ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი BGM-71 TOW

სისტემა “ტოუს” პირველადი მოდიფიკაციები აშშ-ის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1970 წლიდან გამოჩნდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და წარმატებულ ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსად ითვლება. შემუშავებულია კომპანია Hughes Aircraft-ის მიერ. წლების განმავლობაში დამზადებულია 700 000 ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტა რომელიც მსოფლიოს 40 ზე მეტი ქვეყნის შეირაღებაშია.

“ტოუ” პირდაპირი ანალოგია მსოფლიოში ასევე ძალიან გავრცელებული საბჭოთა წარმოების 9К111 Фагот და 9М113 Конкурс-ისა.

კომპლექსი აქიტიურად გამოიყენებოდა 15-ზე მეტ ომში პლანეტის სხვადასხვა წერტილებში. TOW-ს სისტემების ბოლო ყველაზე აქტიური გამოყენება სირიაში 2011 წლიდან მიმდინარე ომში ხდებოდა, სადაც “ტოუს” ოპერატორებმა პრაქტიკულად სისტემის საბრძოლო შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს და ასეულობით ტანკი და მსუბუქი ჯავშანმანქანა გაუნადგურეს ბაშარ ასადის სამთავრობო ძალებს.

TOW განეკუთვნება II თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს და შესაბამისად ამ თაობის სხვა წარმომადგენლების უმეტესობის მსგავსად მისი რაკეტაც ფრენის პროცესში ნახევრად ავტომატურ რეჟიმში, მავთულით იმართება. რაკეტა მოთავსებულია ერთჯერად მინა-პლასტიკის კონტეინერში რომლის გაშვებაც მრავალჯერადი M-41 ITAS-ის ტიპის გამშვებიდან ხდება.

TOW ITAS currently exists in 5 versions. The versions are:

M-41 ITAS სხვადასხვა მოდიფიკაციებზე არსებობდა რამდენიმე კონფიგურაციაში: M41/M41A1/M41A2/M41A3/M41A4.

ITAS-ის შემადგენლობაში შედის:

გამშვები ტუბი,

დამიზნების ოპტიკურ-ელექტრონული მოდული TAS

ტრავერსული ამძრავი ბლოკი

სამფეხა

ცეცხლის მართვის მოდული FCS

ლითიუმ-იონური ბატარეის ყუთი

ოპციონალურად-პოზიციის განსაზღვრის სისტემა PADS.

დამიზნების ოპტიკურ-ელექტრონული მოდული TAS რაკეტას ფრენის რეჟიმში ნახევრად-ავტომატური გაცილების რეჟიმში მართავს, მსროლელს ევალება სამიზნის იდენტიფიცირება და დამიზნების ბადის ცენტრის გაყოლება მიზანზე.

რაკეტების მოდიფიკაციები:

BGM-71A TOW

BGM-71B

BGM-71C Improved TOW

BGM-71D TOW-2

BGM-71E TOW-2А

BGM-71F TOW-2В

BGM-71H TOW Bunker Buster

TOW-2B Aero

გამორჩეულად აღსანიშნავია BGM-71F TOW-2В მოდიფიკაცია, ამ რაკეტაში საბრძოლო მუხტი შედგება ორი ცალი გვერდი გვერდ განლაგებული 149 მმ-იანი ტანტალის დარტყმითი ბირთვისგან, მუხტები მიმართულია რაკეტის გრძივი ღერძის მიმართ 90°-ით. რაკეტის ფრენის რეჟიმი ითვალისწინებს სამიზნის თავზე გადაფრენას (ტანკის კოშკურა), რა დროსაც მაგნიტომეტრული და ლაზერული სენსორებით მოქმედებაში მოდის დეტონატორი.

უკრაინის შეიარაღებაში მართალია ომის დაწყებამდე ათასობით იყო 9К111 Фагот, 9М113 Конкурс და უკრაინული Стугна-П თუმცა ომის მსვლელობისას რაკეტების ხარჯი დიდია და ამერიკული TOW-ს საჭიროება ადრე თუ გვიან დადგებოდა. სავარაუდოდ უკრაინას გადაეცემა TOW-2В მოდიფიკაციები.

მოდიფიკაციები და მათი ტტმ:

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑