ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 Vampire 4D-ს შესახებ

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 Vampire 4D-ს შემუშავებულია ჩეხური კომპანია EXCALIBUR ARMY-ის მიერ.

სხვადასხვა ინფორმაციით უკრაინისთვის მიწოდებულია 18 ერთეულზე მეტი 2017 წლის კონფიგურაციის მანქანა, აგებული Tatra 815-7T3RC1 8×8.1R (Double Cab)-ის ბაზაზე.

მანქანის ზოგადი კონფიგურაცია სტანდარტული RM-70 სას იმეორებს. საცეცხლე ნაწილი მრავალჯერადი, 122 მმ-იანი 40 მიმმართველიანი “გრადის” პაკეტია. მანქანაზე ასევე დატოვებულია ავტომატური გადამტენი პლატფორმა დამატებითი 40 რაკეტით.

მანქანაზე დამონტაჟებულია თანამედროვე ჩეხური ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა LANSYR, რომელიც შესაძლებელია დამონტაჟდეს ორი კონფიგურაციით: LANSYR LIR და LANSYR MQR.

LANSYR LIR – GPS ის და INS-ის ინერციული ნავიგაციის ბლოკების კომბინაციით.

LANSYR MQR – მხოლოდ GPS ის ორი მიმღებით INS-ის გარეშე.

ციფრული ცეცხლის მართვის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დამიზნება შესაძლებელია ტრადიციულად, პაკეტზე დატოვებულია ПГ-1М ტიპის საარტილერიო პანორამული სამიზნის კრონშტეინი და პაკეტის მაბრუნებელი ჯოისტიკი.

მანქანას შეუძლია ისროლოს ნებისმიერ ტიპის 122 მმ-იანი “გრადის” რაკეტა, როგორც სტანდარტული 21 კმ-იანი, ასევე თანამედროვე გაზრდილი სიშორის 32, 40, 45 კმ-იანი რაკეტებიც.

(მანქანის სრულის ტექნიკური მონაცემები და ცეცხლის მართვის სისტემის შემადგენლობა მოცემულია სურათებზე).

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑