გერმანული თვითმავალი საზენიტო დანადგარი GEPARD
განეკუთვნება საზენიტო არტილერიის სახეობას.

ინგლისური აბრევიატურით SPAAG (self-propelled anti-aircraft gun)
თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard ტიპიური ცივი ომის პერიოდის პირმშოა და ერთგვარი ანალოგია საბჭოთა 23 მმ-იანი ЗСУ-23-4 Шилка-სი.
აგებულია Leopard 1 ტიპის ტანკის შასიზე, რომლის საბრძოლო ნაწილიც არის 360 გრადუსით მბრუნავი ორ კაციანი კოშკურა, ორი ცალი 35 მმ კალიბრიანი Oerlikon KDA ტიპის ავტომატური სწრამსროლელი ქვემეხით. ლულის სიგრძე 90 კალიბრია (3150 მმ)
ერთი ქვემეხის საბრძოლო სწრაფსროლა 550 გასროლა/წთ-ია რაც ორივე ქვემეხის ერთობლივი მუშაობის დროს 1100 გასროლა/წთ-მდე ადის. თითოეულ ქვემეხზე ჭურვები ლენტური მეთოდით მიეწოდება. თითო ქვემეხზე გამზადებული საბრძოლო კომპლექტი 320 ცალი ჰაერსაწინააღმდეგო მსხვრევადი და 20 ცალი ჯავშანგამტანი ჭურვია. ჭურვის საწყისი სიჩქარე 1440 მ/წმ. საწყისი სიჩქარეების გასაზომად ლულის ბოლოებში დამონტაჟებულია სიჩქარის მზომი სენსორები.
ქვემეხების მუშაობის მაქსიმალური ეფექტური მანძილი 5,5 კმ-ია.
სამიზნის ამომჩენი და გამცილებელი სისტემები: კოშკურაზე დამონტაჟებულია ორი სახის რადიოლოკაციური სადგური და ლაზერული მანძილმზომი.
სამიზნის აღმოჩენის და კონტროლის რადარი – S ჯგუფის MPDR-18S – ხედვის მანძილი 18 კმ.
სამიზნის გაცილების და ქვემეხების გამმიზნავი რადარი – Ku ჯგუფის ALBIS, მუშაობის მანძილი 15 კმ-მდე.
რადარი ALBIS და მანძილმზომი გაერთიანებულია ერთ სტაბილიზებულ გიმბალში.
ცეცხლის მართვის სისტემა – EADS (DASA). აგებულია C3 სისტემის ინტერფეისით, Motorola 68020 ტიპის 32 ბიტიანიან პროცესორზე.

საერთო მასა – 47.5 ტონა
სიგრძე – 7.68 მეტრი
სიგანე – 3.71 მეტრი
სიმაღლე – 3.29 მეტრი
ეკიპაჟი – 3 კაცი
ჯავშანი – ნამსხვრევსაწინააღმდეგო
ძრავი – 819 ცხ/ძ MTU
სვლის მარაგი – 550 კმ
მაქსიმალური სიჩქარე – 65 კმ/სთ.
Leave a comment