Stormer HVM-ის შესახებ

ბრიტანული მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM წარმოადგენს მუხლუხოიანი ჯავშანმანქანა Alvis Stormer-ის ბაზაზე აგებულ ახლო მანძილზე მოქმედ ავტონომიურ საჰაერო თავდაცვის კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია:

სარაკეტო გამშვები პლატფორმა – შეუძლია Starstreak-ის და Martlet LMM-ის ტიპის საზენიტო რაკეტების სროლა.

❷ AIR DEFENCE ALERTING DEVICE (ADAD) საჰაერო თავდაცვის ადრეული გაფრთხილების სისტემა ინფრაწითელი სპექტრის სენსორით. მისი დანიშნულებაა სამიზნეების კლასიფიკაცია და მათი პრიორიტეტული დანაწილება. მუშაობის მაქსიმალური მანძილი 18 კმ-მდე. პრაქტიკული სამუშაო მანძილი ვერმფრენებზე 6 კმ, თვითმფრიანვებზე 9 კმ. ხედვის ვერტიკალური კუთხე -7° დან +17° მდე. ხედვის ჰორიზონტალური კუთხე 360°.

❸ სამიზნის ჩაჭერის და გაცილების პანორამული ოპტიკურ-ელექტრონული გიმბალი თერმული კამერით და ლაზერული მანძილმზომით. მუშაობის მანძილი 18 კმ-მდე.

სამიზნის აღმოჩენის და დამიზნების ზემოთაღნიშნული ოპტიკურ-ელექტრონული სისტემების გაერთიანებით საერთო ცეცხლის მართვის სისტემაში Starstreak-ის და Martlet LMM-ის ტიპის რაკეტები ხელით დამიზნებად კონფიგურაციასთან შედარებით ბევრად მაღალ საბრძოლო ეფექტურობას აჩვენებენ.

Stormer HVM – აგებულება

მანქანაზე საბრძოლო მდგომარეობაში 8 რაკეტაა გამზადებული, დამატებით 12 რაკეტა კი სპეციალურ ნაკვეთურში ინახება.

ტტმ:

მწარმოებელი – დიდი ბრიტანეთი

შეიარაღებაში მიღების წელი -1997

გათვლა – 3 კაცი

საბრძოლო მასა – 13,5 ტონა

სიგრძე x სიგანე x სიმაღლე – 5.6 X 2.8 X 3.4 მეტრი

სავალი ნაწილი:

ტიპი – FV4333 Stormer

ძრავი – Perkins T6 3544 diesel, 250 ცხ/ძალა

მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ

სვლის მარაგი – 600 კმ

მანევრულობა:

დაძლევადი აღმართი – 60%

დაძლევადი დაგვერდება – 30%

გადალახვადი ვერტიკალური წინაღობა – 0.6 მეტრი

გადალახვადი ტრანშეა – 2 მეტრი

გადალახვადი წყლის წინაღობა – 1.1 მეტრი

მანქანის საბრძოლო ნაწილი:

სასროლად გამზადებული რაკეტების რაოდენობა – 8

დამატებითი რაკეტების მარაგი – 12

ადრეული გაფრთხილების სისტემა ADAD-ის და სამიზნის ჩაჭერა-გაცილების ოპტიკურ ელექტრონული გიმბალის მუშაობის მაქსიმალური მანძილები – თვითმფრინავზე 18 კმ, ვერტმფრენზე 8 კმ.

რეაქციის დრო – 5 წმ.

ADAD
სარაკეტო გამშვები პლატფორმა – შეუძლია Starstreak-ის და Martlet LMM-ის ტიპის საზენიტო რაკეტების სროლა.

რაკეტები და მათი ტექნიკური მონაცემები:

🔴 Starstreak

დამიზნების სისტემა – ლაზერული არხით SACLOS

(Semi-automatic command to line of sight)

რაკეტის სიგრძე – 1,39 მეტრი

რაკეტის მასა – 14 კგ

საბრძოლო ნაწილი – 3 ცალი 900 გრამიანი, 396 მმ სიგრძის და 22 მმ დიამეტრის ჯავშანგამტანი ფეთქებადი ისრით.

რაკეტის დიამეტრი – 130 მმ

ფრთაშლილობა – 270 მმ

მოქმედების მანძილი – 5,5 კმ

რაკეტის სიჩქარე – 3,5 მახი (4322 კმ/სთ)

🔴 LMM Martlet

დამიზნების სისტემა – კომბინირებული, საწყის ეტაპზე ლაზერული არხით და ბოლო ტერმინალური ინფრაწითელი თავაკით.

რაკეტის სიგრძე – 1,3 მეტრი

რაკეტის მასა – 13 კგ

მუხტის მასა – 3 კგ

რაკეტის დიამეტრი – 76 მმ

მოქმედების მანძილი – 8 კმ

რაკეტის სიჩქარე – 1,5 მახი (1800 კმ/სთ)

ძრავი – 2 საფეხურიანი მყარსაწვავიანი.

Stormer HVM უკრაინაში

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑