ყუმბარმტყორცნი RPG-32 Nashshab

2022 წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებაში მოულოდნელად გამოჩნდა იორდანული კომპანია JADARA-ს მიერ ლოცენზიით იორდანიაში აწყობილი RPG-32 “Nashshab”-ის ტიპის ყუმბარმტყორცნები, რომელიც რუსული РПГ-32-ის ლიცენზირებული მოდიფიკაციაა.

თავიდან ყუმბარმტყორცნის იორდანიისთვის განკუთვნილ საექსპორტო ვერსიას “ხაშიმი” ერქვა, შემდეგში კი იორდანიამ თავად დაიწყო წარმოება Nashshab-ის სახელით. ზოგადად ამ ყუმბარმტყორცნზე რუსული კომპანია Базальт სპეციალურად იორდანიის არმიის დაკვეთით ჯერ კიდევ 2005 წლიდან მუშაობდა. 2013 წელს კი გაფორმდა ხელშეკრულება ყუმბარმტყორცნის იორდანიაში ლიცენზიით წარმოებაზე. მოგვიანებით იორდანიამ ყუმბარმტყორცნების წარმადობა წელიწადში 60 000-მდე გაზარდა და მესამე ქვეყანაზე გაყიდვის უფლებაც მოიპოვა.

მრავალფუნქციური РПГ-32 არ არის კლასიკური საბჭოთა/რუსული სტილის ყუმბარმტყორცნი და სქემატური აგებულებით უფრო გერმანულ Panzerfaust 3-ს წააგავს. РПГ-32 ის კომპლექტში გაერთიანებულია რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების ყუმბარმტყორცნის შესაძლებლობები.

6Г40 ტიპის მრავალჯერად გამშვებ მოწყობილობაზე 4 სახის ერთჯერადი სატრანსპორტო-გამშვები ტუბუსი და სამი სახის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა მონტაჟდება.

ყუმბარმტყორცნის კომპლექტის შემადგენლობა:

– გამშვები მოწყობილობა – 6G40 (მასა 3 კგ)

– სტანდარტული დღის სამიზნე – 1P81 (მასა 1.55 კგ)

– გაუმჯობესებული დღის სამიზნე ლაზერული მანძილმზომით – GS-2R (მასა 2.4 კგ)

– ღამის ხედვის სამიზნეები – NV/A-1 და NV/A-2 (მასა 2.4 კგ)

– თერმული სამიზნე – TC/A-1

– გასროლები:

ტანდემურ კუმულაციური ПГ-32В – 72,5/105 მმ კალიბრის ვარიანტები.

თერმობარული ТБГ-32В – 72,5/105 მმ კალიბრის ვარიანტები.

ტტმ:

დამიზნების მანძილი – ПГ-32В 700 მეტრი / ТБГ-32В 500 მეტრი.

ჭურვის საწყისი სიჩქარე – 140 მ/წმ

ПГ-32В ს ჯავშანგამტანობა:

72,5 მმ გასროლა – 500 მმ

105 მმ გასროლა – 650 მმ

გასროლა ПГ-32В ს მასა:

72,5 მმ – 3 კგ

105 მმ – 7 კგ

სიგრძე – 105 მმ გასროლით 1200 მმ / 72.5 მმ გასროლით 900 მმ.

P.S. ეს კომპანია ასევე ლიცენზირებულად აწარმოებს უკრაინული ტსმკ СТУГНА/SKIF-ის საექსპორტო მოდიფიკაციებსაც.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑