ტანკი სტანდარტული გერმანული Leopard 2A4 ის მოდერნიზებულ პოლონურ კონფიგურაციას წარმოადგენს. მის პირველად ვარიაციებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2002-2003 წლებიდან იწყება, როდესაც პირველი 128 ერთეული Leopard 2A4 ები გამოჩნდა პოლონური შძ-ის შეიარაღებაში.
ტანკების პარტია გერმანიაში 1985-1987 წლებში იყო წარმოებული.
მოდერნიზაციის პროექტზე გერმანული კონცერნი Rheinmetall და პოლონური სამხედრო-სამრეწველო გაერთიანება PGZ მუშაობდნენ. პროგრამა 622 მილიონი დოლარი დაჯდა.

მოდერნიზაცია შეეხო შემდეგ მიმართულებებს:
– პირველ ეტაპზე ჩატარდა სრული კაპიტალური რემონტი
– გაძლიერდა ჯავშანი ჩამოსაკიდი კომპოზიტური პანელების საშუალებით, პანელების სართო მასა 3 ტონა.
– გაძლიერდა კოშკურის ბალისტიკური დაცულობა.
– დამონტაჟდა კოშკურის და ქვემეხის სტაბილიზაციის ახალი ელეტრონული სისტემა, რამაც გააუმჯობესა სტაბილიზაციის სისტემის მუშაობა და კოშკურაში გამოანთავისუფლა ადგილი.
– ტანკის მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილზე დამონტაჟდა სამიზნე კომპლექსი KDN-1 Nyks.
– ტანკის მეთაურის სამუშაო ადგილზე დამონტაჟდა პანორამული ხედვის სამიზნე (ჰანდერ კილერი) კომპლექსი KLW-1 Asteria III სითბოვიზორით.

– მოდერნიზაცია შეეხო ქვემეხსაც. Rheinmetall Rh-120 L/44 ტიპის 120 მმ ქვემეხიდან შესაძლებელი გახდა ახალი 120 მმ იანი პროგრამირებადი მსხვრევად-ფუგასური DM11 და ქვეკალიბრული DM63 ჭურვების სროლა.
– დაყენდა ახალი ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.
– დამონტაჟდა ახალი 17 kW სიმძლავრის APU.
ზოგადი ტტმ:
ეკიპაჟი – 4 კაცი
მასა – 60 ტონა
სიგრძე (ქვემეხით) 9.67 მეტრი
კორპუსის სიგრძე – 7.72 მეტრი
სიგანე – 3.7 მეტრი
სიმაღლე – 2.48 მეტრი
ძირითადი შეიარაღება – Rheinmetall Rh-120 L/44 გლუვლულიანი ქვემეხი.
ტყვიამფრქვევი – 2 x 7.62 მმ
ქვემეხის დამიზნების ვერტიკალური კუთხეები – – 9 დან + 20 გრადუსამდე.
ჭურვების მარაგი – 42 ცალი (15 კოშკურაში მზად დასატენად)
7,62 მმ ვაზნების მარაგი – 4 750 ცალი.
ძრავი – MTU MB 873 Ka501 დიზელი
ძრავის სიმძლავრე – 1 500 ცზ/ძალა
მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე – 72 კმ/სთ
სვლის მარაგი – 500 კმ

P.S. მიუხედავად იმისა რომ Leopard 2A4 PL დღეისთვის თავის კლასში, ამ თაობის ტანკებში ერთ-ერთ საუკეთესო მოდერნიზებულ ვერსიათ ითვლება, ცალკე აღებული მისი აფეთქება და ან მწყობრიდან გამოყვანა არც ისე რთულია სხვადასხვა ტიპის რუსული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებით, მაგალითად გადატანი 9К135 Корнет-ით ან საავიაციო Вихрь-ის და 9М120 Атака-ს რაკეტებით.









Leave a comment