ეფექტურობაზედ

ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ რეალურად რა შეუძლია ტაქტიკურ და ფრთოსან რაკეტებს და რა შეუძლია მაგალითად ერთ ცალ საფრონტო ბომბდამშენს სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ.

რომელი უფრო მეტი საფრთხის მომტანია… ?

– Искандер-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის მსხვრევად-ფუგასური ქობინი 480 კგ-ს იწონის და დაზიანების ეფექტით ერთი 500 კგ-იანი საავიაციო ბომბის ტოლფასია.

– 3М-14 Калибр-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის მსხვრევად-ფუგასური ქობინი 450 კგ-ს იწონის და ესეც დაახლოებით 500 კგ-იანი საავიაციო ბომბის ტოლფასია დამანგრეველი ძალით.

– შედარებისთვის Су-34 ტიპის თანამედროვე რუსული საფრონტო ბომბდამშენის საბრძოლო დატვირთვა 8000 დან 12 000 კგ-მდე ვარირებს.

შეიარაღების 12 საკიდ წერტილზე სხვადასხვა კონფიგურაციით ეს შეიძლება მოიცავდეს:

3 ცალ КАБ-1500 ტიპის კორექტირებად ბომბს.

6 ცალ КАБ-500 ტიპის კორექტირებად ბომბს.

12 ან 16 ცალ 500 კგ-იან ჩვეულებრივ საავიაციო ბომბს.

22 ცალ 250 კგ-იან ჩვეულებრივ საავიაციო ბომბს.

34 ცალ 100 კგ-იან ჩვეულებრივ საავიაციო ბომბს.

როგორც ხედავთ Су-34-ს ერთი გაფრენით 16 ცალი “ისკანდერის” დამანგრეველი ეფექტის ტოლფასი ბომბების ჩამოყრა შეუძლია, შესაბამისად უფრო დამანგრეველ და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირებისთვის.

თუმცა თავის მხრივ თვითმფრინავი ბალისტიკურ რაკეტასთან შედარებით ბევრად მარტივი ჩამოსაგდებია და სამიზნემდე მისაღწევად ბევრად დიდი დროც სჭირდება.

ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები ზედგამოჭრილი იარაღია მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში მაღალი ღირებულების წერტილოვანი სამიზნეების წინააღმდეგ (რადარები, მართვის ცენტრები, აეროდრომები, საზენიტო სისტემები, სარაკეტო კომპლექსები), ბევრად უფრო ნაკლებეფექტურია სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ და მოულოდნელი დარტყმისას მატერიალურ ზარალთან შედარებით უფრო მეტი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს.

რაც შეეხება კასეტურ საბრძოლო ნაწილებს აქაც უპირატესობა დამაზიანებელი ეფქეტის მხრივ ბომბდამშენი თვითმფრინავების მხარესაა.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑