რუკაზე მოცემულია 40-მდე ეროდრომი/აეროპორტი რუსეთის, ბელორუსის და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რომლებსაც რუსეთის საჰაერო ძალები იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მოყოლებული 24 თებერვლიდან.
რუსეთი:
1. აეროდრომი მოროზოვსკი – როსტოვის ოლქი. ბაზირებულია 559-ე ბომბდამშენი პოლკი. (Су-24, Су-24М, Су-34)
2. აეროდრომი პრიმორსკო-ახტარსკი – კრასნოდარი. ბაზირებულია 960-ე მოიერიშე პოლკი (Су-25, Су-25УБ და Су-25СМ3)
3. აეროდრომი ეისკი – კრასნოდარი. საზღვაო ავიაციის 859-ე სასწავლო ცენტრი.
4. აეროდრომი კრიმსკი – კრასნოდარი. მე-3 გამანადგურებელი პოლკი (Су-27СМ3, Су-30М2)
5. კრასნოდარის აეროდრომი – 461-ე მოიერიშე პოლკი (Cy-25)
6. აეროდრომი კორენევსკი – კრასნოდარი. საარმიო ავიაციის 55-ე პოლკი (Ми-8АМТШ, Ми-28, Ми-35, Ка-52).
7. აეროპორტი Минеральные Воды – სტავროპოლი. იყენებენ სამხედრო დანიშნულებითაც.
8. აეროდრომი კუშევსკა – გამანადგურებელი ავიაციის 195-ე სასწავლო ცენტრი (Су-27, МиГ-29, L-39).
9. აეროდრომი ცენტრალნი – დონის როსტოვი, საარმიო ავიაციის 30-ე ცალკეული პოლკი. (Ан-12, Ан-26, Ил-18, Ил-20, Ту-134, L-410UVP და Ми-8)
10. აეროდრომი მილეროვო – როსტოვი, 31-ე გამანადგურებელი პოლკი (Су-30СМ, МиГ-29)
11. აეროდრომი მარინოვკა – ვოლგოგრადი. მე-11 შერეული სადაზვერვო-ბომბდამშენი პოლკი (Су-24М და Су-24МР)
12. ვოლგოგრადის აეროპორტი – გამოიყენება სამხედრო დანიშნულებითაც.
13. საშვეულმფრენო აეროდრომი სარატოვ-სოკოლი – სარატოვის ოლქი. 339-ე სასწავლო ცენტრი (Ансат, Ка-226, Ми-2 და Ми-8)
14. აეროდრომი ბუტირლინოვკა – ვორონეჟი. 899-ე მოიერიშე პოლკი (Cy-25)
15. აეროდრომი სტარი ოსკოლი – ბელგოროდი. სამხედრო ნაწილი განლაგებული არაა, თუმცა გამოიყენება სამხედრო დანიშნულებითაც.
16. ბელგოროდის აეროპორტი – გამოიყენება სამხედრო დანიშნულებითაც.
17. აეროდრომი ლიპეცკი- 2 – საავიაციო სასწავლო ცენტრი (Су-27, Су-30, Су-34, Су-24)
18. აეროდრომი შატალოვო – სმოლენსკი. მე-4 ცალკეული სადაზვერვო-ბომბდამშენი ესკადრილია (Су-24МР, Су-24М, Су-34)
19. აეროდრომი კალუგა – ძირითადი დანიშნულება სამოქალაქო, იყენებენ სამხედრო დანიშნულებითაც.
20. აეროდრომი სეშა – ბაზირებს 566-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის პოლკი, 24 თებერვალს ამ აეროდრომიდან დაფიქსირდა Cy-34 ების აფრენაც. (Ил-76, Ан-124-100)
21. აეროდრომი ენგელსი-2 – სარატოვი.6950-ე მძიმე ბომბდამშენთა ავიაბაზა (16 ერთეული Ту-160, 18ერთეული Ту-95МС)
ბელარუსი:
22. მინსკის აეროპორტი.
23. აეროპორტი მოზირი –
24. აეროპორტი გომელი –
25. აეროპორტი ბრესტი –
26. აეროდრომი ბობრუისკი –
27. აეროდრომი ლუნინეცი – ომის დაწყებამდე რუსეთმა აქ განათავსა მე-18 მოიერიშე პოლკის 20 ცალი Су-25СМ.
28. აეროდრომი ბარანოვიჩი – ომის დაწყების შემდეგ ბაზირებენ რუსული Су-30СМ და Су-34.
29. აეროდრომი ლიდა – ომის დაწყების შემდეგ ბაზირებენ რუსული Су-34 და Су-25.
ყირიმი:
30. აეროდრომი საკი – 43-ე საავიაციო პოლკი (Cy-30CM ტიპის გამანადგურებლები და საფრონტო ბომბდამშენები Cy-24MP/Cy-34)
31. აეროდრომი ბელბეკი – აეროდრომზე ბაზირებულია რუსეთის საჰაერო ძალების 38-ე გამანადგურებელი პოლკი, შემდეგი რაოდენობის გამანადგურებლებით:
12 ერთეული Су-27, 12 ერთეული Су-27СМ, 3 ერთეული Су-27УБ, 5 ერთეული Су-30М2, 8 ერთეული МИГ-29
32. აეროდრომი კაჩა – შავი ზღვის ფლოტის 318-ე შერეული საავიაციო პოლკი ( Бе-12, Ан-26, Ka-27, Ka-32, Ми-8/17)
33. აეროდრომი გვარდეისკოე – 37-ე შერეული საავიაციო პოლკი (12 ერთეული მოიერიშე C-25CM, 12 ერთეული ბომბდამშენი Cy-24M და 12 ერთეული გამანადგურებელი Су-27)
34. აეროდრომი ჯანკოი – 39-ე საშვეულმფრენო პოლკი (Ми-8, Ми-35, Ми-24, Ми-26, Ми-28)

Leave a comment